• რეკლამა
  • კონტაქტი
13:43, პარასკევი, 24 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სხვისი სახელით ავანტიურას თუ დაიწყებთ, შედეგებს მიიღებთ, როგორც ადრე –ჩავუშოღლუ საბერძნეთს ემუქრება

ალია ავტორი - ალია
18:01 09-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
179

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ საბერძნეთს ემუქრება და აფრთხილებს.

“როცა ჩვენ ვცდილობთ რომ პატივი ვცეთ მეზობლურ უფლებებს ეგეოსის ზღვის ორივე მხარეს, საბერძნეთი პროვოკაციებს აგრძელებს. თუ წამოიწყებთ ავანტიურას სხვისი სახელით, დღეს მიიღებთ შედეგებს, როგორც ეს წარსულში მოხდა. ეს არის გაფრთხილება ჩვენი მეზობელი საბერძნეთისთვის”. – თქვა ჩავუშოღლუმ.

ამას გარდა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საბერძნეთს მოუწოდა, რომ სხვისი “ხელსაწყო” არ იყვნენ და “შეწყვიტონ პროვოკაციები”.

აქამდე, გასულ დღეს, 11 სექტემბერს თურქეთმა საბერძნეთის სანაპირო დაცვის ორი ხომალდი ეგეოსის ზღვაში სატვირთო გემისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა, ათენის განცხადებით, თურქეთისკენ მიმავალი გემი მათ მითითებებს არ დაემორჩილა, რის გამოც მას აედევნენ და გამაგრთხილებელი გასროლა შეასრულეს.

ბოლო თვეებში თურქეთსა და საბერძნეთს შორის ეგეოსის ზღვის გარშემო ურთიერთობა დაიძაბა.

ივნისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ათენი  გააფრთხილა, რომ ეგეოსის ზღვის დასავლეთით მდებარე კუნძულების მილიტარიზაციის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, მათი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო. ამას გარდა, ივნისში ის შეეხო ბრალდებასაც, რომ საბერძნეთის პრემიერმინისტრმა აშშ-ში ვიზიტის დროს თურქეთისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვა დაბლოკა.

ჩავუშოღლუს თქმით, საბერძნეთს აღმოსავლეთ ეგეოსის, რომელიც ათენსა და ანკარას შორის დავის ერთ-ერთი მიზეზია, გადაეცა 1923 წლის ლოზანის ხელშეკრულებისა და 1947 წლის პარიზის ხელშეკრულების ფარგლებში, იმ პირობით, რომ კუნძულები დემილიტარიზებული დარჩებოდა.

ჩავუშოღლუს გაფრთხილებას მალე მოჰყვა,  თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მუქარაც. 9 ივნისს ერდოღანმა საბერძნეთს ეგეოსის ზღვის კუნძულების დემილიტარიზაციისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ეს ნათქვამი “სერიოზული” იყო და “არ ხუმრობდა”.

3 სექტემბერს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთი კვლავ დაადანაშაულა, ეგეოსის კუნძულების მილიტარიზაციასა და ამჯერად “ოკუპაციაშიც”. ერდოღანი ათენს კვლავ დაემუქრა და თქვა, რომ მზადაა გააკეთოს “ის, რაც საჭიროა”, “როცა დრო მოვა”.

ერდოღანის სიტყვები ათენმა NATO-სა და გაეროს წარმომადგენლებთან გააკრიტიკეს.

ტაბულა.

თეგები: თურქეთისაბერძნეთიჩავუშოღლუ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved