• რეკლამა
  • კონტაქტი
05:29, კვირა, 26 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოკუპაცია „ოპელ ვექტრათი“ მოხდება თუ T-72-ით, რა მნიშვნელობა აქვს?! რუსები შესაძლოა საქართველოს შესანახი გახდნენ – ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:47 09-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
190

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლასთან დკავშირებით :

„სრული ქაოსია. 1 500 მანქანას რომ შემოუშვებ, ახლა ვინმე გამოვა უტიფარი და მეტყვის, რომ ყველა შეამოწმეს?! ვინ არიან ეს ხალხი! ეს ხომ მამალი ტყუილი იქნება. თუ ნამდვილი შემოწმება დაიწყება, საზღვარზე ერთ დღეში 1 500 მანქანა ვერ შემოვა, 100-200 მანქანაზე მეტს საქართველოს საბაჟო ვერ გაატარებს.

ოკუპაცია „ოპელ ვექტრათი“ მოხდება თუ T-72-ით, რა მნიშვნელობა აქვს! ოკუპაციის რეჟიმში ვართ, პირდაპირ გეუბნებით. ეს არის ოკუპაცია, რბილი ძალა. წაიკითხონ წიგნები სუს-ში თუ არ წაუკითხავთ, მაგრამ წიგნებისთვის სად სცალიათ, ბიზნესებს აწყობენ ამ მიგრანტებზე და შემდეგ საქართველოს სადღეგრძელოს სვამენ. რა უფლება აქვს ამ ხალხს, რომ საქართველოს სადღეგრძელო დალიონ. მათ ქვეყანა არ უყვართ, ოკუპაციას უწყობენ ხელს და მზად არიან, გადაჭამონ საერთოდ, ოღონდ თავისი ჯიბე შეივსონ.

ეს ხალხი რადგან მოდის და ომი მალე არ დამთავრდება, უკან დამბრუნებელი არ არის. აქ ტურიზმზე ლაპარაკი აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. ესენი არიან მიგრანტები, რომლებიც გაუგებარი ვადით უნდა დაფუძნდნენ საქართველოში. საქართველოში იმაზე მეტი არიან რუსები, ვიდრე სტატისტიკის ვირეშმაკობით რაღაც ციფრებს გვეუბნებიან. ცოტა ხანში ეს ხალხი შეიძლება ჩვენი შესანახი გახდეს.

გვეუბნებიან, არაფერი ხდებაო. თუმცა, ასეთი მდგომარეობა გახსოვთ?! ჩვენ უნდა გვესმოდეს, იმპერიები ქვეყნებს იპყრობენ არამხოლოდ სამხედრო ძალით, არამედ რბილი ძალით. თუ რუსეთიდან მიგრაციაზეა საქართველოს ეკონომიკური ზრდა დამოკიდებული, ჩვენ ოკუპირებული ვყოფილვართ.  ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ეკონომიკურად ოკუპირებული“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

თეგები: გია ხუხაშვილიოკუპაციარუსების შემოდინება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved