• რეკლამა
  • კონტაქტი
00:30, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უსახლკაროები საგანგებო მდგომარეობის წესების შესრულების შესაძლებლობას მოკლებულნი არიან – ომბუდსმენი

ალია ავტორი - ალია
12:23 04-06-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

სახალხო დამცველი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ქუჩაში მცხოვრებ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის, ასევე ტუბერკულოზის მართვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამებში ჩართული პირებისთვის შეუფერხებელი სამედიცინო მომსახურების აუცილებლობაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში – ადგილობრივ მონაცემთა ბაზები უსახლკარო პირთა შესახებ, ქვეყნის მასშტაბით 19 მუნიციპალიტეტში კი უსახლკარო პირთა დახმარების მიზნით რაიმე მიზნობრივი პროგრამები არ ხორციელდება.

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ზუსტი სტატისტიკის არქონის პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო პირების დროული იდენტიფიცირება და თავშესაფრით უზრუნველყოფა.

„საცხოვრებელი ფართის არქონის გამო, უსახლკარო პირები მოკლებულნი არიან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობას (დაიცვან კომენდანტის საათი, ჰიგიენის და იზოლაციის ნორმები, დარჩნენ სახლში და სხვა), რითაც მომეტებული საფრთხე ექმნება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე იზრდება დაავადების გავრცელების რისკი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ ის პირები, რომლებიც ჩართულნი არიან ტუბერკულოზის მართვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამებში (ჩვენი ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში ჩართულია 2400-მდე, დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში დაახლოებით 2 500, ხოლო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში თებერვლის მონაცემებით 71 169 პირი). მათ პერიოდულად, აუცილებელი პრეპარატების მიღების მიზნით უწევთ შესაბამის სამედიცინო ცენტრებში მისვლა, თუმცა ბევრი მათგანისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის პირობებში, აღნიშნული პრობლემას წარმოადგენს.

პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომლებსაც სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, წინასწარ მკაცრად განსაზღვრული პერიოდულობით (საშუალოდ კვირაში სამჯერ) და დადგენილ დროს სჭირდებათ კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებებში მისვლა. ხშირ შემთხვევაში აღნიშნული დაწესებულებები საკმაოდ დაშორებულია მათი საცხოვრებელი ადგილებიდან.
ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე იმ მოქალაქეების საჭიროებებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა მოხდეს მათი სამედიცინო სერვისებით დაუბრკოლებელი სარგებლობის უზრუნველყოფა“, – წერია განცხადებაში.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველი შესაბამის ორგანოებს მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში შემდეგი სახის ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს:

• საქართველოს მთავრობამ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა იმოქმედონ დროულად და კოორდინირებულად, მოახდინონ იმ პირთა იდენტიფიცირება, რომელთაც სჭირდებათ ტუბერკულიოზის, C ჰეპატიტისა და დიალეზის პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღების მიზნით ტრანსპორტირებაში დახმარება და უზრუნველყონ მათი მიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებამდე ან/და მათი მედიკამენტებით საცხოვრებელ ადგილებზე უზრუნველყოფა, რათა საფრთხე არ შეექმნას მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

• ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციასთან კოორდინირებული მუშაობით პროაქტიულად განახორციელონ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო პირების იდენტიფიცირება და მათი აღრიცხვა;

• იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც უსახლკარო პირთათვის განკუთვნილ თავშესაფრებში ან სოციალურ საცხოვრისებში დარჩენილია თავისუფალი საცხოვრებელი სივრცეები, სრულად იქნეს ათვისებული არსებული რესურსი, მათ შორის იმ უსახლკარო პირების განთავსების გზით, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ თავშესაფარში მიღებისთვის კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს (მაგ. რეგისტრირებული არ არის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სხვა);

• ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ საკოორდინაციო საბჭოს კოორდინირებული მუშაობით, მათ შორის კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვით, მოხდეს შესაბამისი შენობა-ნაგებობების გამოყოფა, სადაც იქნება აუცილებელი საცხოვრებელი პირობები და დროებით განთავსდნენ ის უსახლკარო პირები, რომელთა გადამისამართება ვერ მოხერხდება ზემოხსენებულ თავშესაფრებსა და საცხოვრისებში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved