• რეკლამა
  • კონტაქტი
03:23, ხუთშაბათი, 17 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

“75 კილო დავიკელი” – როგორ შეცვალა ბარიატრიულმა ქირურგიამ 37 წლის ადამიანის ცხოვრება

ალია ავტორი - ალია
10:15 10-02-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,191

„ალიას“ ესაუბრება მარიამ ბუშელაშვილი, რომელსაც წლობით აწუხებდა ჭარბი წონა და საბოლოოდ ბარიატრიულ ქირურგიას მიმართა, ოპერაცია „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიკეთა. გვიყვება, როგორია მისი მდგომარეობა ოპერაციიდან 18 თვის შემდეგ, რა შეცვალა ამ ოპერაციამ მის ცხოვრებაში და როგორ აარჩია კლინიკა, სადაც ოპერაციას გაიკეთებდა.

მარიამ ბუშელაშვილი:

37 წლის ვარ. 18 წლის ასაკიდან წონის პრობლემა მაქვს. ამ წლების განმავლობაში ყველა დიეტა მაქვს გამოცდილი, ვიღებდი გასახდომ მედიკამენტებსაც, სულ დიეტაზე ვიყავი. არ ვხუმრობ. 16 წლის მანძილზე ჯამში 30 დღე მექნება პური ნაჭამი. დავიკლებდი 10 კილოს, და ერთხელ რომ მეჭამა ცოტა გემრიელად, ისევ ვიმატებდი. ძალიან რთულ პერიოდი მაქვს გავლილი. მუდმივად დიეტაზე იყო და თან სასურველ შედეგსაც ვერ აღწევდე, ძალიან რთულია. ფარისებრი ჯირკვლის არასწორმა მკურნალობამ დამირღვია
ჰორმონალური მიმოცვლა ორგანიზმში და ალბათ, ამის გამოც არ ჰქონდა შედეგი გაუთავებელ დიეტას.
167 კილო ვიყავი, როცა ოპერაცია გავიკეთე. სანამ ოპერაციას გავიკეთებდი, ხერხემალზე ორგან მქონდა თიაქარი და ვფიქრობდი, ოპერაციის შემდეგ მივხედავ ამ პრობლემას–მეთქი, მაგრამ ოპერაციის შემდეგ, სრულად გაქრა, არც ვიცი სად წავიდა, ფაქტია, არ მაწუხებს. მქონდა სახსრების პრობლემა, მტკიოდა მუხლები, კოჭები. საშინლად ცუდ მდგომარეობაში მქონდა გული, მქონდა შეძენილი უშაქრო დიაბეტი. ოპერაციის გაკეთების არ შემშინებია, რადგან, სანამ ოპერაციას გავიკეთებდი, კარგად შევისწავლე ყველა დეტალი. პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ მგონი, ყველა კლინიკა მოვიარე, სადაც ბარიატრიას აკეთებენ, ვესაუბრე ყველა ცნობილ ბარიატრიულ ქირურგს. შესაძლოა ყველა კარგი ექიმია, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ ვერც ერთთან საუბრით ვერ დავკმაყოფილდი და ვერც ერთი კლინიკის მიმართ ვერ ვიგრძენი ის ნდობა, რომ აი, მე აქ გავიკეთებ ოპერაციას. მივედი „ნიუ ჰოსპიტალსშიც“, სადაც დაწვრილებით ამიხსნეს ბარიატრიული ქირურგიის ყველა სახეობა, ჩამომითვალეს ყველა წვრილმანი, ბევრი ვისაუბრეთ, ყველა ჩემ კითხვას გასცეს პასუხი და მე ვთქვი, აი, ამ კლინიკაში გავიკეთებ ამ ოპერაციას. ავარჩიეთ, რომელ სახეობას გავიკეთებდი ბარიატრიული ქირურგიის – აქ არ დავწერ, რადგან ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ყველამ თავად უნდა აარჩიოს ექიმთან ერთად ის გზა, რომლის გავლასაც გადაწყვეტს.

ჩემი ექიმი, რატი ტურაშვილი ძალიან კონტაქტურია პაციენტებთან და პროფესიონალია თავისი საქმის. ალბათ ამიტომაც ჰყავს, ამდენი მადლიერი პაციენტი. ჩემი ოპერაციის შემდეგ, ბევრმა ჩემმა ნაცნობმა მიმართა და ყველა კმაყოფილია. სხვათა შორის, მყავდნენ ისეთი ნაცნობებიც, რომლებსაც უკვე გაკეთებული ჰქონდათ ბარიატრიული ქირურგიის ერთ–ერთი სახეობის ოპერაცია და ვერ დაიკლეს, იმდენი რამდენიც სურდათ, ან ისევ მოიმატეს – იმათაც უშველა და დაეხმარა – ბარიატრიის ისეთი გზა შესთავაზა, რომლითაც დაიკლეს წონაში.
ოპერაციის შემდეგ, სანამ საავადმყოფოდან გამოვიდოდი, უკვე დაწყებული მქონდა კლება. ამ დროისათვის უკვე 75 კილო მაქვს დაკლებული. უკვე გითხარით, რომ ოპერაციამდე 167 კილო ვიყავი. პრაქტიკულად, იმის ნახევარი ვარ, რაც ვიყავი. ყოველ დღე გრძელდება სიახლე, ახლა ყოველ დღე არ ვდგები სასწორზე, რომც დავდგე, შეიძლება წონა იგივე მიჩვენოს, მაგრამ უკვე ფორმები იცვლება, ტანსაცმელი მიდიდდება. სარკეში რომ ვიხედები, ყოველ ახალი დღე ახლებურად და უკეთ
გამოვიყურები და ეს ისეთი სასიამოვნოა. აღარ მაწუხებს სახსრები და ის დაავადებები, რომლებიც ოპერაციამდე მაწუხებდა.
ვერ ვიტყვი, რომ ყოველ დღე ვარჯიშობ, კვირაში 2–3–ჯერ ვახერხებ ვარჯიშს. თუმცა, დღის მანძილზე ფეხით საკმაოდ დიდხანს დავდივარ, სამსახურიდან გამომდინარე. არ ვჭამ ყოველ დღე ხაჭაპურებს, მაგრამ თვეში ერთხელ თავს უფლებას ვაძლევ ცომეულიც მივირთვა, მცირე ულუფით, ცხადია. ოპერაციის მერე, შიმშილის შეგრძნებაც არ მაქვს. რასაკვირველია, დღეში 2–3–ჯერ ვიკვებები, ვიცი, რომ საჭიროა კვება, თორემ, შიმშილი რა გრძნობაა – აღარ ვიცი.
რა შეცვალა ამ ოპერაციამ ჩემში? უფრო თავდაჯერებული, უფრო დარწმუნებული გავხდი საკუთარ თავში. შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება ჩემ მიმართ. ადრე, მათ თვალებში ვკითხულობდი – ვაიმე, რამხელაა, ახლა კი, ძალიან ბევრი ადამიანი გაოგნებას ვერ მალავს და პირდაპირ მეუბნება – ეს შენ ხაარ? – ბევრს არ ეჯერა, რომ ნამდვილად შეიძლებოდა ასეთი შედეგის მიღება. კმაყოფილი ვარ? – ეს ძალიან უბრალო სიტყვებია იმის გადმოსაცემად რასაც ვგრძნობ, ეს რაღაც ზე–პროცესია.
უღრმესი მადლობა „ნიუ ჰოსპიტალსის“ მთელ პერსონალს და რატი ექიმს, როგორც უკვე ვთქვი, არ აღიწერება, იმდენად ზე–პროცესები შემატეს ჩემ ცხოვრებას. მათი პერსონალი ნამდვილად გამოირჩევა ადამიანური მოპყრობით, გარდა ამისა, პერსონალი არის მოწესრიგებული და თანმიმდევრული. უდიდესი მადლობა, რომ არსებობთ.

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში
ახალი ამბები

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში

17:14 07-16-2025
თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

15:49 07-16-2025
თეთრი ოქროს შეფასება – #ჰკითხეექსპერტს
ახალი ამბები

თეთრი ოქროს შეფასება – #ჰკითხეექსპერტს

14:04 07-16-2025
გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია

13:39 07-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved