• რეკლამა
  • კონტაქტი
15:55, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება და ივანიშვილი ქვეყნის მტრად იქცა” – ნათია მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:33 08-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
234
პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
“ორი სიტყვით მინდა ავხსნა, რატომ ვთვლი, რომ დღევანდელი ოცნება და ბიძინა ივანიშვილი (რომელსაც ერთ დროს საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა და ვფიქრობ, ბევრიც კარგი აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული) ქვეყნის და ქართული სახელმწიფოს მტრად იქცა.
გარდა იმისა, რომ უკვე თვეებია ეროვნულ ღირსებას შეურაცხყოფენ და კადრულობენ ყველაფერს, რაც ამ ქვეყნის ისტორიასთან, კულტურასთან და ტრადიციებთან შეუთავსებელია (ზურგში დანას ურტყამენ გაჭირვებაში მყოფ მეგობარს – უკრაინას, კარებში წიხლს აყოლებენ სტუმარს – ევროკავშირის ელჩს, ელაქუცებიან მტერს – რუსეთს), უკიდურესად სახიფათო პროცესებში შეჰყავთ ქვეყანა და ერთი ადამიანის პირად კეთილდღეობას – მის ფულს და ძალაუფლებას, სწირავენ არც მეტი არც ნაკლები – საქართველოს სუვერენიტეტს, რისი უფლებაც ქართველ ხალხს მათთვის არ მიუცია.
ყოველდღიურად გვეუბნებიან, რომ საქართველო, ქართული სახელმწიფო, რომლის შენებაში თაობებმა სისხლი დაღვარეს, აღარ არსებობს. საქართველო, ქართული სახელმწიფო ივანიშვილია. მისით იწყება და მთავრდება ყველაფერი. მასსა და ქვეყანას შორის ტოლობის ნიშანია. ევროპული მომავალი, რისთვისაც თაობები იბრძოდნენ, არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ ივანიშვილის ხელშია. გვეუბნებიან, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ინტერესი – ივანიშვილის ფული და ძალაუფლება, რომლის დასაცავად ბედავენ ქვეყნისა და ქართველი ხალხის სახელით უარის თქმას დასავლეთზე.
როცა ქვეყანას, მის ისტორიას, მის მომავალს, ხალხის მიერ წლების განმავლობაში დაღვრილ სისხლს, ერთი ადამიანის ფულში ახურდავებ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მტერი ხარ.
მტერი ხარ, როცა პირადი თუ პარტიული ინტერესით ომს უცხადებ შენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთ გარანტს – დასავლეთს, როცა მტრად აცხადებ მოყვარეს – აშშ-ს და ევროკავშირს, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ შენს ქვეყანას ოკუპანტისგან იცავენ.
მტერი ხარ, როცა იცი, აშშ-ს ელჩზე თავდასხმა, აშშ-ზე თავდასხმაა, ევროკავშირის ელჩზე თავდასხმა, ევროკავშირზე თავდასხმაა; იცი, ეს თავდასხმები შენს ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს, პირისპირ, დაუცველს დატოვებს რუსეთთან და ელჩებს მაინც უცხადებ ომს, აშანტაჟებ.
მტერი ხარ, როცა იცი ქვეყანას მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შეიძლება აღარასოდეს გაუჩნდეს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი და უკრაინაში ომით გაჩენილი შესაძლებლობის ფანჯარას უკეტავ მხოლოდ იმიტომ, რომ იცი, ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელია შენი მმართველობის ავტორიტარული სისტემა – ქვეყანას ასწლეულების ოცნებას ართმევ ევროპაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო.
მტერი ხარ, როცა იმ უზენაეს ღირებულებას ღალატობ, რასაც სახელმწიფო და მისი ინტერესი ჰქვია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს აქამდე კარგი რა გიკეთებია.
და ბოლოს, 11 აგვისტოს – შინდისის ბრძოლიდან 14 წლის თავზე, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის უდიდესი საფრთხის შემცველ წერილს აქვეყნებ, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს მტერი ხარ.”
თეგები: ნათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved