• რეკლამა
  • კონტაქტი
14:08, პარასკევი, 23 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

8 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
02:42 09-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
261

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე: 

 

8 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში:

(რუკაზე ხარკივის რაიონში ბალაკლეა-სავინცი და ბალაკლეა-ჰრუშივკას მონაკვეთებია გამოხატული. ყვითელი ფერით 6-7 რიცხვებში ხოლო ლურჯად დღეს გათავისუფლებული ტერიტორიაა.

ლურჯი ისრებით 6-7 რიცხვის უკრაინული შეტევაა; მწვანე ისრებით კი დღევანდელი. წერტილებით ის ტერიტორიებია მონიშნული, რომლის გათავისუფლებაც შეიძლება შედგა, მაგრამ ჯერ არ დადასტურებულა.

შავი წყვეტილი ხაზი – 5 სექტემბრის საბრძოლო მოქმედებების მდგომარეობას ასახავს; ლურჯი – 7 სექტემბრის; მწვანე – 8 სექტემბრის).

– რუსული თავდაცვის ზღუდეები ოკუპირებული ხარკივის (ხარკოვის) რაიონში თითქმის სრულად ჩამოიშალა. 48 საათში უკრაინელებმა 50 კილომეტრით წაიწიეს წინ. დღეს უკრაინულმა არიამ რუსული ნაწილები შევჩენკოვეში მოიმწყვდია და ქალაქის სრული გაწმენდა დაიწყო. ქალაქში რუსულ დანაყოფებში დაბნეულობა და პანიკაა. უკრაინელებმა ქალაქის უბნები ძალიან სწრაფად მოიცვეს და მისი მნიშვნელოვანი ნაწილის დაკავება შეძლეს – ბრძოლა გრძელდება.

უკრაინელთა მეორე ნაწილმა კი ურბანულ სივრცეს გვერდი აუარა და პირდაპირ კუპიანსკისაკენ დაიძრა. ეს უკანასკნელი არამხოლოდ იზიუმის, არამედ მთელი რუსული ჩრდილო-აღმოსავლეთის სამხედრო ნაწილების მომარაგების წყაროა.

გზად რუსული ნაწილები ტყვედ ცვივიან. რუსული არტილერიაც კი რომელიც სამხედროებს ზურგს უნდა უმაგრებდეს უკრაინელ ქვეითთა უშუალო ცეცხლში ექცევა და ნადგურდება. რამდენიმე ერთეული საარტილერიო დანადგარი უკრაინელთა ხელში სრულიად უვნებელი ჩავარდა, ნაწილ მათგანში კი რუსი სამხედროები ისხდნენ – იმდენად მოულოდნელად მოხდა ამ ტერიტორიებზე უკრაინელთა გამოჩენა ვერც კი გააცნობიერეს თუ რა ხდებოდა.

უკრაინელები დიდი რაოდენობით იყვანენ ტყვეებს. იმ ფონზე, რომ ოფიცერთა ნაწილი უბრალოდ გაიქცა ქვეითები ნებდებიან ან ტოვებენ პოზიციებს.

კუპიანსკში რუსული სამხედროების ოჯახებისა და კოლაბორაციონისტების სრული ევაკუაციაა გამოცხადებული.

უკრაინული არმიის სისწრაფე იმითაცაა განპირობებული რომ ისინი გზად ყველა დასახლებას არ იღებენ და ელვისებური დარტყმით ცდილობენ შექმნან ე.წ. Spearhead ანუ გამჭოლი დამრტყმელი ჯგუფი, რის ფონზეც პანიკაში მყოფი რუსული ნაწილები სწრაფად დაიხევენ უკან და პატარა დასახლებებს მიატოვებენ.

– სრულად გაიწმინდა ბალაკლეა. განადგურებულია რუსული სპეციალური რაზმის დანაყოფი და სარეზერვო ნაწილები. დარჩენილმა რუსმა სამხედროებმა თავს გაქცევით იმით უშველეს, რომ სამოქალაქო ტანსაცმელები გადაიცვეს. უკრაინელები კოლაბორაციონისტებსა და ქალაქში ჩარჩენილ რუსულ ზოგიერთ სამხედროს ახლაც ეძებენ. ქალაქის აღმოსავლეთ გარეუბანში კი უკანდახეულ რუსულ ნაწილებს უკრაინული შემტევი ავანგარდი დაედევნა და სავინცის გზაზე მისდევს. უშუალოდ სავინცში კი უკრაინელები რუსულ პოზიციებს სამხრეთიდან ესხმიან თავს. ჯერჯერობით ამ ქალაქის აღება არ დადასტურებულა.

– უკრაინელებმა ფლანგების გამაგრება დაიწყეს და დაიკავეს ივანივკა და ბორშივკა. ფლანგების გამაგრება გამჭოლი შეტევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რათა მტრის მხრიდან მომარაგებისა და ზურგის გადაჭრა არ მოხდეს და ალყა არ შეიქმნას.

– წუხელ რუსეთში, ბელგოროდში მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე განმეორებითი აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ქალაქში დენი გაითიშა. ხმა დაირხა, რომ ამ ფონზე ბელგოროდის მოსახლეობის ნაწილმა ბუნკერების გასუფთავება და ფანჯრებზე დამცავი ხის ფიცრების აკვრა დაიწყო.

– ზაპორიჟიას რაიონში უკრაინელმა პარტიზანებმა ის შტაბი ააფეთქეს, სადაც კოლაბორაციონისტები რეფერენდუმს გეგმავდნენ. ამასთან, მოკლეს მაღალი რანგის კოლაბორაციონისტიც, ვისი ვინაობაც ჯერ კიდევ დაუდგენელია. პარტიზანების სამიზნედ იქცა რუსულ სამხედრო ნაწილებიც.

– ზაპორიჟიას რაიონში, პოლოჰისა და ტოკმაკში, უკრაინულმა არტილერიამ სრულად გაანადგურა ერთი რუსული სამხედრო ბაზა და ერთიც იარაღის საწყობი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

– დღეს ყირიმში საკის ავიაბაზაზე დიდი ხანძარი გაჩნდა. რთული სათქმელია უკრაინული დრონები მოქმედებენ, დივერსანტები თუ დაუდევრობასთან გვაქვს საქმე (უკვე აღარაფერია გამორიცხული), მაგრამ ყირიმში თავმოყრილ რუსულ დანაყოფებს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ.

– ხერსონის მიმართულებით უკრაინელებს ინფორმაცია მაქსიმალურად დაფარული აქვთ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მდინარე დნეპრზე ყველა გადასასვლელი – ხიდი, ბორანი თუ პონტონი – უკრაინული ცეცხლის ქვეშაა და რუსულ არმიას მომარაგების ძალიან დიდი დეფიციტი აქვს შექმნილი. სავარაუდოა, რომ უკრაინული შეტევა ხარკივში ელვისებური დარტყმის ფონზე, ხერსონში უკრაინელები მოწინააღმდეგის უფრო მეთოდურ, აუჩქარებელ მოგუდვას ცდილობენ, თავიანთ რიგებში მაქსიმალურად მცირე დანაკარგებით. ამ ფონზე გამოფიტული რუსული არმია რას მოიმოქმედებს და უკან დახევის შემთხვევაში მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე გადასვლას შეძლებს თუ ვერ, ეს მართლაც გაურკვეველია.

– ნორვეგია უკრაინას გადასცემს 160 AGM-114 Hellfire-ს. აღნიშნული რაკეტა ნებისმიერი ტიპის კარგად შეჯავშნულ სამხედრო საშუალებას ანადგურებს. ომის დროს მას ბუნკერების წინააღმდეგაც კი იყენებენ. AGM-114 Hellfire-ს ამერიკელთა საყვარელ რაკეტას უწოდებენ.

– დღეს კიევში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იყო ჩასული. 600 მილიონ დოლარზე მეტი დამატებითი ამერიკული სამხედრო დახმარება ჩადის უკრაინაში.

 

თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:08 05-22-2025
თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved