საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე:
“ჩემი პოსტი ჯადოქრობის კრიმინალიზაციის შესახებ ზოგმა არასწორად გაიგო.
მე ვთქვი, რომ ბოროტების და თვითგანადგურებისკენ მისწრაფების ის ხარისხი, რომელიც დღეს საქართველოშია, ვერ იხსნება რაციონალური მიზეზებით.
ამას შავი მაგიის ზემოქმედებით თუ ახსნი. ამიტომ მივმართე არაბული სამყაროს, აფრიკის, სამხრეთ ამერიკის და ოკეანიის ქვეყნების მაგალითებს.
სხვათა შორის, აშშ-ს უახლოეს მოკავშირე საუდის არაბეთში ჯადოქრობა სიკვდილით ისჯება.
სხვა თემაა, რამდენად ეფექტურია საკანონმდებლო ნორმებით ბოროტ ჯადოქრებთან ბრძოლა, მაგრამ ერთიც უნდა ვთქვა-თუ სტანდარტული ევროპელი, რუსი თუ ქართველი მოქალაქე ჯადოქრობაზე მოსაუბრეს უყურებს, როგორც შიზოფრენიით შეპყრობილს, მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი-ჩინელები, ინდოელები, აფრიკელები, არაბები თუ სამხრეთ ამერიკელები ადამიანს, რომელიც უარყოფს მაგიის და ჯადოქრობის არსებობას, უყურებენ ანალოგიურად, როგორც გიჟს და ბრიყვს, ვინაიდან ეს მათთვის ეს ყოველდღიური გამოცდილების საკითხია.
ახლა გადავიდეთ მაგალითებზე.
ავიღოთ შალვა ხაჭაპურიძის საკითხი-შალვა მგზნებარედ ებრძოდა სააკაშვილს და მას უჩიოდა ჰააგაში ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისათვის. დღეს ის სააკაშვილის ადვოკატია. აშკარაა, რომ შალვა მოჯადოებულია. საჭიროა გამოლოცვა.
ახლა აკია ბარბაქაძეს შევეხოთ. მან თავისი საჯარო მოღვაწეობა დაიწყო საკან ნომერ ხუთში, სადაც ამხელდა სააკაშვილს სამაჩაბლოს და აფხაზეთის მიზანმიმართულ ჩაბარებაში, ჩართული იყო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში-დღეს კი აცხადებს, რომ მიშა არის 2008 წლის ომის გმირი. აშკარაა , რომ აკია მოჯადოებულია, საჭიროა გამოლოცვა.
გუბაზი აცხადებდა, რომ მიშა ჯალალედინია, დღეს კი მას დავით აღმაშენებლად აცხადებს-აშკარაა, რომ გუბაზი მოჯადოებულია, საჭიროა გამოლოცვა.
მურმან დუმბაძე აცხადებდა, რომ ნაცებზე ხმის მიმცემს ხელი გაუხმებოდა და დღეს გაქანებული ნაცია.
მურმანი მოჯადოებულია-საჭიროა გამოლოცვა.
თაკო და ნახევარი პარლამენტი, მედია და ნჯო სექტორი და მათი მომხრეები? უკრო-იბერები, რომლებსაც ბახმარო უკვე აღებულ ხერსონად მოეჩვენათ და უკრაინის დროშა ააფრიალეს?
რომელი ერთი ჩამოვთვალო-უამრავი მოჯადოებული გვყავს, პირდაპირ ზღაპარში მგონია თავი, არც კი მინდა ვიფიქრო, რომ ეს ყველაფერი ანგარებით ხდება.
ახლა ისმის ლოგიკური კითხვა, ვინ მოვიწვიოთ განსაჯადოებლად-ეროვნული რესურსები აშკარად არ გვყოფნის, ერთი მეფე-ღმერთი-ქრისტე ნარიმან ბაგრატიონი არ ყოფნის ამ საქმეს, ელემენტარულად, ამდენ მოჯადოებულს თავში ვერ ჩაუტყაპუნებს, ფიზიკურად შეუძლებელია, თან ნებით არ მივლენ, ძალით მიყვანის იურიდიული უფლება კი მე არ მაქვს.
ამიტომ საჭიროა კეთილი ჯადოქრების იმპორტი.
როგორც ვიცი, ყველაზე კვალიფიციურები პაპუა-ახალი გვინეელი ჯადოქრები არიან, რომლებსაც ხშირად იწვევენ აფრიკის ქვეყნებიც კი.
და კიდევ.
მიუხედავად იმისა, რომ მე თავისუფალი ფრენის მომხრე ვარ, რაშიც შიზოფრენიის თავისუფლებაც შედის, მიმაჩნია, რომ ალქაჯების რაოდენობამ საშიშ ზღვარს მიაღწია და საჭიროა ამ სფეროს საკანონმდებლო რეგულირება.
სასწრაფოდ გადმოსაღებია სვაზილენდის გამოცდილება, სადაც ალქაჯებს ეკრძალებათ 150 მეტრზე მაღლა ფრენა საავიაციო უსაფრთხოების მიზნით.
იფრინონ ლომჯარიამ და კელიმ ცოტა ქვემოთ, ასე უფრო მშვიდად ვიქნებით.
ხელისუფლებას მოვუწოდებ სერიოზულად მიუდგნენ ამ ინიციატივას, რა დროს ეკონომიკური აღმასვლა და ასეთი მეორეხარისხოვანი საკითხებია, ჯადოებია მოსახსნელი..”
კომენტარები