• რეკლამა
  • კონტაქტი
01:04, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ გახდა პუტინი იძულებული ვა ბანკზე წასულიყო და სად მიიღო მოსკოვმა მეორე ფრონტი? – გიორგი თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
22:44 09-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
967
თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი თავდგირიძე:
ომი უკრაინაში, ომი საბრძოლო მოქმედებების ინტერნაციონალიზაციის მიჯნაზე.
(ნაწილი პირველი)
როგორც გამოჩნდა, 22 სექტემბერი რუსეთ-უკრაინის ომის საეტაპო თარიღია, ერთის მხრივ რუსეთში მობილიზაციამ ამ ომს ახალი იმპულსი შეძინა და მეორეს მხრივ შეუძლებელი გახადა ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკება, ომი გაგრძელდება მანამდე სანამ ერთ ერთი მხარე არ განადგურდება ან არ გამოაცხადებს უპირობო კაპიტულაციას. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ დამარცხებული მხარის კანდიდატურაზე უპირობოთ ლიდერობს რუსეთი და არ არსებობს არც ერთი ინდიკატორი რომელიც რუსეთის გამარჯვების პროგნოზირების საშუალებას მოგვცემდა.
ომის ახალი იმპულსი, ბრძოლა ბოლო ჯარისკაცამდე, ამ ორი მნიშვნელოვანი მოვლენის არსს ამავე სტატუსში განვიხილავ, მაგრამ მანამდე ასევე საინტერესოა რატომ მივედით და უფრო საინტერესო როგორ, რუსეთ-უკრაინის ომის ამ ფაზამდე.
უკრაინელების ბრწყინვალე ელვისებური შეტევა ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფლანგზე, ბალაკლიიდან კუპიანსკამდე და იზიუმამდე, ოპერატიული ხელოვნების მინი შედევრია, მაგრამ ომი არც მოდების ჩვენებაა, სილამაზით რომ დავტკბეთ და არც კინოინდუსტრია, ერთი ბესტელერის შემდეგ ოსკარის დაჯილდოვებას მშვიდათ ველოდოთ. 34 საუკინის წინად, კადეშთან ბრძოლიდან მოყოლებული და ხვალეც, ოპერატიული ხელოვნება მოითხოვს უკანდახეული მტერის დევნას და განადგურებას, სანამ მტერი დათრგუნულია, ლოგისტიკა ჩამოშლილი, მართვა გაძნელებული და რაც მთავარია დაცვის ზღუდეები მოუწყობელი. სამწუხაროდ უკრაინამ ამ ამოცანის შესრულება ვერ შეძლო და იძულებული გახდა მდინარე ასკოლზე გასვლის შემდეგ შეტევის ტემპი დაეგდო და ახლა ჩვეულებრივ მძიმე ბრძოლებშია ჩართული დრობიშჩევ-ლიმან-იამპელის მონაკვეთზე, ის ლიმანი, რომლის აღება ორი კვირის წინ ვიზეიმეთ ჯერ კიდე არ არის დაკავებული. სანამ გავაგრძელებ შუალედურ დასკვნა გავაკეთოთ, მიუხედავად უკრაინული არმიის მოტივაციის, შემართებისა და ტაქტიკური განსწავლულობის უზომოდ დიდი უპირატესობისა რუსულ არმიასთან მიმართებაში, უკრაინელებს არ ყოფნის არც სატანკო ქვედანაყოფები (შესაბამისად ტანკები) და არც საავიაციო მხარდაჭერა (შესაბამისად საფრენი აპარატები) ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეტევის მაღალი ტემპის შესანარჩუნებლად. არსებული ძალების გათვალისწინებით, 8 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობის დაკავება იყო ის მაქსიმუმი და ოპტიმალური შედეგი, რისი მიღწევაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ერთი ამოსუნთქვით, ერთი უწყვეტი ოპერატიული მოქმედების ფარგლებში. თუმცა საკმარისი ძალის უქონლობის გამო, ვერ შეძლეს შექმნილი ხელსაყრელი პირობების გამოყენება და რუსეთის ჩრდილოეთ დაჯგუფების განადგურება (დასავლეთს, ზაფხულში რომ დაესრულებინა უკრაინისთვის ტანკებისა და თვითმფრინავების მიწოდების თუნდაც ერთი ეტაპი, დღეს რუსეთის ჩრდილოეთ ფრონტის დაჯგუფება აღარ იარსებებდა).
მიუხედავად არასრული ოპერატიული წარმატებისა, უკრაინის მხარემ მიაღწია სტრატეგიულ წარმატებას რუსეთის დამარცხების შეუქცევადობისა და დაჩქარების კუთხით, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე, ვერ იქნა ოპერატიული მიზანი მიღწეული ბრძოლის ველზე, მაგრამ ინიცირებული იქნა პროცესი, რომელიც შეიძლება მიღწეულ სტრატეგიულ მიზნად ჩაითვალოს. უკრაინის წარმატებულმა მოქმედებამ ფრონტზე აიძულა რუსეთი მიემართო კარდინალური ქმედებებისთვის და გამოეცხადებინა მობილიზაცია. კატასტროფიდან ერთ ნაბიჯზე ყოფნა იმდენად შემზარავი აღმოჩნდა რუსული ფაშიზმისათვის, რომ პუტინი იძულებული გახდა ვა ბანკზე წასულიყო. მობილიზაცია აუცილებელია პუტინისთვის, სხვანაირად შეუძლებელია ფრონტის ხაზზე სტაბილური თავდაცვის ორგანიზება, თუმცა სამაგიეროდ ქვეყნის შიგნით მან მეორე ფრონტი მიიღო, რომელიც უკრაინულ ფრონტზე არანაკლებ საშიშია პუტინის ხელისუფლებისთვის. მე-2 ფრონტზე ისე როგორც 7 თვის წინათ უკრაინაში, პუტინს აქვს სრული უპირატესობა, მაგრამ რეალურად ამ ფრონტზეც პუტინის მოწინააღმდეგეს (რუსეთის მოსახლეობაზე ვსაუბრობ) აქვს თავისი შესაძლებლობის ზრდის საშუალება, ხოლო პუტინს უპირატესობის პიკი დღეს აქვს და არანაირი შანსი ეს უპირატესობა გაზარდოს ან ხანგრძლივი დროით შეინარჩუნოს.
დასკვნა:
უკრაინის წარმატებულმა მოქმედებამ ფრონტზე აიძულა რუსეთი გამოეცხადებინა მობილიზაცია და ისედაც არაპოპულარული ომი კიდე უფრო არაპოპულარული გაეხადა საკუთარ მოსახლეობაში. მობილიზაციის შემდეგ, ომმა რუსეთის მოსახლეობის დიდ უმრავლესობის კარზე დააკაკუნა. ომი უკრაინასთან, ერთი კაცის ახირებიდან და სატელევიზიო შოუს კატეგორიიდან, რუსის ყოველდღიურ საფიქრალ-სადარდებლის კატეგორიაში გადავიდა. მოსახლეობის რეაქცია იყო მყისიერი, საკუთარი სახელმწიფოს ეს ნაბიჯი რუსეთის მოსახლეობას სასტიკად არ მოეწონა. შედეგი სახეზეა, მასობრივი გაქცევა რუსეთიდან და მზარდი უკმაყოფილება, რამდენად მზარდია ეს უკმაყოფილება და რაში გადაიზრდება ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ.
თეგები: გიორგი თავდგირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved