• რეკლამა
  • კონტაქტი
18:17, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზოგ­მა დაწერა, ნა­ნი­კომ მამა გა­და­აგ­დო… ყვე­ლა­ზე მძი­მე ისაა, რომ ვიცი, მამა იქ და­ას­რუ­ლებს სი­ცო­ცხლეს” – ნანიკო ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
16:10 08-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,036

დაახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე წერდა, რომ 81 წლის მა­მას, მეც­ნი­ერ დათო ხა­ზა­რა­ძეს აქვს დე­მენ­ცია, რო­მე­ლიც მწვა­ვე ფორ­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს – ავად­მყოფს დრო, სივ­რცე, გა­რე­მო აქვს არე­უ­ლი და ამ და­ა­ვა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი ქცე­ვა, უპირ­ვე­ლე­სად მი­სი­ვე ჯან­მრთე­ლო­ბას უქ­მნი­და საფრ­თხეს. ტე­ლე­წამ­ყვან­მა მა­მის სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლში მიყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა, ამის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ის მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა.

მძი­მე პე­რი­ოდს ნა­ნი­კო “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან” იხ­სე­ნებს:

“ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მარ­ტი­ვი არ იყო, აგო­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ რა­ღაც უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ამის შემ­დეგ დავ­წე­რე ვრცე­ლი პოს­ტი და ამას მოჰ­ყვა სა­ში­ნე­ლი ტალ­ღა ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბის. ზოგ­მა ჩემი ფოტო გა­მო­დო წარ­წე­რით, რომ ნა­ნი­კომ მამა გა­და­აგ­დო, ჩა­ა­ბა­რა, ჩვენ წა­მო­ვიყ­ვანთ მას და არ და­ვუ­ტო­ვებ­თო. ამის შემ­დეგ მივ­მარ­თე სო­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტოს და მო­მა­ნი­ჭეს მხარ­დამ­ჭე­რის სტა­ტუ­სი, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ მე მა­მას ვე­ღა­რა­ვინ წა­მარ­თმევ­და.

გა­ვი­და დრო და მივ­ხვდი, რომ მა­მას­თან ერ­თად პან­სი­ო­ნატ­ში ზუს­ტად იმ ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვე­ბი იყ­ვნენ, ვინც მე მლან­ძღავ­დნენ. ახ­ლაც ვთვლი, რომ ძა­ლი­ან სწო­რედ მო­ვი­ქე­ცი. ხელ­მე­ო­რედ რომ ეს ვი­თა­რე­ბა გაჩ­ნდეს, მე ისევ ასე მო­ვიქ­ცე­ვი.

მამა ნელ-ნელა დამ­ძიმ­და, მომ­ვლე­ლი კი ჰყავ­და, ვცდი­ლობ­დით კომ­ფორ­ტუ­ლად ეცხოვ­რა, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და. გა­უ­საძ­ლი­სი იყო მარ­თლა ყოფა. სახ­ლი­დან ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­ტა­ნე, რაც მა­მას­თვის სა­ში­ში იყო. ბო­ლოს გა­სა­ღე­ბიც წა­ვარ­თვი და გა­მოვ­კე­ტე ადა­მი­ა­ნი. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე იყო. ამ დროს მე და­ვი­წყე ძებ­ნა ამ ტი­პის სახ­ლე­ბის. ჩვენ მდი­და­რი ფან­ტა­ზია გვაქვს და ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნე­ბი არის ის, რაც ვი­ცით. მე ასეთ სახ­ლებ­ში ბევ­რად კარგ პი­რო­ბებს ვე­ლო­დი. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ამ პი­რო­ბებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. თუმ­ცა ძა­ლი­ან კარგ სახ­ლშია მამა, მაგ­რამ მე მა­ინც სხვა წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე.

რო­დე­საც მი­ვიყ­ვა­ნე, დამ­ძა­ბა იმ გა­რე­მომ რაც დამ­ხვდა. ძა­ლი­ან კარ­გად მი­ი­ღეს მამა და იქ ის ძა­ლი­ან დამ­შვიდ­და. იქი­დან არც ერთხელ არ გაქ­ცე­უ­ლა და მივ­ხვდი, რომ ეს ის არის, სა­დაც არის მამა. ყვე­ლა­ზე მძი­მე არის ის, რომ მე ვიცი, მამა იქ და­ას­რუ­ლებს სი­ცო­ცხლეს.

როცა მამა იქ წა­ვიყ­ვა­ნე, თა­ვი­დან ერთი კვი­რა, ვე­რა­ფერს ვგრძნობ­დი. ჩემი ტე­ლე­ფო­ნი გა­ჩერ­და ანუ დღე­ში ათა­სი ზარი არ შე­მო­დი­ო­და, რო­მე­ლიც მთხოვ­და, გა­ხა­რია გა­მეყ­ვა­ნა სახ­ლი­დან, ან მებ­ნე­ბო­და, რომ ია ფა­რუ­ლა­ვა იყო სახ­ლში, რად­გან მას ტე­ლე­ვი­ზი­ით ხე­დავ­და და ასე შემ­დეგ… შემ­დეგ იყო ის, რომ იმოქ­მე­და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა აზ­რმა. ჩემს შეგ­რძნე­ბებ­ზე ეს მა­ინც მოქ­მე­დებ­და. ახ­ლაც ძა­ლი­ან მი­ჭირს იმა­ზე ფიქ­რი, რომ ვიცი, მა­მამ იქ უნდა და­ას­რუ­ლოს სი­ცო­ცხლე. “

თეგები: ნანიკო ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved