• რეკლამა
  • კონტაქტი
21:00, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რასაც მე სოციალურ ქსელებში მაგინებენ – წინაპრებიდან დაწყებული, შთამომავლებით დასრულებული…“ – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:37 08-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
408

ექსპერტი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„პოლიტიკური ნიშნით საზოგადოების დაყოფა, ჩემი პირობითი გაანგარიშებით, დღეს მარტივი ფორმულით აისახება: ყოველ ორ ქ/ოცნების მომხრეზე, მოდის თითო-თითო – ნაცი და “არავისტი”. ჩვენ მშვიდობიანად თანავცხოვრობთ სოციუმში, ჩვენ საერთო საცობები გვაერთიანებს, ჩვენ დავდივართ ერთ მაღაზიებში, კლინიკებში, სტადიონებზე – ჩვენ ვცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენში ჯერ კიდევ შენარჩუნებული ქართველობისა და ქრისტიანული კულტურის ფარგლებში, წითელ ხაზებს არ გადავდივართ.
ჩამიარა სამედიცინო დაწესებულებაში დათო კირკიტაძემ – ვიცანი, მიცნო. ავუარეთ ერთმანეთს გვერდი, მისი არ ვიცი – მე ჩემთვის ჯანმრთელობა ვუსურვე. გამეხარდა, რომ გულწრფელად გამომივიდა. რასაც მე, ჩემს ზურგს უკან, სოციალურ ქსელებში მაგინებენ – წინაპრებიდან დაწყებული, შთამომავლებით დასრულებული, მათთან ერთად ვმოძრაობ რეალურ წუთისოფელში. დარწმუნებული ვარ, იმ ვირტუალურმა მაგინებელმა, შორიდან რომ მიცნოს სადმე “კარფურში”, მოერიდება თავისი ფბ-ს განზრახვების “ლაივში” განხორციელებას.
ოჯახის წევრებთან, სამეგობროსთანაც – დარწმუნებული ვარ იგივე ვითარებაა. გვყოფნის, ჯერ კიდევ გვყოფნის სიბრძნე, ქართველობა და ქრისტიანობა – გამოვიყენოთ რუბიკონების არგადალახვაში. ჩემი ოთხფეხა მეგობრების მსგავსად – ხეობაში გასეირნების შემდეგ, სახლისკენ დაბრუნებულებს, კარებთან არ მისული, ჩემებს სამეზობლოს ძაღლები ხვდებიან – ყნოსავენ ერთმანეთს, ეფერებიან, თამაშობენ, ურთიერთობენ. მაგრამ! როგორც კი საკუთარ დაცულ ტერიტორიაზე შევლენ – გამყოფ ღობესთან ისეთი ყეფა იწყება, ფბ-ზე რომ გვაქვს ხოლმე.
ასე რომ…მთლად ისეთი “დეპოლარიზაციაც” არ გვჭირს ალბათ, ბოლშევიკურ რუსეთში “წითლებსა” და “თეთრებს” რომ ჰქონდათ ერთმანეთთან, თუმცა ეს ფაზაც გავლილი გვაქვს ჩვენს უახლოეს ისტორიაში – უბრალოდ რაიმე საბედისწერო შეცდომების განმეორებისაგან გვაშოროს უფალმა. ანუ, ფბ-ზე მაგინეთ, არაა პრობლემა…“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
ახალი ამბები

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

17:45 09-07-2026
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved