• რეკლამა
  • კონტაქტი
16:21, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქალაქი, რომელიც უკრაინაში რუსეთის აქილევსის ქუსლი გახდა – რუსლან შავაძე

ალია ავტორი - ალია
18:38 09-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
665
საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:
“??⚔️უკრაინის შეარაღებული ძალების ელვისებურმა კომბინირებულმა კონტრშეტევებმა (რომელიც საოკუპაციო სამხედრო დანაყოფების ფართომასშტაბიან დევნაში გადაიზარდა) ხარკოვის ოლქში ფრონტის პერიმეტრის უდიდეს ნაწილზე რუსული თავდაცვითი პოზიციები გაარღვია…
??⚔️ფრონტის ხაზები ჩამოშლილია კუპიანსკსა და ლიმანში, უკრაინის არმია უკავებს პოზიციებს ამ ორი ქალაქის სრულად გასაწმენად, იზიუმში ოკუპანტების 2 საარმიო კორპუსის ნაწილები (დაახლოებით 7-8 ათასი ჯარისკაცი) ალყაში არიან და ჯერ კიდევ წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ…
უკრაონის არმია ავითარებს შეტევას კოდევ ერთი მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური კვანძისაკენ ვოვჩანსკისაკენ ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთით ბელგოროდის საზღვართან…
??⚔️უკრაინის არმიის სამხედრო ნაწილები ქალაქ ლისიჩანსკის მისადგომებთან გამოჩნდნენ ლუჰანსკის ოლქში, რამდენიმე დღის წინ მდინარე სევერსკი დონეცის მარცხენა სანაპიროზე უკრაინული სამხედროების მიერ პლაცდარმის დაკავების შემდგომ კონტრშეტევები განავითარეს ლიმანსა და ლისიჩანსკის მიმართულებით…
??⚔️ხარკოვის გარღვევა საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში აუცილებლად შევა თუმცა ის რაც ხდება აღმოსავლეთის ფრონტზე იმდენად წარმატებულია რომ მანევრული ომის წარმოების სტრატეგიიდან უკრაინის არმია ფართომასშტაბიან შეტევებზე გადავიდა გარკვეულ მიმართულებაზე, ამის გამომწვევი მიზეზებია:
?1)ხერსონის ოლქში უკრაინის არმიამ ეტაპობრივად მიიზიდა რუსული სამხედრო დამაყოფები, ხერსონის ფრონტის მიამრთულებაზე მუდმივი ტაქტიკური მანევრებით, არაერთხელ ავღნიშნე ხერსონის ოკუპანტებისათვის აქილევსის ქუსლია, დღეს რაც ხარკოვის ოლქში ხდება სწორედაც რომ უკრაინის არმიის ხერსონის ოლქში სწორი ტაქტიკური მანევრებით არის განპირობებული, რუსებმა მოაშიშვლეს ფრონტის სხვა მიმართულებები და უკრაინის არმიამ მანევრული ომის სტრატეგიის გამოყენებით რუსებისათვის მოულოდნელად მაღალი ტემპით კომბინირებული კონტრშეტევებით დაარტყეს იქ სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი რუსებისათვის…
?2)ერთი თვის წინ რუსეთის გენშტაბმა იზიუმი-ბალაქლეას მიმართულებიდან გადაისროლა 10 ბატალიონის ტაქტიკური დაჯგუფება, რომლებიც მელიტოპოლი-ხერსონის მიმართულებაზე გადაანაწილეს ნაწილი კი დონეცკის ოლქში ბახმუტი-ავდეევკას მიმართულებაზე გადაისროლეს…
?3)კიდევ ერთხელ დადასტურდა რუსებისათვის დიდი ხნით სტატიკურ თავდაცვაში ყოფნა მათ დემორალიზაციას აღრმავებს, ოკუპანტებს არ შეუძლია ხანგრძლივი თავდაცვითი ომი აწარმოოს ეს ნათლად გამოჩნდა უკრაინის ომის დროს, გამომდინარე აქედან რუსების მასობრივად ტყვედ ჩავარდნა ხარკოვის ოლქში მოულოდნელი არ ყოფილა…
?4)რუსული დაზვერვა და კონტრდაზვერვა სრულიად მოშლილია, მათ ვერ “შეამჩნიეს” უკრაინული კომბინირებული სამხედრო დანაყოფების კონცენტრაცია ხარკოვის ოლქის მიმართულებაზე (ბუნებრივია ეს მოკლე დროში ვერ მოხდებოდა)…უკრაინის არმია ფლობს სრულ სადაზვერვო ინფორმაციას, კარგად მოახდინა უკრაინის გენშტაბმა ადაპტირება საბრძოლო ველზე შექნმილ ვითარებასთან და სწორი და ეფექტური კომტრეშეტევები დადგემა რაც ბუნებრივია გამართული ლოჯისტიკური მომარაგების მეშვეობით განხორციელდა…
?⚔️უკრაინის არმია შეტევების ტემპს დღითი-დღე ზრდის, აუცილებელია შექმნილი ოკუპანტების შოკური მდგომარეობა უკრიანის არმიამ ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს, თუმცა აუცილებელია გარკვეული რაოდენობით ოპერატიული და მობილური რეზერვები, რათა კონტრშეტევების შედეგად დაკავებული ტერიტორიების სრულიად გაკონტროლება მოახდინონ და შესაბამისად როცა უკრაინის არმიის შეტევით პოტენციალს გარკვეული პერიოდის შემდგომ ამოწურავს თავდაცვითი პლაცდარმები მოაწყონ სანამ ახალი კონტრშეტევები დაიგეგმება, თუმცა იმდენად წარმატებულია უკრაინის არმიის ფართომასშტაბიანი შეტევები რომ შესაძლოა ოკუპანტებს ფრონტის ხაზები სრულიად ჩამოეშალონ.
დიდება გმირებს!”
თეგები: რუსეთ-უკრაინის ომირუსლან შავაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved