• რეკლამა
  • კონტაქტი
21:25, ორშაბათი, 27 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პროვოკაცია იყო ჩაფიქრებული” – რა სქრინებს ავრცელებს სოფო ხალვაში

ალია ავტორი - ალია
19:06 08-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,397

ბათუმის მერიის თანამშრომელი, მომღერალი სოფო ხალვაში, აქვეყნებს სქრინებს და წერს:

“ძვირფასო მეგობრებო!

ბოლო 2 დღეა ჩემს სახელთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს ბინძური კამპანია. TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი გავიდა სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე ხელს ვუშლი უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ბათუმში, ვკრძალავ ომის ხსენებას ღონისძიებაზე. გამოქვეყნდა ჩემი მიმოწერა ღონისძიების ორგანიზატორებთან, რომელიც რა თქმა უნდა კონტექსტიდან არის ამოვარდნილი და მხოლოდ ის ფრაზებია წარმოჩენილი, რომლებიც საზოგადოებას შეუქმნის ილუზიას, თითქოს მე წინააღმდეგი ვარ დავეხმარო უკრაინელი ხალხისთვის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნაში.

ძალიან ცუდია, რომ ამ ცალმხრივად გავრცელებული დეზინფორმაციის გამო ჟურნალისტებმა და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ყოველგვარი ეთიკის უგულებელყოფით ხმამაღლა გამომაცხადეს ჩემი ქვეყნის მოღალატედ!

გავრცელდა უამრავი პოსტი, სადაც ჩემი სახელთან მიმართებაში დაუსაბუთებელი ბრალდებებია წამოყენებული.
Tea Adeishvili Nanuka Zhorzholiani კეთდება უხამსი და ყოვლად გაუმართლებელი კომენტარები.

ჩვენს საზოგადოებას ეს სჩვევია და სამწუხაროდ მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი ვინც, მსგავსი პროვოკაციის გამო უსამართლოდ იქნა გაკიცხული, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე და მეტიც, შეიქმნას პრეცედენტი, როცა დეზინფორმაციის გამავრცელებლებს პასუხს მოვთხოვთ მათ საქციელზე!

უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვილ ღონისძებასთან დაკავშირებით წერილი მერიაში შემოვიდა 8აგვისტოს, სადაც საუბარი იყო ჩვენი მხრიდან კონცერტის გაკეთებაზე, ანუ შემსრულებლები კონცერტს საწყის ეტაპზე არ ჰყავდა. ამის შემდეგ დამირეკა გიორგი კირთაძემ ნაციონალური მოძრაობიდან და მთხოვა შევხვედროდი ორგანიზატორებს. შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ მოიყვანდნენ 14 შემსრულებელს და ასევე გაუშვებდნენ 4-5 ვიდეო მიმართვას, რაზეც ასევე შევთანხმდით.
მალე კვლავ შეიცვალა პირობები და აღმოჩნდა რომ კონცერტის მსვლელობისას შემსრულებლებზე მეტი ოდენობის ვიდეო მიმართვა იყო დაგეგმილი, მათ შორის არა მხოლოდ ომის თემატიკაზე. ამასთან დაკავშირებით იქვე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ კონცერტი რა თქმა უნდა ისე ვერ ჩაივლიდა რომ ომი არ ხსენებულიყო.. რადგან ომია! და ეს მე ძალიან კარგად ვიცი!

შევთანხმდით ასევე ტექსტზე რომელიც წამყვანებს უნდა გაეჟღერებინათ (აქვე ქვემოთ გიზიარებთ მათ მიერ მოწოდებულ ტექსტს, რომელიც ჩემ მიერ იქნა დადასტურებული)

TV 1-ის სიუჟეტში ჟურნალისტი მაქსიმალურად ცდილობს დააფიქსიროს, რომ მე სოფო ხალვაში, ომის ხსენების წინააღმდეგი ვარ და მიუხედავად იმისა რომ ღონისძიების ორგანიზატორი ცხადად უარყოფს ამას.

სამწუხაროდ ამ ფაქტის ინტერპრეტაცია სწორედ ისე მოხდა, როგორც პროვოკაციის ავტორებს ჰქონდათ ჩაფიქრებული, რასაც ადასტურებს ამ თემისადმი და ჩემდამი მიძღვნილი პოსტები და კომენტარები.

აქვე, საჭიროდ ვთვლი გაგიზიაროთ მიმოწერა, საიდანაც კარგად ჩანს, რომ კონცერტის ორგანიზებაზე თანხმობაა გაცემული და საუბარია მხოლოდ ფორმატზე, რადგან კონცერტისთვის სცენაა საჭირო, ხოლო მიმართვების და განცხადებების გაკეთებას არ სჭირდება სცენა, რადგან ეს შეიძლება ნებისმიერ ადგილას გაკეთდეს.

ძვირფასო საზოგადოებავ!
ძვირფასო ჟურნალისტებო!
დღეს თოთოულ ჩვენგანს გვტკივა ის ვითარება, რომელიც უკრაინაშია!
თითოეული ჩვენგანი ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და მე, როგორც რიგითი მოქალაქე არაერთხელ ვყოფილვა იმ აქტივობების მხარდამჭერი, რომელიც უკრაინელი, თუ ქართველი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას ეძღვნება!
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე არაერთი კონცეტრის ორგანიზებისთვის შემიწყვია ხელი, მათ შორის, სწორედ მე გახლდით სულ ახლახან სასტურმრო ,,მერიდიანში“ გამართული, უკარინელი ხალხისთვის მიძღვნილი კონცერტის მხარდამჭერი, სადაც ქართველ შემსრულებლებთან ერთად, უკრაინელი შემსრულებელიც იღებდა მონაწილეობას.
სამწუხაროა, რომ დღეს არ ხდება ინფორმაციის გადამოწმება და ,,სიტყვის თავისუფლება’’ – ,, ყველაფრის უფლებად’’ არის აღქმული!

იქნებ იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რომ მთავარ ომს ჩვენ თავადვე ვუცხადებთ ერთმანეთს,
როცა ამხელა სიძულვილის გამოვლენა შეგვიძლია!
როცა შეგვიძლია, რომ ასე დაუნდობლად, ასე განუსჯელად დავადანაშაულოთ ადამიანები!
როცა არ გვაინტერესებს სიმართლე და უპირობოდ ვიჯერებთ ყოველგვარ ცილისწამებას!

მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარს ჩემი ქალაქი და მიყვარს ადამიანები.
მთელი ჩემი საქმიანობა სწორედ ამ სიყვარულის ასახვა და მტკიცებულებაა..

მთელი გულით ვულოცავ უკრაინას და უკრაინელ მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ იცხოვრონ მშვიდობიან, აყვავებულ ქვეყანაში, სადაც თითოეული ბავშვი, თითოეული ადამიანი ბედნიერი და თავისუფალი იქნება!

 

თეგები: ბათუმის მერიასოფო ხალვაში

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

13:50 07-27-2026
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved