რუსეთის დუმის დეპუტატი ოლგა კოვიტიდი გამოდის მოწოდებით, შეწყდეს სამხედრო გაწვევაზე გამონაკლისის დაშვება ხერხემლის გამრუდების მქონეთათვის და ბრტყელტერფიანებისთვის.
ოლგა კოვიტიდიმ, რომელიც დუმაში, დროებით ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს წარმოადგენს, განაცხადა, რომ ზოგიერთი დაავადება ხელს არ უშლის სამხედრო სამსახურს – „ახლა რუსეთს ესაჭიროება არა მხოლოდ პროფესიონალური არმია, არამედ იმ ახალგაზრდების მობილიზება, რომლებსაც შეუძლიათ სამსახური“, – განაცხადა კოვიტიდიმ.
ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება, პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა.
კომენტარები