• რეკლამა
  • კონტაქტი
05:53, ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მთავარი არხის’’ განცხადება არის სრული უნამუსობა და ბოროტება” – ჯავახიშვილის პასუხი არხს

ალია ავტორი - ალია
21:16 09-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,303

ვანო ჯავახიშვილი, მთავარი არხის განცხადებას ეხმაურება და წერს:

“გავეცანი ‘’მთავარი არხის’’ განცხადებას ჩვენი გუნდის წასვლასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე ვფიქრობდი რომ არ იქნებოდა კარგი შიდა ამბების გარეთ გამომზეურება, უბრალოდ ახლა ვთვლით რომ ეს არის ჩვენი გუნდის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა. სიმართლე ის არის, რომ ფინანსური კრიზისის გამო არხზე ჩვენი გადაცემები მართლა დაიხურა (”ვანოს შოუ”, ”ახალი შაბათის შოუ” , ”მთავარი ბიჭები”, ‘’მთავარი გოგოები’’) და არხზე დარჩა ისეთი გადაცემები, რომლებსაც სპონსორები ჰყავდათ . სამი თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აბსოლუტურად უხელფასოდ და ერთი წამითაც არ გაგვიჩერებია ეთერი. ჩემი გუნდის თანამშრომლები ჩაცვივდნენ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, დავალიანება დღემდე დავალიანებად დარჩა, იმის მიუხედავად, რომ არხზე დარჩენილი თანამშრომლები ჩვეულებრივად იღებენ ანაზღაურებას. რაც შეეხება მთავარი არხის შემოთავაზებას, არხმა შემოგვთავაზა შემდეგი: მხოლოდ დარჩენს ‘’ვანოს შოუ’’, ხოლო დანარჩენი გადაცემები დაიხუროს. ეს ნიშნავდა იმას რომ გუნდის 70% სახლში უნდა გაგვეშვა, ის ადამიანები რომლებიც მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში გვერდში გვედგნენ და ბოლომდე მოგვყვებოდნენ. ეს ის თანამშრომლები არიან, რომლებიც არც ერთი წამით არ იხევდნენ უკან, როცა არხს გასაჭირი ქონდა. რა თქმა უნდა ჩვენმა გუნდმა ერთიანობა ამჯობინა და ამიტომ დავთანხმდით ისეთ შემოთავაზებას, რომელიც საშუალებას მოგვცემდა გუნდი მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა. ‘’მთავარი არხის’’ მხრიდან ამ ტიპის განცხადება და ჩვენთვის ზიანის მოყენების მცდელობა, არის პირდაპირ გეტყვით სრული უნამუსობა და ბოროტება. მივმართავ ზემოთხსენებული განცხადების ავტორს: უკადრებელს ნუ კადრულობ ‘’მეგობარო’’
ერთგულებაზე კრიტიკას ვერ მივიღებთ, რადგან ვთვლით რომ ერთგულება უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი.”

“უკეთესი შეთავაზება მიიღეს… ერთადერთი გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც გადაწყვიტა არხიდან წასვლა” – “მთავარი”

თეგები: ვანო ჯავახიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved