• რეკლამა
  • კონტაქტი
05:41, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულება“ – გარანტიები უკრაინას, სანქციები რუსეთს – რომელი ქვეყნები იქნებიან გარანტორთა ჯგუფში?

ალია ავტორი - ალია
18:01 09-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
423

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა და ნატოს ყოფილმა  გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს კიევში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რეკომენდაციები წარადგინეს.

რეკომენდაციებზე პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით ექსპერტთა ჯგუფმა იმუშავა, რომელშიც შედიოდნენ სხვადასხვა ქვეყნების ყოფილი პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, მაღალჩინოსნები და მეცნიერები.

რეკომენდაციების მიხედვით, მოკავშირეთა (გარანტორ ქვეყნებთა) ძირითადი ჯგუფი, სავარაუდოდ, მიიღებს მკაფიო ვალდებულებებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, ხოლო უფრო ფართო ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს არასამხედრო გარანტიებზე, რომლებიც აგებულია სანქციების მექანიზმებზე.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება არ არის ნატოში გაწევრიანების შემცვლელი და ეს არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალება, სანამ ქვეყანა ალიანსში გაწევრიანდება. 

ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას რეკომენდაციების შესახებ:

– უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია არის მისი უნარი, დაიცვას თავი აგრესორისგან გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად. ამისთვის უკრაინას სჭირდება რესურსები ძლიერი შეიარაღებული ძალების შესანარჩუნებლად, რომელსაც შეუძლია დაუპირისპირდეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს და სხვა გასამხედროებულ ფორმირებებს.

– ეს მოითხოვს მრავალწლიან სტაბილურ ინვესტიციებს უკრაინის თავდაცვისა და სამრეწველო ბაზაში, იარაღის ფართომასშტაბიან გადაცემას და მოკავშირეების დაზვერვის მხარდაჭერას, ინტენსიურ სასწავლო მისიებს და ერთობლივ წვრთნებს ევროკავშირისა და ნატოს ეგიდით.

– უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული; ისინი ასახავს უკრაინასთან ერთად გარანტორთა ჯგუფის მიერ აღებულ მთელ რიგ ვალდებულებებს. გარანტიები უნდა იყოს პოლიტიკურად და იურიდიულად სავალდებულო ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე,  გაერთიანებული ერთობლივი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ფარგლებში, სახელწოდებით „კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულება“.

– ხელშეკრულება გააერთიანებს მოკავშირე ქვეყნების ძირითად ჯგუფს და უკრაინას. გარანტორ სახელმწიფოთა ჯგუფი შეიძლება გახდეს აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, პოლონეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრალია, თურქეთი, ასევე ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.

– გარანტიების პაკეტი შეიცავს როგორც სამხედრო, ფინანსური, ინფრასტრუქტურული, ტექნიკური და საინფორმაციო ხასიათის პრევენციულ ზომებს ახალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად, ასევე ზომებს, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ახალი ხელყოფის შემთხვევაში.

გარდა ამისა, კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულების სტრუქტურა ითვალისწინებს სრულფასოვან სანქციების პაკეტს აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ და ასევე შეიძლება შეიცავდეს დამატებით კომპონენტებს, როგორიცაა შეთანხმებები უკრაინის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის/რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით უზრუნველყოფის შესახებ, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების რეგიონული შეთანხმებები და ა.შ.

– უსაფრთხოების გარანტიები არ ცვლის უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილს. ეს მისწრაფება დაფიქსირებულია უკრაინის კონსტიტუციაში და არის უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილება. ასევე, უკრაინა ევროკავშირის წევრობის გზაზეა და გაწევრიანების შემდეგ მას შეეძლება გამოიყენოს ორმხრივი თავდაცვის შესახებ დებულებები. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში. დღეს მოყვანილი გარანტიები არანაირად არ არღვევს ამ მიზანს, მაგრამ მიზნად ისახავს უკრაინისთვის, შეიარაღებული თავდასხმის ან აგრესიის შეკავების შესაძლებლობის მიცემას, ხოლო თავდასხმის შემთხვევაში, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების დაცვას ნებისმიერ პირობებში.”

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი:

„უკრაინელები ფრონტის ხაზზე აჩვენებენ, რომ საჭირო რესურსებით შეუძლიათ რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე. უკრაინელები ავლენენ ბრძოლის ნებას და დემოკრატიულმა სამყარომ უნდა გააგრძელოს მათთვის ამისთვის საჭირო საშუალებების მიწოდება. როდესაც ეს ომი დასრულდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ვეღარასოდეს შეძლებს უკრაინაში შეჭრას. ამის საუკეთესო გზაა უკრაინას ჰქონდეს მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ნებისმიერ მომავალ თავდასხმას.

ამ რეკომენდაციების მიღება მძლავრ სიგნალს გაუგზავნის ვლადიმერ პუტინს. ეს ცხადყოფს, რომ ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ არ შეირყევა, რომ მისი ომი უშედეგოა. ეს ასევე გაუგზავნის სიგნალს უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს უკრაინის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ამის სწორად მიღება ნიშნავს ევროპული უსაფრთხოების ახალი ქვაკუთხედის დაგებას. თუ ეს არ გაკეთდა, ეს ევროპულ ნიადაგზე კრიზისის გამწვავებას ნიშნავს“

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved