• რეკლამა
  • კონტაქტი
03:54, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთის დანაკარგი 5 937 ადამიანს შეადგენს – შოიგუ

ალია ავტორი - ალია
13:03 09-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
218

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, უკრაინაში რუსეთის დანაკარგი 5 937 ადამიანია.

“არ შემიძლია არ ვახსენო დანაკარგები. დანაკარგი 5 937 ადამიანს შეადგენს”. – თქვა შოიგუმ.

ამას გარდა, შოიგუს მტკიცებით, უკრიანამ ნახევარი არმია დაკარგა.

“საწყის ეტაპზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 201-202 ათასი ადამიანი იყო. ამ დროისთვის მათი დანაკარგი 100 000-ზე მეტია. აქედან 61 207 დაღუპულია და 49 368 დაჭრილი”. – თქვა შოიგუმ.

დასავლური და უკრაინული წყაროებით რუსეთის დანაკარგი ომში 15 000-დან 50 000-მდე მერყეობს.

ასევე, შოიგუს გამოთვლებით, რუსეთს 25 მილიონი ადამიანის მობილიზაცია შეუძლია.

“უზარმაზარი სამობილიზაციო რესურსი გვაქვს, უფრო სწორად, მათი რესურსი, ვინც მსახურობდა, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქვს, ვისაც სამხედრო პროფესია აქვს, ასეთები დაახლოებით 25 მილიონი გვყავს”. – თქვა შოიგუმ.

შოიგუს თქმით, რუსეთი უკრაინაში მოქმედებებისთვის 300 000 კაცის მობილიზაციას აპირებს.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ მან სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი დღეს, 21 სექტემბერს დაიწყება.

ტაბულა.

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომირუსეთის დანაკარგისერგეი შოიგუ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved