• რეკლამა
  • კონტაქტი
01:08, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის ინფექციურ კლინიკაში მყოფი ორი კრიტიკული პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა

ალია ავტორი - ალია
11:49 04-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

თბილისის ინფექციურ კლინიკაში მყოფი ორი კრიტიკული პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა, შესაბამისად საავადმყოფოს ახლა ერთი კრიტიკული და ორი მძიმე პაციენტი ჰყავს. ამის შესახებ თბილისის ინფექციურ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დღევანდელი მონაცემებით ახალი კორონავირუსის 156 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, გუშინდელთან შედარებით რვა შემთხვევით მეტი.

„რვა ახალი შემთხვევიდან თბილისის ინფექციურ კლინიკაში არც ერთი არ არის. ჩვენ მივიღეთ გუშინ შესაძლო შემთხვევები, ანუ გამოსაკვლევი პაციენტების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც გერმანიიდან ჩამოვიდნენ. მათ დღეს ჩაუტარდებათ ტესტირება და დღის ბოლოსთვის მეცოდინება მათი პასუხები“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მან ინფექციური კლინიკის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.

„ჩვენი პაციენტების მხრივ მდგომარეობა გარკვეულწილად დასტაბილურებულია იმ თვალსაზრისით, რომ გვყავდა კრიტიკული ორი და ახლა ვამბობთ, რომ კრიტიკული  დაგვრჩა ერთი. მეორე კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, ასევე დანარჩენებიც, ანუ ერთი კრიტიკული გვყავს და ოთხი მძიმე პაციენტი, რომლებიც ინტენსიურ მეთვალყურეობას და მკურნალობას საჭიროებენ. ვნახოთ რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება, ამათი მდგომარეობაც დასტაბილურდეს და უკვე პროგნოზირება შესაძლებელი იქნება, რომ მათი გამოჯანმრთელებაც დადგება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, მისი თქმით, თბილისის ინფექციურ კლინიკაში ორი ექიმის გამოკვლევა მოხდა, მაგრამ ორივე ტესტზე ნეგატიური იყო.

ასევე, მარინა ეზუგბაიას თქმით, სტაბილურია ეროვნული ბანკის ინფიცირებული თანამშრომლების მდგომარეობაც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved