• რეკლამა
  • კონტაქტი
16:06, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პუტინის 2 დიდი შეცდომა – “მესამეც შეიძლება ჩაიდინოს” – ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:58 09-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
419

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი, “ტვ ფორმულასთან” ამბობს:

“პუტინმა 2 დიდი შეცდომა დაუშვა უკვე – ერთი ომის დაწყება და ახლა მობილიზაციის გამოცხადება, რომელსაც კაცმა არ იცის, რა გაგრძელება ექნება საკუთრივ რუსეთში და ვიცით, რუსეთს როგორი გამოცდილება აქვს ამ მხრივ, რევოლუციური და ა.შ.

მეორეს მხრივ, საფრთხის შემცველია, ე.წ. მიერთება – რატომ? – იმიტომ რომ თუ შენი არგუმენტია დაიცვა რუსეთის ტერიტორია და არ დაიბომბოს, შენ გადაგაქვს იქით, სწევ საზღვარს და პირდაპირ, შენი გადასახედიდან, შენ ტერიტორიაზე გადმოგაქვს საბრძოლო მოქმედებები. ეს ზღვარი იშლება, თვითონ შლის ამ ზღვარს და ესკალაციას ახდენს შემდგომს. ეს გამოიწვევს უკრაინის და დასავლეთის მხრიდანაც იმ იარაღის რაოდენობის გაზრდას, რომელიც მიეწოდებოდა. 25 ჰაიმორსი თუ ქონდა, ახლა ექნება – 50, რადგან მობილიზაციის შედეგად, უკრაინის წინააღმდეგ, საზარბაზნე ხორცად გაგზავნილი ხალხი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იარაღს არ იღებს, განადგურდება უბრალოდ და მეტი არაფერი.

გამოცხადებული იყო, თითქოს ყირიმში ვერავინ ვერაფერს გააკეთებდა და ეს მითიც გაანადგურეს უკრაინელებმა, ისევე როგორც ბელგოროდში, ვიღაცეები ცუდ ადგილას “ეწევიან”… რა თქმა უნდა ამას უკრაინა თავის თავზე არ აიღებს და არც უნდა აიღოს, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მაგრამ ყველამ იცის, რომ “შემთხვევითობა” ხდება და ძალიან ბევრს “ეწევიან” და სხვაგანაც დაიწყებენ მოწევას და უფრო თანამედროვე შეიარაღებას მიიღებს უკრაინა.

ბირთვული საფრთხე მომატებულია, რა თქმა უნდა, ეს ბოლოს წინა მცდელობაა, მობილიზაციით, თითქოსდა სიტუაციის გადარჩენის ამბავში და ჩვენ დავინახავთ, რომ დაახლოებით 2–3 კვირაში მომზადების გარეშე გაუშვებენ იქ არსებული ნაწილების შესავსებად, რომელსაც უკვე ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის, შემდგომში შეიძლება უკვე ბირთვული საფრთხეც დადგეს. ეს რეალურია, იმიტომ რომ დავინახეთ 2 ძალიან დიდი შეცდომა – მესამეც შეიძლება ჩაიდინოს.

თეგები: ზურაბ ბატიაშვილიპუტინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved