• რეკლამა
  • კონტაქტი
04:44, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მომაწოდა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებლები არ იყო, ეს იყო სათამაშო – ნარსიას ადვოკატი ( ვიდეო)

ალია ავტორი - ალია
16:32 09-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
210

ბანკში შეჭრის მოტივად თავდამსხმელის ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. პირველი განცხადება გრიგოლ ნარსიას ადვოკატმა გააკეთა. დაკავებული პირის ინტერესებს ქუთაისის იურისტთა ასოციაციის 5 ადვოკატი იცავს.

როგორც უფლებადამცველი ამბობს,  37 წლის მამაკაცის ბანკში შეჭრის მოტივი მისი შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა იყო. რაც შეეხება გრიგოლ ნარსიას შეიარაღებას, ადვოკატი ციცი ბაბუნაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან აქვს ინფორმაცია, რომ ეს არ იყო ასაფეთქებლები მოწყობილობა და იყო სათამაშო.

“შევხვდი ბრალდებულს. კონკრეტულად თქვა, რომ ბავშვის ავადმყოფობასთან დაკავშირებით შევედიო. დანარჩენთან დაკავშირებით ჯერ საუბარი არ მქონია. სურვილი გამოთქვა ჩვენმა ორგანიზაციამ, დაიცვას ინტერესები. ახლა შევხვდებით გამომძიებელს. მხოლოდ და მხოლოდ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებლები არ იყო, ეს იყო სათამაშო,” – ამბობს ადვოკატი,  ციცი ბაბუნაშვილი.

ადვოკატების ინფორმაციით, გრიგოლ ნარსია მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

“მოტივთან დაკავშირებით დაზუსტებით ნამდვილად რთულია საუბარი ამ ეტაპისთვის, თუმცა გარკვეული მოტივი ერთგვარი, როგორც საზოგადოებაში გავრცელდა, არსებობს ის, რომ არის მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრის გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარეობს, 48 საათში უნდა წარედგინოს ბრალი პიროვნებას და შესაბამისად, დაკავებიდან 72 საათში უნდა მოხდეს მისი სასამართლოში წარდგინება,“ – ამბობს ადვოკატი, რომა ჭეიშვილი.

რუსთავი 2 

თეგები: ადვოკატიგრიგოლ ნარსია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved