• რეკლამა
  • კონტაქტი
17:49, ორშაბათი, 30 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ უნდა მოვკვდე, მითხარით… დედა მყავს დიდი ხნის უნახავი – ქართველი ემიგრანტი

ალია ავტორი - ალია
16:34 04-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

მან შეძლო და გაიმარჯვა, მან შეძლო და დაამარცხა კორონავირუსის მძიმე ფორმა. ეს ქართველი ემიგრანტია, წლებია იტალიის ქალაქ მონტოვაში ცხოვრობს –  ნინო მიქაძე. გამოჯანმრთელებული ემიგრანტი ემუდარება საქართველოს მოქალაქეებს, რომ ყველა მითითება, რომელიც სოციალურ დისტანცირებას უკავშირდება, აუცილებლად შეასრულონ, რადგან ის რაც იტალიაში მოხდა, თუ ჩვენ ქვეყანაში განმეორედება, საქართველო რუკაზე აღარ იარსებებს.

„მოგესალმებით ყველას, ნამდვილად არ ვარ ჯერ მზად და რეაბილიტაციას დრო სჭირდება, მაგრამ მე არ მაქვს უფლება, მადლობა არ გადაგიხადოთ ყველას…

მადლობა ჩვენს საელჩოს, რომელსაც ერთი წუთით არ მივუტოვებივარ. მადლობა მამა კირიონს, რომელიც განსაცდელის ჟამს გვერდში მედგა, ტელეფონით მამხნევებდა და ლოცულობდა ჩემთვის.

მადლობა ჩემს ქუთათურებს, ჩემს უბანს, მარჯვენა დასახლებას, ჩემი ქმარ-შვილის გვერდში დგომისთვის… ჩემს უცნობ-ნაცნობ ემიგრანტებს, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი და ჩემს შვილს, ჩემს მულს ურეკავდნენ, რომ გვერდში დამდგომოდნენ გაჭირვების ჟამს; მადლობა ჩემი ჯგუფის ადმინისტრაციას, გოგონებს, რომლებიც ძალიან ბევრი ვატირე… ძალიან შევაწუხე ეს ადამიანები… ყველა ძალიან მიყვარხართ!

დღეს ცოცხალი ვარ და ვიცი, რომ ყველას გაინტერესებთ, როგორ შემეყარა ეს ვერაგი ვირუსი და გული შეგტკივათ.

ბებო გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით. დედამ მთხოვა, საქართველოში ჩავსულიყავი, მაგრამ მე რისკის ქვეშ ვაყენებდი ჩემს ქვეყანას, ჩემს ოჯახს და დარჩენა ვარჩიე.

იცით, ბებია როდესაც მოკვდება, ორი კვირა გვაქვს დარჩენის უფლება, ორი კვირის შემდეგ კი  სამსახური უნდა ვეძიოთ. კარგი დახასიათებით  ვსარგებლობ და სამსახურის შოვნა ნამდვილად არ გამჭირვებია.

მოვიდა ოჯახის წარმომადგენელი, წამიყვანეს სანახავად იმ ქალბატონის, რომელიც იზორილებურად იყო, დავიცავი დისტანცია, არც ხელი ჩამომირთმევია, მაგრამ როცა დავცილდი, მხარზე ხელი დავადე და გამოჯანმრთელება ვუსურვე.  გამოვბრუნდით სახლში, კონტრაქტზე იყო საუბარი და ეს გაგრძელდა სახლში და შეცდომა მაშინ დავუშვი – სტუმარი არ მივატოვე და  იმ წუთში არ დავიბანე ხელი. როდესაც წავიდნენ კი დავიბანე ხელი, მაგრამ…

მეოთხე დღეს დამეწყო ხმის ჩახლეჩა, ყელი არ მტკიოდა. შაბათს უნდა წავეყვანე, მაგრამ ამ დროს დარეკეს, რომ შვილი, რომელიც დედასთან მოდიოდა, სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, ინტენსიურში მოათავსეს და დაუდასტურდა კორონავირუსი. შაბათ-კვირას დამეწყო ციებ-ცხელება. წამალი მომიტანეს, მაგრამ არ გაჭრა, ორშაბათს უკვე ცუდად ვიყავი.

112-ში რომ დავრეკე, სასაცილოდ არ ეყოთ ჩემი სიმპტომები. გვითხრეს, რომ ოჯახის ექიმს უნდა ემკურნალა, გამომიწერეს წამლები, მაგრამ სიცხეს ვერა და ვერ მოვერიეთ…

ჩემი პირველი სიმპტომი კორონავირიუსზე იყო  გემოს დაკარგვა, ხმის ჩახლეჩა და მაღალი სიცხე, აბსოლუტურად დანარჩენი არაფერი ყოფილა…

მოსაყოლად ადვილია ახლა, მაგრამ ძალიან ბევრი ვიბრძოლე. ერთი კვირის განმავლობაში ვღებულობდი ამ წამლებს. კვირა დღე იყო, დავმძიმდი. ვუთხარი ჩემს ქალბატონს, რომ ძალიან ცუდად ვარ და მე დღეს ვერ გავაღწევ. გამოიძახეს სასწრაფო… თქვეს, რომ აუცილებლად გადასაყვანია, სახლში ვერ გავაჩერებთ…

ვერ აღვწერ იმ სიტუაციას, როდესაც სასწრაფოს მანქანაში გსვამენ…

მეკითხება ექიმი: „საიდან ხართ?“

მე ვუთხარი: „საქართველოდან“.

„არ შეეგეშინდეთ, ჩვენ შენთან ვართ!“

მესმოდა, რაციაში რომ ეუბნებოდა: „მისაღები გაათავისუფლეთ, ახალგაზრდა ქალი მოგვყავს“.

გადამიღეს რენტგენი.

„დაგაგვიანდა, შენ დააგვიანე! … თუ პათოლოგიური დაავადება არ გაქვს და ხელს შეგვიწყობს შენი ორგანიზმი, გადაგარჩენთ“.

განყოფილების გამგემ თქვა, მე მიმყავს ჩემს განყოფილებაში, რომ გადავარჩინოო.

„ექიმო, თუ უნდა მოვკვდე, მითხარით… სამშობლო მენატრება, ოჯახი მენატრება, დედა მყავს დიდი ხნის უნახავი…“

„არა, გაძლევ პირობას, რომ არ მოკვდები…“

მესამე დღეს დამეწყო კრიზი….

არავის არ გისურვებთ ამას. არავის, აბსოლუტურად…

ჯერ კიდევ მორჩენილი არ ვარ – ჟანგბადის გარეშე დიდხანს ვერ ვძლებ.

ეს ყველაფერი, ვიცი, ძნელი მოსასმენია, მაგრამ უნდა მოვყვე…

უნდა გეშინოდეთ ამ ვირუსის და რომ გეუბნებიან, დარჩით სახლში – უნდა დარჩეთ სახლში!

ერთი მეტრის დაცილებით ჩემ გვერდით ქალი კვდება და ექიმი შენ არ გეუბნება, რომ გადარჩები.

არავის არ გისურვებთ ამას, მე უკვე სიკვდილს ჩავხედე თვალებში….

შემდეგ, უფლის წყალობით, დამიწია სიცხემ და ერთი კვირის თავზე  გამომიშვეს სახლში…

არც მომაცილეს სახლის კარებამდე.

ოჯახის წევრებს სპეციალური ფორმები არ ეცვათ, ხელიც არ მომკიდეს, ისე შევედი სახლში და სავარძელში ჩავეშვი და მერე აღარაფერი მახსოვს….

სასწრაფომ სახლამდე რომ მიმიყვანა, მითხრა – ახლა უნდა წახვიდე შენი ფეხით და ჟანგბადიც თავად იშოვეთ.

არ ხარ იმ ოჯახის წევრი, როცა დამთავრებული გაქვს სამუშაო, როგორია იმ ოჯახში მისვლა… მათაც ძალიან ეშინიათ…

ატყდა აურზაური, ვერ ვიტყვი, ისეთი… იძულებული ვიყავი, ჩვენს საელჩოში დამერეკა.

არ ვიცი, ამ ხალხს მადლობა როგორ გადავუხადო – საელჩოს წარმომადგენელმა მითხრა: არ ინერვიულო, ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ.

საელჩოს წარმომადგენელი დაელაპარაკა ბებიას შვილს, ის იმ წუთას შეიცვალა… მალე მოაგვარეს სიტუაცია.

მე გამიმართლა, რომ ახალგაზრდა ვიყავი.. საავადმყოფოშიც – უკვე ასარჩევად იყო საქმე: „ვინ გადავარჩინოთ?“

ვერ დავადანაშაულებ ექიმებს. ამათაც მედპერსონალი არ ჰყავთ საკმარისი. ძალიან უჭირთ მუშაობა. ენით აუწერელია ეს ყველაფერი…

რა მინდა, რომ ვთქვა ბოლოს: დარჩით სახლში, გემუდარებით, დარჩით სახლში! ხალხო, როგორც იტალიაში მოხდა, ეს თუ საქართველოში განმეორდება, საქართველო არ იარსებებს რუკაზე.

ჩვენ გვყავს უნიკალური მედპერსონალი.

მე დღეს ნუ მიწყენს იტალია, თუ ვიტყვი, რომ უფრო მეტი რწმენა ჩვენი მედპერსონალის მაქვს.

როდესაც ჩამოვალ საქართველოში, აუცლებლად მივალ მათთან.

მერ ჯერ კიდევ ვებრძვი ამ სენს, მაგრამ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე რომ ფორმაში ჩავდგე, ამისთვის რეაბილიტაციაა საჭირო….

ძალიან მიყვარხართ!“, – წერს ქართველი ემიგრანტი ნინო მიქაძე.

https://www.facebook.com/nino.mikadze.90/videos/2821003798013244/?t=16

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება
ახალი ამბები

ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება

13:44 06-27-2025
ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება
ახალი ამბები

ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება

11:35 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved