• რეკლამა
  • კონტაქტი
14:44, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე და ჩემი ოჯახის 2012 წელს ვიბრძოდით სისტემის შესაცვლელად ოცნების ლურჯი მაისურებით…” – ნინი გოგაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:58 09-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
530

სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსანის, სოსო გოგაშვილის ქალიშვილი, ნინი გოგაშვილი:

16 სექტემბერი – სპეცოპერაციიდან ზუსტად ორი თვის შემდეგ ისევ ვიბრძვით!
?2012 წელს, როცა ის ადამიანები, ვინც დღეს ივანიშვილის მარიონეტები არიან და მაშინ ლანძღავდნენ ბიძინას, იმალებოდნენ სახლებში ან სხვა ქვეყანაში მშვიდად ცხოვრობდნენ, საერთოდ არ აინტერესებდათ საქართველოს ბედი და როცა ადამიანები ერიდებოდნენ განსხვავებული პოლიტიკური აზრის დაფიქსირებას, მე და ჩემი ოჯახის წევრები ღიად ვუჭერდით მხარს ქართულ ოცნებას და ვიბრძოდით სისტემის შესაცვლელად ოცნების ლურჯი მაისურებით, რადგან გვეგონა, რომ ოცნება იზრუნებდა ადამიანების კეთილდღეობაზე, მაგრამ თურმე რუსული გეგმა ყოფილა ამ ყველაფრის სათავე, გეგმა, რომელიც კლავს და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას!
?2022 წელს, დღეს ჩვენი ახლობლები ვერ გვირეკავენ, ვერ მოდიან ჩვენთან სახლში, სოციალურ ქსელშიც კი ვერ გვწერენ და მესამე პირის საშუალებით გვითვლიან, რომ
ეშინიათ სამსახური არ დაკარგონ, ახალგაზრდა შვილები ჰყავთ და ეშინიათ ოცნებამ არ ,,გაშაროს”, თორე ისე შეძლებისდაგვარად მხარში გვიდგანან და ემიჯნებიან ჩვენს მიმართ განხორციელებულ ძალადობას და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი დაუპირისპირდა რუსულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილს!
❗️ 10 წელი გავიდა, მაგრამ უარეს საშინელ რეალობაში ვცხოვრობთ! დღეს ადამიანებს ეშინიათ განსხვავებული პოლიტიკური აზრის დაფიქსირება საჯაროდ! დღეს ადამიანები ერიდებიან ივანიშვილის კრიტიკასა და ტელეფონზე ვერ საუბრობენ თავისუფლად, რადგან ბიძინა ყველას გვისმენს!
❗️წლების წინ, რეალურად იმიტომ ვიბრძოდით, რომ თავისუფლად შეგვძლებოდა განსხვავებული აზრის გამოხატვა შიშის გარეშე და გვეცხოვრა სამართლიან გარემოში, მაგრამ დღეს, ჩვენს მიერ არჩეული ხელისუფლება პოლიტიკურად გვდევნის, არღვევს ადამიანების უფლებებსა და საბოლოოდ ისევ გვიწევს ბრძოლა ბევრად საშინელ სისტემის წინააღმდეგ.
❗️ ზუსტად ის ადამიანები, ვისაც გაგიხარდათ 16 ივლისის კადრების ნახვა და ვისაც სიამოვნებას განიჭებთ ჩემს ოჯახზე განხორციელებული ძალადობრივი, უსამართლო ქმედებები, 100% დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში, თქვენ თავად გახდებით ბიძინა ივანიშვილის შექმნილი ბინძური სისტემის მსხვერპლი. არ გჯერათ ხო? ვერ წარმოიდგენთ ხო? დიახ, დიახ ეგრე იქნება, რამდენიმე თვის წინ მეც თქვენს ადგილას ვიყავი ზუსტად და მეც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით ჩემს ძმას, ძირს დაგდებულს ავტომატს თავში დაუმიზნებდნენ.
ჩვენ ვართ ივანიშვილის მსხვერპლი და სწორედ ამ უსამართლობის გამო ვაგრძელებთ ბრძოლას რუსული გეგმის წინააღმდეგ, რომ ვეღარ მოგვისმინონ, ვეღარ გვითვალთვალონ, განსხვავებული აზრის გამო არ დაგვიჭირონ, სამსახურიდან არ გაგვაგდონ, იარაღები არ ჩაგვიდონ, ხელოვნურად არ შექმნან ,,გარკვეული ხარვეზები” და თქვენ თავად გადაწყვიტეთ, როგორი რეალობაა თქვენი და თქვენი შვილებისათვის უკეთესი.
,,VIP პერსონა” ნინი გოგაშვილი,
პოლიტპატიმარი სოსო გოგაშვილის შვილი.
შეიძლება იყოს ტექსტი-(ი)ს გამოსახულება
თეგები: ნინი გოგაშვილიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved