• რეკლამა
  • კონტაქტი
18:16, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დიახაც, “ოცნებამ” რევოლუციური სიტუაცია ჩამოაყალიბა საქართველოში! – კახა ოქრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:55 08-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
311

პარტია”პროგრესი და თავისუფლების” ლიდერი კახა ოქრიაშვილი ეხმიანება “ოცნებიდან” გასული დეპუტატების  განცხადებას და ამბობს:

“ბატონმა ივანიშვილმა “ყმაწვილების კვარტეტის” მეშვეობით, საზოგადოებას გრძელი ეპისტოლე გამოუგზავნა, სადაც ორი მთავარი გზავნილი იკვეთება:

1.    ამერიკის შეერთებულ შტატები ვერ იტანს სუვერენულ საქართველოს.
2.    ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს საქართველოში რევოლუციის მოწყობას.

პასუხი პირველ გზავნილზე: დღეს საქართველო სუვერენული ქვეყანა არ არის, რადგან ხელისუფლება ხალხს არ ეკუთვნის. ყველაფერი ექვემდებარება ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს, ფსევდო-მეფეს, რომელიც თავის მხრივ, არის რუსეთის ვასალი. 2018 წლის მერე „ოცნების“ ხელისუფლება ყველა არჩევნებს აყალბებს. ბატონმა გოგაშვილმა, მათივე გუნდის წევრმა, რომელიც თავისი გავლენებით პირველ ხუთეულშიც კი შედიოდა, ამხილა არჩევნების გაყალბების ისეთი სისტემა, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, ეუთო-ოდირსაც კი დაუძვრა. აქ სად ხედავთ სუვერენიტეტს?!

დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის ენერგიაში და ჩვენ აუცილებლად, ლეგიტიმურად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს!

რაც შეეხება მეორე მესიჯს, რომ ამერიკის შეერთებულ შტაბებს სურს რევოლუცია საქართველოში – შეგახსენებთ რევოლუციის ფორმულას: როცა ხალხს აღარ სურს ისე ცხოვრება და ხელისუფლებას არ ძალუძს ახლებურად მართოს ქვეყანა. ეს რევოლუციის ძველისძველი ფორმულაა და დიახაც, „ოცნებამ“ რევოლუციური სიტუაცია ჩამოაყალიბა საქართველოში! ჩვენი ქვეყნის 90 %-ს სურს ევროკავშირი, დასავლური ფასეულობები და შემოსავალი, ხელისუფლება კი არის რუსეთის ვასალი, აგინებს დასავლეთს, არ იზიარებს დასავლურ დემოკრატიულ ფასეულობებს, პირდაპირ გადასულია ერთი პიროვნების დიქტატურის მშენებლობაზე და არ ძალუძს უზრუნველყოს ადამიანების შემოსავლების ზრდა. დიახაც, ეს წინააღმდეგობრიობა არის რევოლუციური სიტუაციის წინაპირობა და ეს ფორმულა ხელისუფლების ჩამოყალიბებულია.

დასკვნა: რას ემსახურება ივანიშვილის ეს განცხადება?! – პრაქტიკულად არაფერს. მას ძალიან ეშინია ქართველი ხალხის, რომელიც მოატყუა, ყველა მიმართულებით და ეშინია ამ ხალხის დიდი, მშვიდობიანი პროტესტის”

თეგები: კახა ოქრიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
ახალი ამბები

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

17:45 09-07-2026
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved