• რეკლამა
  • კონტაქტი
16:14, ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სუს-ი საგანგებო განცხადებს ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
11:41 09-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
268

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმის მასალების, უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ხელში აღმოჩენის შესახებ გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს.

უწყება ამბობს, რომ რუსების ხელში აღმოჩნელ პირად საქმეს, გლდანის რაიონის სამხედრო განყოფილებაში დაცულ მიხეილ ქამხაძის პირად საქმესთან კავშირი არ გააჩნია. სუს-ის განცხადებით, აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს მიხეილ ქამხაძის მიერ 2016 წელს პირადად შეგროვებული დოკუმენტების კრებულს.

“2016 წლის 14 აგვისტოს მიხეილ ქამხაძე თავდაცვის ძალებიდან ზღვრული ასაკით დაითხოვეს, მისი პირადი საქმე კი, კანონის დაცვით, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, ქ.თბილისის გლდანის რაიონული გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში გადაიგზავნა. გამოძიებით დადგინდა, რომ საქმე ხელუხლებელია და გატანის ან ასლების გადაღების ფაქტი არ იკვეთება. ამასთან, მიხეილ ქამხაძის შესახებ რაიმე სახის დოკუმენტი თავდაცვის სამინისტროში არ ინახება.

ასევე დგინდება, რომ რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ქალაქ ლისიჩანსკში აღმოჩენილ სამხედრო მოსამსახურის პირად საქმეს, გლდანის რაიონის სამხედრო განყოფილებაში დაცულ მიხეილ ქამხაძის პირად საქმესთან კავშირი არ გააჩნია და აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს მიხეილ ქამხაძის მიერ 2016 წელს პირადად შეგროვებული დოკუმენტების კრებულს, რაც მან გამოკითხვის დროს არ უარყო.

საქმის ფარგლებში მედიასაშუალებებით გავრცელებულ მასალებზე ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ გავრცელებული დოკუმენტების უმრავლესობა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში დაცული სამხედრო მოსამსახურის პირადი საქმის შემადგენელ დოკუმენტებთან იდენტური არ არის, გარდა დიპლომებისა და სერთიფიკატისა, რომელიც არასაიდუმლოა და მიხეილ ქამხაძის განცხადებით მათი დედნები ინახება მასთან სახლში.

დამატებით დადგინდა, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალები შეიცავს ზოგიერთ ისეთ ცნობას და ინფორმაციას, რაც არასდროს დაფიქსირებულა მიხეილ ქამხაძის სამხედრო მოსამსახურის პირად საქმეში. კერძოდ, კადრებში გავრცელებული მიხეილ ქამხაძის ავტობიოგრაფია შეიცავს მოსამსახურის დათხოვნის შემდეგ არსებულ მონაცემებს, რასაც ადასტურებს თავად მიხეილ ქამხაძეც და განმარტავს, რომ აღნიშნული ავტობიოგრაფია მან შეადგინა თავად, სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის შემდგომ, რაც თავის მხრივ კიდევ ერთხელ გამორიცხავს გავრცელებული მასალების დაცულ საქმესთან კავშირს.

ამასთან, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დგინდება, რომ გავრცელებულ ვიდეო-მასალაში ასახული არცერთი დოკუმენტი არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას”, – წერია სუს-ის განცხადებაში. სუს აცხადებს, რომ  აღნიშნული კამპანია არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც პირდაპირ ემსახურება როგორც ქართული სპეცსამსახურის, ისე თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციის მცდელობას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში

14:03 11-26-2025
დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში

14:50 11-25-2025
ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით
ახალი ამბები

ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით

14:22 11-25-2025
ახალი ფუნქციონალი – დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ახალი ფუნქციონალი – დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში

12:52 11-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved