• რეკლამა
  • კონტაქტი
07:39, ხუთშაბათი, 21 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ სანქციები გაუუქმეს ირანს, ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი ჩვენი ქვეყნისთვის” – ოთო აბესაძე

ალია ავტორი - ალია
14:50 08-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
571

ეკონომიკის დოქტორი ოთო აბესაძე:

 

⛽️ საქართველოს არაქვს იმის ფუფუნება, რომ საწვავი მხოლოდ ევროპიდან, შეერთებული შტატებიდან ან არაბეთის ნახევარკუნძულიდან მიიღოს.
? დღეს მსოფლიოში ნავთობისა და საწვავის ფასს განსაზღვრავს ოპეკი და პლაცი.
? ფასი, ასევე ნავთობის მოპოვების ოდენობა, სიხშირე და ა.შ ნებისმიერი შემსყიდველისთვის (ქვეყნისთვის) არის ღია და გამჭვირვალე.
✅ ასევე გამჭვირვალეა საწვავის შესყიდვის გზები და იურიდიული დეტალები.
? მაგალითისთვის დღეს ბენზინი ყველაზე იაფი ღირს ირანში, მაგრამ ირანი არის სანქცირებული ქვეყანა, ირანთან სავაჭრო ურთიერთობა (საწვავის კუთხით) არის ბლოკირებული და საქართველოს რომელიმე პორტმა თუნდაც 1 ლიტრი ირანული საწვავი რომ მიიღოს გასცდება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მოხვდება სანქციების ნუსხაში. (ეხლა რომ ირანიდან საწვავი შემოგვქონდეს 1 ლიტრი გადასახადების ჩათვლით ეღირებოდა მაქსიმუმ 1.8 ლარი)
✅ დღეს საქართველოს საწვავის ბაზარი:
1️⃣ რუსეთი 25.1%
2️⃣ რუმინეთი 24.7%
3️⃣ ბულგარეთი 19.5%
4️⃣ აზერბაიჯანი 15%
5️⃣ თურქმენეთი 11.9%
6️⃣ თურქეთი 2.3%
7️⃣ ყაზახეთი 1%
? როდესაც ვსაუბრობთ რუსულ საწვავსა და სანქციებზე უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის შემდეგ არის სანქცირებული “როსნეფტი”. სანქცირებულია კომპანიის ფინანსური ტრანსფერები და აქტივების გარკვეული ნაწილი, თუმცა დღემდე სანქციები არ შეხებია საწვავის კომპონენტს და დღემდე როსნეტფის საწვავი ივაჭრება ევროპაში, აზიაში და შეერთებულ შტატებში. საწვავის სანქცირების შემთხვევაში მოხდება როსნეფტის ირანიზაცია ანუ ყველა სავაჭრო აქტორს აეკრძალება მისი პროდუქტის შეძენა.
?? ევროკავშირის ბაზარზე არსებული რუსული საწვავის წილი.
1️⃣ გერმანია 35%
2️⃣ საფრანგეთი 32%
3️⃣ იტალია 28%
4️⃣ ბალტიის პირეთი 44%
5️⃣ ბრიტანეთი 21%
✅ ასევე ჯამურად ევროკავშირის მოხმარებული გაზის 45% არის გაზპრომი (აქაც იგივე შემთხვევაა სანქცირებულია აქტივები, ფინანსები და არა პროდუქტი)
?? პროცენტულად და რაოდენობრივად საქართველო გაცილებით ნაკლებ რუსულ საწვავს მოიხმარს ვიდრე ევროკავშირის ქვეყნები.
? თანამედროვე მსოფლიო ვერ და არ რისკავს რუსული საწვავის და გაზის სანქცირებას, რადგან საერთო მოპოვების წილის 34% მოდის რუსეთზე. ირანიზაციის შემთხვევაში მოხდება ძალიან დიდი დეფიციტი და ამ დეფიციტის აღმოფხვრას (ახალი საბადოების აღმოჩენას, მოპოვებას, გადამუშავებას, სატრანზიტო დერეფნების შექმნას და ა.შ) ჭირდება მინიმუმ 5 წელი.
? რა მოხდება საქართველოსთვის თუ ქვეყანა სრულად უარს იტყვის რუსულ საწვავზე ან რუსული საწვავი გახდება სანქცირებული.
✅ შეიქმნება საწვავის დეფიციტი. მხოლოდ ევროპულ საწვავს თუ შემოვიტანთ 1 ლიტრის საშუალო ფასი იქნება 6-8 ლარი.
✅ აზერბაიჯანი და თურქმენეთი ჯამურად ვერ შეძლებენ საქართველოს მოთხოვნის 60 % – ის დაკმაყოფილებას და გახდება დეფიციტური. საშუალო ფასი 1 ლიტრი 4-6 ლარი.
✅ არაბეთის ნახევარკუნძულთან არ გვაქვს სატრანსპორტო დერეფანი და მისი იმპორტის ლოჯისტიკით 1 ლიტრის საშუალო ფასი აცდება 10 ლარს.
? თუ მიმდინარე მოვლენების ფონზე სანქციები გაუუქმეს ირანს, ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ირანული საწვავის ფასის და ლოჯისტიკური ხარჯების გათვალისწინებით 1 ლიტრის საშუალო ფასი იქნება 2 ლარი.
თეგები: ოთო აბესაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

15:04 05-20-2026
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
“გვირილას” ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

“გვირილას” ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის

13:52 05-20-2026
არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს
ახალი ამბები

არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს

08:00 05-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved