• რეკლამა
  • კონტაქტი
18:18, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,დაჯექი მელია, ორიანი” – რას პასუხობს დავით ქართველიშვილი ნიკა მელიას

ალია ავტორი - ალია
14:20 08-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,924

ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნიკა მელიას პოსტს ეხმაურება:

,,ნიკანორ, შენი შეკითხვა შემხვდა ფბ-ს სივრცეში: “რატომ ვეძახით უსამშობლოებს?” – მეგონა შენს პარტიაზე იყო დასმული, თურმე ოცნებას ეხებოდა. მივხვდი, რომ მერამდენედ აგეწვა ეს თემა, რამეთუ ამ კომპლექსების რეციდივის უტყუარი ნიშანია, ის 180-გრადუსიანი რეალობის გამრუდება, როდესაც ისეთ პოზიციებში გადადიხართ შეტევაზე, რომლებიც იმდენად ღრმად გაქვთ…რომ ამოღებას აღარ ექვემდებარება. შენი ყოფილი ლექტორის სტატუსში, ვეცდები აგიხსნა – თუმცა, წინასწარ ვიცი, რომ უშედეგოდ…

❓ ოცნებამ “უარი თქვა სამშობლოზე” – პასუხი არასწორია. სამშობლოზე უარი 2008 წლის 5-დან 13 აგვისტომდე შენმა მეგობრებმა თქვეს, წითელ ხიდსა და თბილისის აეროპორტში. სიას თუ გინდა პირადში გამოგიგზავნი. სამშობლოსა და მოქალაქეობაზე შენმა ბელადმა თქვა უარი – იმ ბელადმა, დღეს საქართველოს შესახებ გაგონებაც რომ აღარ უნდა

❓ “კოლაბორაციაში შევიდნენ ოკუპანტთან” – დაჯექი მელია, ორიანი. კოლაბორაციაში ოკუპანტთან თქვენი ყოფილი გუბერნატორი გოროზია შევიდა, გენერალ ბორისოვის პირადი მძღოლი. კოლაბორაცია ჰქვია КГБ-ს გენერლის ლევონ სტეფანიანის დაქვემდებარებაში ალეკო ხეთაგურის მამის და გიგა ბოკერიას სიდედრის სამუშაოდ მოწყობა. კოლაბორაცია ჰქვია – საქართველოს სტრატეგიული წიაღისეული, სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტების გადაცემა ოკუპანტისთვის ერთი თავდაცვითი გასროლის გარეშე. ხოლო ცინიზმი და ღალატი ჰქვია 9 აპრილს რუსი ტურისტების ლარსზე ღვინით გამასპინძლება, რაც შენმა უსამშობლო ბელადმა გვაკადრა 2012 წელს

❓”პუტინის მეზარბაზნეები კი არ არიან, თავად არიან პუტინის ზარბაზნები” – არა მხოლოდ ორიანი, მელიავ – მშობელთან ერთად მოხვალ. ოღონდ ზეპირად მომიყვებით თქვენი ბელადის თითოეულ სახოტბე ციტატას პუტინის მისამართით და ამას მოაყოლებთ სიას, რა ოდენობის საჩუქრები გადაეცით პუტინს თქვენთვის ესოდენ უცხო და ამოუცნობი სამშობლოს სხეულიდან

❓”ოცნება უსამართლოა” – ნაცების სამართალში ორიანსაც ვერ გიწერ ნიკანორ. გაგაგდებდი უშიშროების აკადემიიდან, მაგრამ ამასაც ვერ ვახერხებ. პატრუშევისა და პუტინის დავალებით თქვენ ეს აკადემია დახურეთ, ისევე როგორც თავდაცვის სამინისტროს მოუსპეთ სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი და ბევრი სხვა, თქვენთვის და პუტინისთვის საშიში და უხერხული მიმართულებები. რამეთუ აგვისტოსთვის ემზადებოდით ტანდემში – პუტინისთვის საქართველოს ტერიტორიები და მისი ეკონომიკა უნდა ჩაგებარებინათ, ხოლო თქვენ ამ ომით, კეზერას მიერ იარაღის უკანონო გაყიდვებით ნაშოვნი მილიარდები უნდა ჩამოგეწერათ და გაგეთეთრებინათ

❓”ასე მოქცევას წინ უსწრებს სამშობლოზე უარის თქმა. ამდენად ვინც ასე იქცევა უკვე უსამშობლოა” – ეს გრამატიკულად და შინაარსობრივად გამართული წინადადება შენ კვლავ ოცნებას გინდა მიაკერო. შანსი გაქვს ჩემი “რკინაბეტონის” არგუმენტების წინაშე, შენივე დაწერილი ეს წინადადება საკუთარ პარტიაზე გაავრცელო. ამ შემთხვევაში – ჩვეულებისამებრ, სამიანს მაინც დაგიწერდი…

თეგები: დავით ქართველიშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved