• რეკლამა
  • კონტაქტი
10:19, შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იარაღით ემუქრება, ბავშვის სიცოცხლით აშანტაჟებს – რას წერს ნინო დანელია

ალია ავტორი - ალია
14:42 09-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
621

სოციალურ ქსელში მედიამკვლევარი ნინო დანელია ძალადობის ფაქტზე  პოსტს აქვეყნებს:

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო, ბოდიშს გიხდით უცენზურო სიტყვების გამოფენისთვის, მაგრამ საქმე ეხება კონკრეტული ადამიანებისთვის, პირველ რიგში ქალებისა და ბავშვებისთვის საშიშ ადამიანს, მოძალადეს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალი საშინლად სცემეს. მოძალადედ ასახელებდნენ გიორგი ახვლედიანს. ქალმა არ იჩივლა, მისმა თანამშრომლებმა იყოჩაღეს და პოლიციას მიმართეს. ქალს ჰყავს პატარა ბავშვი და ეჭვი მაქვს, რომ მოძალადე სწორედ ბავშვის სიცოცხლით აშანტაჟებს და აიძულებს, რომ ჩუმად იყოს. რა მიჩენს ასეთ ეჭვს? ცოტა ხნის წინ გავიგეთ თავზარდამცემი ამბავი ლიკუნა დილევსკაიას, ახალგაზრდა არაჩვეულებრივი გოგოს გარდაცვალების შესახებ, რომელსაც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რაც საგრძნობლად გააუარესა ქმრის მიერ მასზე წარმოუდგენელმა განმეორებითი ხასიათის ძალადობამ. ლიკასაც სწორედ შვილის და მისი ახლობლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით აშანტაჟებდა და იარაღის შუბლზე მიდებით გაყავდა მშობლების სახლიდან. ლიკუნას ოჯახმა ყველაფერი გააკეთა და გამოსტაცეს დედა-შვილი ხელიდან მოძალადეს. ამასობაში, ახვლედიანის დედა მისი შვილის მსხვერპლ ქალებს ეუბნებოდა, რომ მათ ეს ამბავი არ უნდა გაეხმაურებინათ, რომ ეს ამბავი ყველა ოჯახში ხდებოდა, ტონალური კრემებით აიძულებდა ქალებს სილურჯეები და სისხლჩაქცევები დაეფარათ.

ახვლედიანი უკვე იჯდა ციხეში ყოფილ ცოლზე, ლიკა დილევსკაიაზე ძალადობისთვის, მაგრამ სასჯელი მოიხადა, გამოვიდა და ისევ აგრძელებს ქალებზე ძალადობას და პატარა ბავშვების სიცოცხლით მუქარას. ქვემოთ ვდებ მისი პოსტების სქრინებს, რომელიც მეგობარმა გამომიგზავნა. ემუქრება ჟურნალისტებს, მოწმეებს, ვინც პროკურატურას ჩვენებას აძლევს. სანამ გვიან არ არის, უნდა გავაჩეროთ ეს კაცი და მისი ხელის დამფარებლები (მათ შორის დედა, რომელიც ძალადობის თანამონაწილე და დანაშაულის დამფარავია).

რა ხდება განმეორებითი ძალადობის დროს? როგორ შეგვიძლია არასრულწლოვანების დაცვა მოძალადე მშობლებისგან და ძალადობრივი გარემოსგან? რისი გაკეთება შეიძლება, რომ მორიგი ტრაგედია ავიცილოთ თავიდან?„,- წერს ნინო დანელია.

თეგები: ნინო დანელიაუფლებადამცველებიძალადობაზე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved