• რეკლამა
  • კონტაქტი
11:02, შაბათი, 2 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ნაცვლად ამისა, საქართველო რუსეთის აგრესიას პასუხობს: ზიზღით, ლანძღვით, ფურთხებით, წყევლით” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
23:31 08-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,880

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:

,,სამწუხაროდ, ყოველ წელს ერთი და იმავე მოსაზრების გამეორება გვიწევს, მაგრამ მაინც არ უნდა დავდუმდეთ, არ უნდა გავჩერდეთ !!!

ქვეყანას ხომ სჭირდება ჯანდაცვის პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა, გარემოს დაცვის პოლიტიკა??? სჭირდება! ზუსტად ასევე აუცილებელია შევიმუშავოთ პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, რომელიც, ალბათ, შემდეგ დებულებებს უნდა ეფუძნებოდეს:

1. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მათ მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებების, ეროვნული სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვის, ნაციონალური შუღლისა და დევნილთა ნაკადების წარმოქმნის შესახებ უწყვეტი, თანმიმდევრული, მშვიდი და აკადემიური გლობალური კამპანიის წარმოება, რაც გულისხმობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და ფორუმებზე საკითხის შესახებ დისკუსიების წახალისებას, დისკუსიების დროს საქართველოს პოზიციების დაცვას, შესაბამისი რეზოლუციების მომზადებას. წიგნების, სტატიების, კვლევების საშუალებით თემების აქტიალიზებას სამეცნიერო, კომერციულ, პოლიტიკურ და სამოქალაქო წრეებში და ა.შ.

2. რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება; ურთიერთდამოკიდებულების სრულად გაქრობა შეუძლებელია, მაგრამ შანსი გვაქვს რუსეთის წილი იმპორტსა და ექსპორტში ჩავანაცვლოთ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით. რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ნაწილის ადგილზე წარმოების ხელშეწყობა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია-გამრავალფეროვნება.

3. დამატებითი გადასახადებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება რუსული (და არამხოლოდ) პირდაპირი საგარეო ინვესტიციებისათვის, კაპიტალისთვის, ტრანსნაციონალური კორპორაციისთვის.

4. საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის როლის შემცირება, ეკონომიკა დამოკიდებული უნდა გახდეს რეალურ სექტორზე (ტექნოლოგიები, ინდუსტია, სოფლის მეურნეობა) და არა სერვისის, მომსახურეობია დარგებზე. ეკონომიკაში თავისი სიტყვა უნდა ეთქმოდეს სახელმწიფოს.

5. საქართველოს ტურიზმის სექტორში რუსული სეგმენტის მნიშვნელობის ეტაპობრივი შემცირება.

6. რუსეთთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების კვალდაკვალ შესაძლებელია რუსეთის (და არამხოლოდ) მოქალაქეებისთვის საქართველოში დარჩენისთვის დამატებითი რეგულაციების დაწესება. (მაგალითად, დღეს საქართველოში 3 თვის განმავლობაში უვიზოდ ცხოვრების შემდეგ, რუსები (და არამხოლოდ) მიდიან წითელ ხიდზე, გადადგამენ ნაბიჯს მეზობელ ქვეყანაში, უკან ბრუნდებიან და თავიდან იწყება 3 თვის ათვლა).

დამატებითი წესებია მოსაფიქრებელი ბინების ყიდვის თაობაზე. ჩვენი მოქალაქეები ისედაც ხომ ვერ ყიდულობენ და ქირაობენ ბინებს, ახლა კი საერთოდ მიუღწეველ ამოცანად იქცევა ჭერის მოპოვება.

ადვილი არ უნდა იყოს ბინადრობის მოწმობის მოპოვება.

და ა.შ.

7. რუსეთის კვლევების ეროვნული ცენტრის დაფუძნება, რომელიც რუსეთის კარნახის გარეშე, საქართველოს ნაციონალური ინტერესების პრიზმიდან შეისწავლის თანამედროვე რუსეთს.

8. ევროკავშირისათვის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მინიჭებისთვის ბრძოლა, ევროკავშირის მონაწილეობით პირდაპირი და მრავალარხიანი დიპლომატიის წარმოება რუსეთთან.

—

და კიდევ ათობით პუნქტი შეიძლება გამოიყოს რუსეთთან მიმართებით საქართველოს პოლიტიკის ორიენტირების განსაზღვრისას, ზოგიერთი პუნქტი შეიძლება ჩანაცვლდეს, თითოეული პუნქტისთვის კონკრეტული სამოქმედო გეგმაა შესამუშავებელი, გეგმების აღსასრულებლად პროფესიონალები და მხარდამჭერები, პატრიოტები გვჭირდებიან, რომლებიც მზად არიან რუტინული შრომისთვის! ეს იქნებოდა სერიოზული, სახელმწიფოებრივი მიდგომა…

ნაცვლად ამისა, საქართველო რუსეთის აგრესიას პასუხობს:

✅️ ზიზღით, ლანძღვით, ფურთხებით, წყევლით, “ბავშვებიანად ამოწყდეს ასორმოცდაორივე მილიონის” წივილით ანუ ჩვეულებრივი, გაუთვითცნობიერებელი ნაციზმით, ფბ-პირდაპირ ეთერებში ისტერიკით.

✅️ უთავმოყვარეობით, უკან შეძრომით (პარდონ), ქვეშევრდომობით, “ფულს სუნი არ აქვს” პოლიტიკით… წყალი შეიძლება არ დაგალევინოს რომელიმე ვაჭრუკანამ, რუსი ორჯერ მეტს იხდისო; 40 000 დოლარიან ბინას 80 000 დოლარად მოგყიდოან, რუსი ორჯერ მეტს იხდისო და ბაზრის უხილავმა ხელმა ასე გადაწყვიტაო.

✅️ შიშით, უმოქმედობით, ფატალიზმით, “მეტი რაღა უნდა გავაკეთოთ, ისედაც ყველაფერი უკვე ვიღონეთ… აბა, ომი გინდააათ?!” პოლიტიკა… ეს ძირითადად “ქართული ოცნების” გზაა.

ზიზღი, უთავმოყვარეობა და შიში ახასიათებს არშემდგარ სახელმწიფოს, დასაჭურისებულ და უსაქმურ საზოგადოებას!

კიდევ კარგი გმირები გვყვანან, აგვისტოს ომში დაღუპულები და ჩვენი ვეტერანები, რომელთა უმრავლესობა ნატრობს – ნეტავ დავხოცილიყავით, საახალწლოდ მაინც მოიკითხავდნენ ჩვენს ოჯახებსო ❤️

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved