• რეკლამა
  • კონტაქტი
17:31, პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წინა წელთან შედარებით პური 29%-ით, შაქარი 18%-ით, კვერცხი და ყველი 17%-ით გაძვირდა -წლიური ინფლაცია

ალია ავტორი - ალია
19:38 08-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
382

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.2%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 11.5% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა.

წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

  • პური და პურპროდუქტები + 29.3%
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 21.3%
  • ყავა, ჩაი და კაკაო + 18.2%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 18.1%
  • ზეთი და ცხიმი + 17.5%
  • რძე, ყველი და კვერცხი + 16.9%
  • თევზეული + 14.9%
  • ხილი და ყურძენი + 13.7%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები + 12.7%

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.25%-ით აისახა.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.6%-ით, რაც 2.46%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.6%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.7%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.6%).

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.3%-იანი მატება, რაც 1.31%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე – 27.3%, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.1%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6%),

  • გაძვირებული ცხოვრება, უმუშევრობა და მძიმე ეპიდვითარება – 2021 წლის შეჯამება რიცხვებში

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის თქმით, ინფლაცია და ფასები გამოწვევად დარჩება მიმდინარე წელსაც. ეროვნული ბანკის შეფასებით კი, “ამ ეტაპზე  არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მარტიდან შემცირდება, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება”. სებ-ი აღნიშნავს, რომ საწვავის ფასების მკვეთრ მატებას ინფლაციის მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა ექნება. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი რეკორდულ 12%-მდე გაზარდა და განმარტა, რომ მონეტარული პოლიტიკა “გამკაცრებისკენ მიდრეკილი” დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.

თეგები: ინფლაციაპროდუქტისტატისტიკა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
საბანკო მომსახურება ურიგოდ – რა შესაძლებლობები აქვს თიბისის მობაილბანკს?
ახალი ამბები

საბანკო მომსახურება ურიგოდ – რა შესაძლებლობები აქვს თიბისის მობაილბანკს?

16:43 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved