• რეკლამა
  • კონტაქტი
13:22, ორშაბათი, 11 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსი ქალი ყელში მწვდა, ჩემს დაქალს ხელი ჰკრა… პოლიციაში გვითხრეს, ხვალ მივალთ, გვიანია და ეძინებათო” – ლიზა ბუცხრიკიძე

ალია ავტორი - ალია
17:16 08-14-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,537

მოქალაქე ლიზა ბუცხრიკიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ბათუმში, რუსეთის მოქალაქემ მას და მის მეგობარს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც ბუცხრიკიძე წერს, 60 წლამდე ასაკის რუსი ქალი იმის გამო დაუპირისპირდათ, რომ ლიფტში მათი შესვლა “არ ესიამოვნა”.

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციას მიმართა, თუმცა სამართალდამცავ უწყებას ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია.

“იყიდება საქართველო:

გიყვებით ამბავს, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოთ,კიდე ერთხელ რო დარწმუნდეთ, თუ სად ვცხოვრობთ.

მე და ჩემი დაქალები ბათუმში ვისვენებდით, 4 აგვისტოს ჩავედით და 11 ში უკან დავბრუნდით. წამოსვლის წინა დღეს, ანუ 10 აგვისტოს მე და ვეკო ლობჟანიძე ბულვარიდან ავდიოდით სახლში. ლიფტებს ეყენათ ჩიპები, რაც ჩვენ არ გვქონდა, ვინაიდან მეპატრონემ არ მოგვცა. თუ გაგვიმართლებდა და ვინმე დაგვხვდებოდა სადარბაზოსთან, მივყვებოდით თუ არადა ფეხით ავდიოდით მეექვსე სართულზე. “გაგვიმართლა” და ამჯერად დაგვხვდნენ ლიფტთან და შევედით ლიფტში მე, ვეკო, ორი ქალბატონი, მამაკაცი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ლიფტი იტევს 10 კაცს. 60 წლამდე ქალბატონმა რომ დაგვინახა მათთან ერთად ვიდექით ლიფტში, რუსულად დაგვიწყო მოწოდება იმის, რომ გავსულიყავით, რადგან პირველი ისინი შემოვიდნენ, ჩვენ ქართულად ვეუბნებით, რომ არსად არ გავალთ, რადგან ადგილი კიდევ არის და ჩვეულებრივად ავალთ, ეს ქალი 10 წუთის განმავლობაში გვეუბნებოდა, რომ გავსულიყავით, გვლანძღავდა, გვაგინებდა, როგორც რუსულად ისე ქართულად. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ხო არ ავიწყდებოდა ვის ქვეყანაში იყო, გვეუბნებოდა რომ რუსულად გველაპარაკა, ვუთხარი რომ სუ რო რუსული მცოდნოდა მაინც არ დაველაპარაკებოდი. საბოლოოდ ლიფტიდან გამოვედით მივაძახეთ ,,პუტინ ხუილო”, რაზეც გამოვარდა მე ყელში მწვდა, ჩემს დაქალს ხელი ჰკრა, გვაგინა და გაგვლანძღა ორივე ენაზე, ბოლოს მასთან მყოფმა მამაკაცმა ლიფტში შეიყვანა.

რაც საწყენია, ქართველები იდგნენ კარს მიღმა სეირს უყურებდნენ და ერთობოდნენ.
10-ის 26 წუთზე დავრეკე პოლიციაში, მოვუყევი ყველაფერი,11-ს რომ 20 აკლდა მოვიდნენ, წაგვიყვანეს ბათუმის N1განყოფილებაში, სადაც ისე დაგვხვდნენ თითქოს საქართველო მართლა მხოლოდ ჩემი იყო. 2 საათნახევრის განმავლობაში ვიყავით დაკითხვაზე, ისიც კი მკითხეს მარჯვენა ხელით მომიჭირა ყელში თუ მარცხენა, რაც რა თქმა უნდა, არ მახსოვდა იმდენად მოულოდნელი იყო ყველაფერი.

გვითხრეს, რომ უნდა ამოგვეცნო ეს რუსი ქალი, კი ბატონო 19382828 კაცში გავარჩევდი, ვუთხარი ეხლავე მიდით თქო და არა, ეხლა გვიანია ეძინებათ ალბათო.

ხვალ დილის 11 საათზე მოგაკითხავთ ამოცნობაზე მოგიყვანთო მზად იყავითო მაგ დროსო. 11 საათზე ჩაცმულ-დახურული ველოდეთ, საბოლოოდ მე დავრეკე აღარ მოდიხართ თქო და პასუხი იყო გავარკვევ დაგირეკავთო.

მესამე დღეა ველოდებით.

ბათუმის N1 განყოფილება, ხელმძღვანელი: გიორგი მაჭარაშვილი.
ეს ქვეყანა რუსების არ უნდა იყოს! პოლიციას არ უნდა ადარდებდეს რუსი გაიღვიძებს თუ არა.
ჩემს ქვეყანაში ჩემს უფლებებს არ იცავენ, იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა რუსმა იყიდა.

იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით. ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.

იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.
იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე.
ნიკო ლორთქიფანიძე თურმე დღევანდელ საქართველოზე წერდა”, – წერს ლიზა ბუცხრიკიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved