• რეკლამა
  • კონტაქტი
11:36, ორშაბათი, 27 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთმა ხარკოვის ოკუპირებული ნაწილიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა – რას წერს ბრიტანეთის დაზვერვა?

ალია ავტორი - ალია
13:51 09-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
308

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის წინსვლის ფონზე, რუსეთმა სავარაუდოდ, საკუთარი ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა ხარკოვის ოკუპირებული ნაწილიდან.

ყოველდღიურ მიმოხილვაში ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ ტერიტორიაზე იზოლირებული ადგილები რჩება, თუმცა ოთხშაბათიდან მოყოლებული უკრაინამ სიდიდით, ლონდონზე მინიმუმ ორჯერ მეტი ტერიტორია დაიბრუნა.

უწყების შეფასებით, უკრაინის სამხრეთით, ხერსონთან ახლოს რუსეთს, სავარაუდოდ, უჭირს ფრონტის ხაზზე  საკმარისი რეზერვის მიტანა მდინარე დნეპროს გავლით.

დაზვერვა წერს, რომ სამხრეთში უკრაინული შორი მოქმედების არტილერია ახლა ისე ხშირად ურტყამს მდინარე დნეპროს გადასასვლელებს, რომ რუსეთს არ შეუძლია მათი შეკეთება და ძალების მომარაგება.

“უკრაინის სწრაფ წარმატებებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რუსეთის საერთო ოპერაციულ გეგმაზე. უკრაინაში განლაგებული ძალების უმეტესი ნაწილი იძულებულია პრიორიტეტი საგანგებო თავდაცვით მოქმედებებს მიანიჭოს”, – წერს ბრიტანული დაზვერვა.

გარდა ამისა, სამინისტრო წერს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ ჯარისკაცების ნდობა კიდევ უფრო შემცირდა.

“ჯარისკაცების ისედაც შემცირებული ნდობა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაუარესდება”, – წერს დაზვერვა.

 

თეგები: ბრიტანეთის დაზვერვარუსეთ-უკრაინის ომიხარკოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved