• რეკლამა
  • კონტაქტი
00:41, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მიშას ადვოკატი რადგან ვარ, ამას იმიტომ ამბობენ” – რას უყვება ,,ალიას” ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
02:10 08-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,221

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.

– რა მდგომარეობაა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის კუთხით და მისი უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით?

– მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მხრივ უმძიმეს მდგომარეობაშია და ამის დამადასტურებელი არაერთი სამედიცინო დასკვნა დაიდო, არერთმა კომპეტენტურმა ექიმმა განაცხადა ამის შესახებ. რაც შეეხება მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას, კანონში სწერია ეს, რომ თუ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, სასამართლოს აქვს უფლება, რომ მას გადაუვადოს სასჯელის აღსრულებადა გაუშვას, რომ იმკურნლოს, გამოჯანმრთელდეს. კანონში არ წერია, საზღვარგარეთ უნდა გაუშვას, სახლში თუ ადგილობრივ კლინიკაში. ეს უკვე პატიმრის თუ მისი მესვეურების გადასაწყვეტია, სად იმკურნალებს. სააკაშვილის შემთხვევაში, უკვე ცნობილია, რომ აუცილებელია მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. ახლა, რადგან მიხეილ სააკაშვილია, ხელისუფლება ამბობს, მე არ გადავუვადებ, არ გავუშვებ საზღვარგარეთ სამკურნალოდო. ნებისმიერი სხვა პატიმარი რომ იყოს, კანონი ავალდებულებს, რომ გაუშვან და სხვას გაუშვებდნენ კიდეც. ეს არის და ეს.

– თუ გაუშვეს პატიმარი, მსჯავრდებული სააკაშვილი უცხოეთის კლინიკაში სამკურნალოდ, იქ ვინ  გააკონტროლებს მის უსაფრთხოებას და იმას, რომ დავუშვათ, არ გაიქცეს კლინიკიდან და არ მიიმალოს? ჩვენი თუ იმ ქვეყნის შესამაბისი სამსახურები, სადაც იმკურნალებს? თუ ამგვარი რამ არც იქნება საჭირო?

–კანონმდებლობა ამბობს, რომ არანაირი გაქცევის, მიმალვის, ასე ვთქვათ, არანაირი გარემოება არ აფერხებს სასჯელის გადავადებას. უპირობო გადავადებაზეა ლაპარაკი კანონში. სადაც უნდა წავიდეს, არსად არ სჭირდება ზედამხედველი თუ მაკონტროლებელი. არანაირი განსაკუთრებელი ღონისძიებები არ სჭირდება. გამოჯანმრთელდება და მერე მოიხდის სასჯელს.

-სააკაშვილის გამოქვეყნებულმა წერილმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ფაქტიურად, ამბობს, რომ მიდის პოლიტიკიდან…

–პოლიტიკიდან მიდის კი არა, იმ წერილში ისიც კი თქვა, საერთოდ აღარ მაინტერესებს პოლიტიკაო.

–სააკაშვილის გუნდის ზოგიერთი წევრი აცხადებს, რომ ის არ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და ეს არის გარიგება ხელისუფლებასთან, რაზეც აკრიტიკებენ. თქენი შეფასებით, ეს ადამიანები ექს-პრეზიდენტის მეგობრები არიან თუ მტრები?

–პოლიტიკოსების გამონათქვამებზე კომენტარს არ ვაკეთებ. რაც თქვა სააკაშვილმა, შემიძლია, ის გავიმეორო. ვინ რას იტყვის, ის არ ვიცი, ჩემთვის, როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატისთვის, მთავარია, თავად რას იტყვის.

– სოციალურ ქსელში თქვენზე გავცელდა ასეთი ინფორმაცია, ჯერ გოგი წულაიას ადვოკატი იყო და ის წაიყანა უცხოეთში სამკურნალოდ, ახლა სააკაშვილის ადვოკატია და მას წაიყვანსო. ეს ისე გავიგე, თითქოს ხელისუფლებასთან გარიგებას გაბრალებენ?!

-არ ვიცი, ჩემზე რას ამბობენ სოციალურ ქსელში, მაგრამ თუ ვინმე მასწავლის როგორ უნდა გავურიგდე ხელისუფლებას, მისი მადლობელი დავრჩები. სამწუხაროდ, არ ვიცი, ეს ამბავი. გოგი წულაიას ეკუთვნოდა სასჯელის გადავადება და გადაუვადეს, უცხოეთში სამკურნალოდ კი გოგი მე არ წამიყვანია, თავად გადაწყვიტა იქ მკურნალობა. არაერთი პატიმრის ინტერსებს ვიცავ და თუ მასწავლიან, როგორ გადავუვადო მათ სასჯელი, მართლა კარგი იქნება. აქ სხვა რაღაცაშია საქმე. ენას ძვალი არ აქვს. მიშას ადვოკატი რადგან ვარ, ამას იმიტომ ამბობენ, პოლიტიკური ნიშნით სჯიან ყველაფერს. მიშას ადვოკატი ხარ? დამნაშვე ხარ. რატომ ხარ მიშას ადვოკატი? – ასე აზროვნებენ. სხვების ადვოკატიც ვარ და მათთვისაც ვითხოვ სასჯელის გადავადებას, მაგრამ იცის ვინმემ, ვინ არის ის ხალხი? არავინ იცის მათი ვინაობა. ადამიანი ღირებულებად აღარ მიაჩნია არც ამ ხელისუფლებას და არც ოპოზიციას. ვინც ამას ამბობს, ღირებულებითი შეფასების რაღაც პრობლემა აქვს. გადაარჩინო ერთი ადამიანის სიცოცხლე, ის იმაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერი სიკეთის გაკეთება და ეს უფლის წინაშეც დიდი მადლია.

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved