• რეკლამა
  • კონტაქტი
17:38, პარასკევი, 11 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნამახვანჰესი რომ არ ააშენებინეს, აქაოდა, ტყეს არ მივცემთ 49 წლით სხვასო, ახლა მისაცემიც არაფერი დარჩება – ეს ყველაფერი სექტემბრისთვის ერთ-ერთი მინისტრის პორტფელს შეიწირავს“

ალია ავტორი - ალია
17:44 08-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,675

ანი დვალიშვილი

ვერ გეტყვით, ვინ და რატომ გადაწყვიტა, მაგრამ ფაქტია – 90-მილიონიან ირანში საქართველოდან ყველაზე მეტი ხე-ტყე შედის. თუ გახსოვთ, ერთი პერიოდი, საქართველოს მთელი სპილენძი და ალუმინი თურქეთში რომ გავზიდეთ და საბოლოოდ, ისეთი დეფიციტი დაგვიდგა, რომ საყდრისის საბადოს იმედად დავრჩით, საიდანაც ძირითადად სწორედ სპილენძი ამოდის (და არა ოქრო) და მას ვყიდით, სანაცვლოდ კი… სანაცვლოდ, იმავე თურქეთიდან შემოტანილი მავთულით კეთდება საქართველოში, პრაქტიკულად, ყველაფერი. ვიღაცას შესაძლოა სპილენძის გატანა სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ 44 მილიონი დოლარის გავიდა წელს და ერთი ამდენი კიდევ გავა. ამ ყველაფერს კი იმიტომ გიყვებით, რომ საქართველოდან ირანში ძალიან, ძალიან დიდი რაოდენობით ხე-ტყე იგზავნება. არ აქვს მნიშვნელობა, ხის მასალა გამომშრალია თუ ნედლი, მთავარია, მოჭრილი და დახერხილი იყოს და მიაქვთ ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლება და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მიმართულებით, ისეთი ჭრა-ხერხვაა გაჩაღებული, არცერთ დამპყრობელს რომ არ უქნია.

„პრაქტიკულად, ყოველ კვირა ცხადდება ახალი აუქციონები ტყის ჭრაზე, იგებენ კონკრეტული პირები, მაგრამ რეალურად, მთელი ამ ბიზნესის უკან, ერთადერთი კაცი დგას. რატომ არ გეუბნებით მის სახელს? მეშინია და იმიტომ, ყველამ იცის, სხვას ჰკითხეთ“,-გვითხრა ადგილობრივმა და ისიც დააყოლა, ზემოდან რომ გადაუფრინოთ ტყეებს, შუაგულ, გაუვალ ადგილებში, მინდვრებია გაკეთებული, იმდენი ხე მოიჭრაო.

გავარკვიეთ კუბური მეტრის ფასიც – 500 დოლარი ადგილზე და ტრანსპორტირებაც დამკვეთისაა, ანუ მთავარია ხის მასალა იყოს და 500 დოლარს უპრობლემოდ იხდის ყველა, მაგრამ ყველას არ აძლევენ, კონკრეტული პირის ნებართვა გჭირდებათო, მაგრამ ამ კონკრეტული პირის საკონტაქტო ნომერი არავინ მოგვცა. საუბარი ყოველდღიურად რამდენიმე მილიონ დოლარზეა (და არა ლარზე), თუმცა ტყის მჭრელებიც აღიარებენ, რომ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ამ ტემპებით 2 წელიწადში მივალთ. სამასალე ხეს ვინ ჩივის, 2 წელიწდში რეგიონს შეშის პრობლემა დაუდგება, თუმცა…

„მუშებს დღეში 150-დან 200 ლარამდე უხდიან და საზღვარგარეთ წასვლას და მუშაობას, აქ ურჩევნიათ. ისინი თუ უარს იტყვიან, სხვას ნახავენ, ბოლოს და ბოლოს, ისევ იმ ირანელებს ამოიყვანენ და იმათ ამუშავებენ. ნამახვანჰესი რომ არ ააშენებინეს, აქაოდა, ტყეს არ მივცემთ 49 წლით სხვასო, ახლა მისაცემიც არაფერი დარჩება“,-ესეც ადგილობრივებმა გვითხრეს. თამამად ვამბობთ, რომ აღნიშნული სიტუაციის შესახებ, მთავრობის აბსოლუტურად ყველა წევრმა იცის და თუ გაიგებთ, რომ რომელიმემ გააპროტესტა, ჩვენც გვითხარით. ჰო, ეს ყველაფერი სექტემბრისთვის ერთ-ერთი მინისტრის პორტფელს რომ შეიწირავს, დანარჩენი მერე ვთქვათ და ამ მინისტრს იმიტომ კი არ მოხსნიან, რომ ხელისუფლების აზრით რამეს აშავებს, უბრალოდ ჩათვლიან, რომ მან საკმარისზე მეტი იშოვა და ეყოფა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved