• რეკლამა
  • კონტაქტი
20:26, ოთხშაბათი, 21 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„груსული ოცნება ნაწილი პირველი – სკრიპალების საქმე… გაგრძელება იქნება ” – გოგაშვილის მორიგი წერილი

ალია ავტორი - ალია
13:33 09-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,247

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა  საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, აი რას წერს ის:

„груსული ოცნება ნაწილი პირველი – სკრიპალების საქმე.
„ქართული ოცნება“ არ არის პრორუსული ძალა, ის არის რუსული პარტია. რა თქმა უნდა ე.წ. დეპუტატებს ყველას ამას არც ეტყვიან.

ამიტომაც მზად არიან „დაიგინონ“, ამიტომ იმათთვის, ვინც ჯერ ისევ მზად არის „დაიგინოს“. ვურჩევ გაეცნონ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას. ალბათ ყველას გახსოვთ დიდ ბრიტანეთში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სკრიპალების „ნოვიჩოკით“ მოწამვლის ამბავი.

მაშინ მთელი მსოფლიოს ცივილიზებულმა თანამეგობრობამ გადაწყვიტა მკაცრი პასუხი გაეცათ რუსეთისთვის. სოლიდარობის ნიშნად მათ რუსეთის საელჩოებში დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე სპეცაგენტები გააძევეს ქვეყნიდან.

მოლაპარაკებების შედეგად საქართველომაც გადაწყვიტა ე.წ. სოლიდარობის აქციაში ჩართვა. პირადად მე დამევალა სია იმ სპეცაგენტების, რომლებიც მუშაობდნენ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციაში. გავაკეთეთ 10 კაციანი სია, („ფსბ”, „გრუ” და „ევრ”) დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე სპეცაგენტების, რომელიც გადავეცი გომელაურს, რათა გადაეგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროში.

თუმცა, სია გადაიგზავნა შესათანხმებლად ჯერ მოსკოვში. იქიდან გადმოგვცეს მხოლოდ ერთი ქალბატონის მონაცემები, რომელიც ამ სიაში საერთოდ არ იყო. ის მუშაობდა საელჩოში, მაგრამ არ იყო კავშირში სპეცსამსახურებთან და არ ჰქონდა დიპლომატის სტატუსი, იყო რიგითი თანამშრომელი.

ჩვენი გადაგზავნილი სია გაგვიუქმეს, ჩვენმა რუსმა „ქოცებმა“, „შეგვაქეს“ კარგი მუშაობისთვის და გვითხრეს, რომ გაგვეძევებინა ეს ქალბატონი. თავის მხრივ რუსეთმა გამოგვიძევა ნამდვილი დიპლომატი. თქვენი უცხოელი პარტნიორები მიხვდნენ ამ სამარცხვინო ნაბიჯის მიზეზს, მაგრამ ხმამაღლა რეაგირება ბუნებრივია, ამაზე არ მომხდარა. ეს გახლავთ ჩვენი სპეცსამსახურების ოკუპანტ რუსებთან კოლაბორაციის ერთ-ერთი მაგალითი. გაგრძელება იქნება“, – წერს სოსო გოგაშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

თეგები: სოსო გოგაშვილიწერილი ციხიდან

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

11:39 05-21-2025
პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved