• რეკლამა
  • კონტაქტი
13:22, ორშაბათი, 11 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ბოდიშს გიხდით, ჩვენ ჯერ ვერ მოვკვდით სამშობლოსათვის, მაგრამ აუცილებლად მოვკვდებითო…” – ირმა ინაშვილის ემოციური პოსტი აფხაზეთის ომზე

ალია ავტორი - ალია
10:48 08-15-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
956

14 აგვისტოს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

“30 წლის წინ 22 წლის ვიყავი. 30 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო და წავედი. მთელი დღეა ვფიქრობ ადამიანებზე, ვინც ამ ომმა წამართვა და მთელი დღეა მახსენდება ჩვენი საშკა იოსელიანის სიტყვები… ტელევიზიაში გამართული ერთ-ერთი თათბირიდან:

“ბოდიშს გიხდით, ჩვენ ჯერ ვერ მოვკვდით სამშობლოსათვის, მაგრამ აუცილებლად მოვკვდებითო”… ერთი თვე გავიდა და საშკა გმირულად წავიდა.

მთელი დღეა იმ ადამიანებზეც ვფიქრობ, ცხოვრებაში საკუთარი ქვეყნისთვის არაფერი, საერთოდ არაფერი რომ არ გაუკეთებიათ, გარდა სხვების ლანძღვა-გინებისა. სამაგიეროდ, მუდმივად თქვენი ქმედებების რევიზიით არიან დაკავებულნი. ეს ის ხალხია, შენ რომ სამშობლოს შეეწირები და თავად, სამზარეულოში მოკალათებულნი, “ფეისბუქზე” მაინც კრიტიკულ და მწარე სტატუსს რომ მოგიძღვნიან: “რაღაცა კარგად ვერ შეეწირა ქვეყანასო”.

იმათზე აღარაფერს ვამბობ, ყავის წრუპვის გარდა, სხვა მიღწევა რომ არ ჰქონიათ საკუთარ, მოწყენილ ცხოვრებაში და ნახევარ ქვეყანას აგენტს და მოღალატეს რომ ეძახიან. ამისთანებს ჯერ ჭუბერზე ბალახის ფესვი და მიწა უნდა აჭამო და მერე ათობით კილომეტრი თოვლსა და ყინულში ფეხით უნდა ატარო.

30 წლის წინ 22 წლის ვიყავი, ახლა 52- ის ვარ. ვისაც ომი გავლილი აქვს, იცოდეთ: იმას აღარც არაფრის ეშინია. შიში მოკლა. იმას მშვიდობა უნდა”, – წერს ირმა ინაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved