• რეკლამა
  • კონტაქტი
09:32, პარასკევი, 9 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,TV25″ დახურვის საფრთხის წინაშეა

ალია ავტორი - ალია
00:00 09-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
449

ტვ25 განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც “ალია” უცვლელად გთავაზობთ:

ტვ 25 აჭარაში  არსებობის  29 წლიან ისტორიას ითვლის. რეგიონის მთავარი არხის ისტორია ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდიდან, 1993 წლიდან იწყება. კრიტიკული და ობიექტური სარედაქციო  პოლიტიკის გამო, მაუწყებელი, მუდმივად იყო სხვადასხვა ხელისუფლებების სამიზნე და არაერთხელ ყოფილა ტვ25-ის დახურვის მცდელობაც. ამის მიუხედავად, მაუწყებელმა პრობლემები გადალახა და დღემდე, ისევ, მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ, დაბალანსებულ და მიუკერძოებელ კონტენტს ქმნის.

თუმცა, ამჯერად, ობიექტური მედიის ფუნქციონირება საფრთხის წინაშე რამდენიმე გარემოებამ დააყენა. ყველა მათგანი კი ფინანსურ კრიზისამდე მიდის. ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ხელისუფლების იგნორი და კრიტიკული აზრის მიმართ ირონიული რიტორიკაა. ამას ემატება აზრტული თამაშების რეკლამირებაზე დაწესებული აკრძალვები, რამაც კომერციულ მაუწყებლებს დიდი დარტყმა მიაყენა.

ტელევიზიებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან, გამოეცალა ფინანსური რესურსი და წაერთვა შემოსავლების უდიდესი ნაწილი. ამ ფონზე, კი, აზარტული თამაშების რეკლამირება შეუზღუდავად გრძელდება ქუჩაში, რაც ამყარებს ეჭვს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად იყო გათვლილი.

 

რეგიონში  კრიტიკული მედიის არსებობა, დემოკრატიისა და საზოგადოებრივი აზრის ბალანსის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი, რომ ამაზე ყველა ერთხმად თანხმდება. მაია მერკვილაძე, რომელიც TV25-ში, წლების განმავლობაში, საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა ამბობს, რომ არხი, აჭარის რეგიონში  ქმნის ამინდს.

მისი თქმით, მაუწყებელი არის ტრიბუნა, რომელიც საზოგადოების ყველა სეგმენტს აძლევს აზრის დაფიქსირების საშუალებას და აწვდის ინფორმაციას დამახინჯებისა და შელამაზების გარეშე. არხი, სადაც ისმის ხალხის ხმა. მერკვილაძის თქმით,  რეგულაციები რომლებიც ბოლო დროს იქნა შემოღებული, სწორედ კრიტიკული აზრის ჩახშობისთვის იყო მიმართული. იგი  მაუწყებლის გადარჩენის გზას საზოგადოების თანადგომაში ხედავს.

 

TV25-ის არსებობის უპირობო მნიშვნელობაზე საუბრობენ, კოალიციაშიც „მედია ადვოკატირებისთვის“. ნათია კაპანაძის თქმით, რეგიონული მაუწყებელი არის საშუალება, რომელიც შანსს აძლევს მაყურებელს მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად ადევნოს თვალი.

და რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებზე არ ფორმულირდება. ტელეარხის გარშემო განვითარებულ პრობლემებში, იგი პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს. მედიაომბუდსმენის თქმით, ხელიუსფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებაში კრიტიკული მედიის მიმართ სანდოობა შეამციროს.

ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე მდგარი ქვეყნის, დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას, რომ კრიტიკული მედია უწყობს ხელს ამაზე ოპოზიციაშიც საუბრობენ. აქ ამბობენ, რომ ქვეყანაში, დიქტატორული რეჟიმის  დამყარების ხელშეშლაში  უდიდესი წვლილი, სწორედ, კრიტიკულ, მედიასაშუალებებს  მიუძღვით.

რაც შეეხება ტვ25-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საფრთხეებს, გიორგი კირთაძე ფაქტს, მმართველ გუნდს უკავშირებს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, ხელისუფლების კონტროლის მექანიზმის გამო, ხშირად შესაძლოა, ბიზნესმა, არხზე რეკლამის განთავსება შემდგომში შევიწროების მიზნით არ განახორციელოს.  ოპოზიციურ ლიდერებს აჭარა ტვ25-ის მაუწყებლობის გარეშე წარმოუდგენლად მიაჩნიათ.

 

ამ ყველაფრის ფონზე, მედიის თავისუფლებაზე ამაყად საუბრობს ხელისუფლება. „ქართული  ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ტიტე აროშიძის შეფასებით, ათეულობით წლის განმავლობაში იყო  მიუკერძოებელი.  თუმცა, ამჯერად, დახურვის საფრთხის წინაშე მდგარ მედიას მენეჯმენტის დარეგულირებისკენ მოუწოდებს და  საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებულ კითხვებს თავს არიდებს.

აროშიძის თქმით, TV25 კერძო მაუწყებლობაა და კონკრეტული კანონი თუ რეგულაცია, რომელიც კომპანიას  ფინანსურ ზარალს მოუტანს,  მოქნილობა ხელმძღვანლობამ უნდა გამოიჩინოს და კრიზისები ეფექტურად მართოს.

 

რეგიონში ობიექტური მედიის არსებობას მიესალმება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმდომარე. დავით გაბაიძე მიიჩნევს, რომ თუ კი რეკლამების აკრძალვა საზოგადოების კეთილდღეობისთვის არაეფექტური აღმოჩნდა და  მხოლოდ, ტელევიზიებს მოუტანა ფინანსური ზარალი, კანონი უნდა გადაიხედოს.  რაც შეეხება ტვ25-ის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას,  გაბაიძის თქმით,  არხს, არსებობისა და თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე დგომის უფლება აქვს.

 

იმისთვის, რომ მუდმივად ისმოდეს ხალხის ხმა. იმისთვის, რომ დაისვას ობიექტური კითხვები რეგიონში არსებულ პრობლემებზე. მოვიპოვოთ პასუხები იმ საკითხებზე, რაც ხალხს აწუხებს,  TV25-ის არსებობა მნიშვნელოვანია. 29 წელი ყოველ დღე მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ შელამაზების გარეშე, მოგიყვეთ, რეგიონსა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-სოციალური მდგომარეობა, აუცილებელია, ხელისუფლების, ოპოზიციის, მესამე სექტორის, ბიზნესის და ერთგული მაყურებლის გვერდში დგომა. გახსოვდეთ, ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის და გვსურს ასე გავაგრძელოთ.

თეგები: ტვ25

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო გამორჩეული მასტერკლასების სერიას სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო გამორჩეული მასტერკლასების სერიას სთავაზობს

13:30 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved