• რეკლამა
  • კონტაქტი
18:23, ორშაბათი, 11 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ვიდეო გამოდგება კარგ შეგონებად” – რა ვიდეოს ავრცელებს ზურაბ ქადაგიძე

ალია ავტორი - ალია
20:48 08-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,337
ზურაბ ქადაგიძე:
“კარგად გვესმის, რატომ არ სურს „ქართულ ოცნებას“ საელჩოსთვის ბოლომდე ნიღბის ჩამოხსნა. ისინი ფიქრობენ, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, საელჩოს მეორე ფრონტის ინტერესი გაუქრება და საქართველოსა და მისი მოქმედი ხელისუფლების მიმართ მისი მიდგომაც შეიცვლება. ამიტომ, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას სამომავლოდ რომ გაუფრთხილდეს, სიმართლე გარეთ არ გამოაქვს. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ისიც უნდა გაიაზროს, რომ საზოგადოება სიმართლეს ახლა თუ არ გაიგებს, შემდეგ მისი გაგება შეიძლება ძალიან გვიანი იყოს. შესაბამისად, ჩვენ კვლავაც ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, რომ საზოგადოებას ფართოდ უნდა ვუთხრათ სიმართლე პოლიტიკის კულისებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საზოგადოებისთვის სათქმელი კიდევ ბევრი დაგვრჩა და ამ სათქმელს აუცილებლად ვიტყვით, როდესაც ამის დრო დადგება”-ეს იმ ვრცელი განცხადების ნაწილია,რაც ოცნებიდან გასულმა დეპუტატებმა გააკეთეს.
ძალიან ვრცელი წერილია რომლიდანაც ირკვევა,რომ კულისებში იმაზე მეტი პოლიტ-მანიპულაციებია, ვიდრე საზოგადოებას წარმოუდგენია და ეს აქტუალური საკითხი კონკრეტულ “რუსულ-უკრაინულ” კონფლიქტს სცდება და პირდაპირ ეხება საქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციას…
მიშელის დოკუმენტი, რურუა-უგულავას გათავისუფლება, საარჩევნო ბარიერი და 43% იანი მხარდაჭერა სარეფერენდუმოდ ერთი შეხედვით თითქოს პოლარიზაციის დაწევას ემსახურებოდა,თუმცა ამ წერილის კონტექსტში,სადაც თამაშში ყველაზე ავტორიტეტული ფიგურა ბიძინა ივანიშვილის შემოყვანის მცდელობა იყო და სასურველის არ მიღების შემთხვევაში მასზე ეკონომიკურ-ფინანსური ზეწოლა განხორციელდა, საბოლოო ჯამში სხვა უფრო შორსმიმავალ გეგმას გულისხმობდა…
ქალბატონი კელი დეგნანის მხრიდან ივანიშვილთან შეხვედრის დამალვა, კითხვებზე პასუხების გაცემისგან თავის არიდება, რადიკალური ოპოზიციის ღია მხარდაჭერა და ბოლოს კრიმინალ კეზერაშვილის ტელევიზიიდან საუბარი იმაზე,რომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობა მიანიშნებს ერთს-სამწუხაროდ ქალბატონი ელჩი ამ პროცესში გახდა მხარე ,რომელიც არამხოლოდ საკუთარ , არამედ უწყების რეპუტაციასაც ჩრდილს აყენებს…
დროა ხელისუფლებამ გააკეთოს ამ თემაზე მკაფიო განცხადება,თუ რა პროცესში ვიმყოფებით,ხოლო ქალბატონი ელჩისგან დიდი ალბათობით, კვლავ პასუხებისგან თავის არიდებას მივიღებთ…
P.S.
დასასრულს, ეს ვიდეო გამოდგება ჩვენი დღევანდელობის კარგ შეგონებად. სწორი ეროვნული პოლიტიკა პირველ რიგში იმპერიებთან ჭიდილში, გარიგებებსა და კულუარულ შეთანხმებებში საქართველოს მშრალად და მშვიდობიანად გამოყვანას ნიშნავს…
#წინსვლადაწარმატებებისაქართველოს

http://

თეგები: ზურაბ ქადაგიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved