• რეკლამა
  • კონტაქტი
14:58, ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღმერთი მოვიდა ამ დაწყევლილ ქარხანაში… ღამის Ძილი დავკარგე, გამთენიისას ჩამეძინა ” – დინა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
21:02 09-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
868

მწერალი დინა მირცხულავა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს ოჯახით და მუშაობს, სოციალურ ქსელში სამუშაო დღის ერთ–ერთ დრამატულ ეპიზოდს აღწერს : 

 

“ნუ მოკლავ ჯაფარას”
***
გუშინ ფერადკანიანი გოგონა მოვიდა ჩვენს ქარხანაში.
გაძვალული და სახის ისეთი გამომეტყველებით, თითქოსდა ეს ესაა რაღაც რთული დაავადება მოირჩინა და ოდნავი შვება იგრძნო.
დიდი, შავი თვალები მიანათა ანიკას და რაღაც ჰკითხა.
ანიკამ ვითომ ვერ გაიგო.
Მერე ონას ჰკითხა, ონამ არც კი შემოხედა.
ფიდანამ ზიზღით ჩაუარა.
-Რა ჯანდაბა ხდება დღეს – ვგრძნობ, როგორ მებრაზება ამათზე და თვალებით ვერონიკას ვეძებ.
ვერონიკა აქაურობის უფროსია და ამდენ ალბანელსა და არაბს შორის, დღეს ეგ ერთადერთი ფრანგია და მეიმედება.
არ არის.
გოგონასთან ახლოს მივედი.
არ ვიცი რა ჰქვია, ტანზე რომ იზელენ იმ სითხეებს, მაგრამ იმ არასასიამოვნო სუნმაც კი ვერ გამაჩერა, ახლოს დავუჯექი და ჩემი დამტვრეული ფრანგულით ვუთხარი, – მკითხე, რაც გინდა.
Შესვენებისა და კვების დრო აინტერესებდა.
Მერე სისემ დაუძახა და ყველაზე რთულ სამუშაო ადგილას, ყველაზე რთულ დანადგართან დააყენა.
პირველი დღეა.
– Ნეტავ, შენი ალაჰი გაგიწყრეს, სისე ! – წყევლით მივედი ჩემს სამუშაო ადგილამდე.
– რა დააშავა ამ გოგომ ? – Ჩემს მეწყვილეს ვეკითხები.
– Რასისტები არიან – ჩუმად მეუბნება.
ვერონიკა ისევ არ ჩანს.
თვალს არ ვაშორებ ფერადკანიან გოგონას. უჭირს, ოფლი გასდის. პირველი დღეა.
ისევ და ისევ – შენი ალაჰი გაგიწყრეს, სისე !
ახალმოსულმა უცებ მიაკივლა და ფეხის თითებზე იტაკა ხელი ვერ დავინახე – რა მოხდა,მაგრამ სისხლი დავინახე.
– გაჩერება არ შეიძლება ! – ბოლო ხმაზე ღრიალებდა სისე.
გოგონას სისხლიან ფეხს კი არავინ იმჩნევდა
– Მე შევუხვევ, უნდა წავიდე !
– ადგილს არ მოშორდე ღრიალს მორჩა და ისე მიბრძანა სისემ.
– ონა, მოდი, შენ მიეხმარე ან ექიმს დაუძახე,
– ექიმი შესვენებაზეა ახლა – მაჯის საათზე დაიხედა ონამ.
– Მაშინ შენ დაეხმარე.
– Მე ხელს ვერ მოვკიდევ, შავია !
იატაკზე დავაფურთხე და ადგილს მოვწყდი.
– ადგილზე დაბრუნდი, დინა.
ვერონიკა იყო, ღმერთი მოვიდა ამ დაწყევლილ ქარხანაში.
უხელთათმანოდ, შიშველი ხელებით გადაუხვია ფეხი, წელზე ხელი შემოხვია და წამოაყენა.
– Ძალიან გტკივა, ჟოზეფინა, ჩემო ძვირფასო ? -ხელს სახეზე უსვამდა.
ვერონიკა ყველას, ყველა ქალს “ჟოზეფინას” ეძახის.
არ ვიცი, რატომ მაგრამ ეს მისი მოფერებაა.
სისეს მსუსბუქად უსაყვედურა, აქ რატომ დააყენეო გამოუცდელი.
-თვითონ ისურვაო -მოიტყუა იმ ნაგავმა.
გონებაში ყველა ფილმი, ყველა წიგნი და ყველა ამბავი ამომიტივტივდა, რაც კი ფერადკანიანებზე მქონდა ნანახი, წაკითხული და გაგონილი.
და ადამიანი შემეზიზღა.
Ჩვენ თითქოს გამოვძვერით გამოქვაბულიდან, მაგრამ მაინც იქ ვართ.
არასოდეს არ მოკვდება ჩვენში მხეცი.
ვერასოდეს ვერ გავხდებით უკეთესები, ვერასოდეს ვერ ავიტანთ იმას, ვინც ჩვენ არ გვგავს.
Საღამოს ყველა მანქანებში გადავნაწილდით სახლში წამოსასვლელად, რადგან ამ დროს ტრანსპორტი აღარ არის.
ჟოზეფინა კი იდგა გარიყული და არავინ ეძახდა.
გამბედაობა მეყო, ხელი მოვკიდე და მანქანისკენ წავიყვანე.
– Მანქანა გყავს, რა კარგია ! – გაუხარდა.
– Მე არა, ანიკას ჰყავს.
– Ჩვენთან ერთად წამოვა – ისეთი სახე მქონდა, ანიკან ვერაფერი შემომბედა.
– ერთი წუთი – მამქანიდან გადმოვიდა ანიკა და სადაც ჟოზეფინა უნდა დანჯდარიყო – ფეხებთან გაზეთი დაუფიუნა,
– Სისხლაინია – ხომ გესმის.
– როგორ მეზიზღები – ღიმილით ვუპასუხე ქართულად.
– შენი არ მესმისო – თქვა და მანქანა დაქოქა.
***
ღამის Ძილი დავკარგე, გამთენიისას ჩამეძინა და მესიზზმრა.
სამუშაომდე მიმაცილებდა ვითომ სისე და
გზაში მიხსნიდა :
– თვითონ ღმერთი ჩამოვიდა შემოწმებაზე და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ დღეს.
ყველა დანადგართან, ყველა კუთხესა და ოთახში ვერონიკა იდგა, ყველაფერს ამოწმებდა და ჟოსეფინას კარნახობდა, ეს უკანასკნელი კი თაბახის ფურცელზე იწერდა.
ვერონიკა იყო ღმერთივით ბევრი და ყველგან.
#დინამირცხულავა
Возможно, это черно-белое изображение (1 человек)
თეგები: დინა მირცხულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved