• რეკლამა
  • კონტაქტი
11:06, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სინამდვილეში კრემლი ისეთ იმპერიულ პროექტს გულისხმობს, სადაც ნაციონალური იდენტობა მხოლოდ რუსული იქნება” – კობერიძე

ალია ავტორი - ალია
14:00 08-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
251
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა (შემდგომ წაშალა), რომელშიც ღიად გაცხადებული, დაუფარავი იმპერიული ხედვაა განვითარებული. იგი წერს, რომ როგორც კი კიევისა და მცირე რუსეთის (სამხრეთ უკრაინა) დაკავება მოხდება საბჭოთა კავშირის აღდგენის პროექტი დაიწყება. როდესაც საქართველოს ანექსია რუსეთმა 1801 წელს განახორციელა საქართველო საერთოდ არ არსებობდა და ახლაც რაც დარჩენილია ისიც უნდა შევიდეს რუსეთის შემადგენლობაშიო. მედვედევი აგრძელებს და ამბობს საქართველოს ნაცვლად იყო პატარა მიწები, რომლებიც ცალცალკე გუბერნიებად აღმოჩნდნენ რუსეთის იმპერიაში და ახლაც ცალკე აფხაზეთი, ცალკე სამხრეთ ოსეთი და ცალკე საქართველო შევლენ რუსეთის ფედერაციაშიო.
მედვედევი უფრო შორს მიდის და წერს – რუსეთი იმ მდგომარეობას და დიდებას დაიბრუნებს, რომელშიც ათასი წლის წი ჰქონდაო.
იგი ყაზახეთსაც ემუქრება და ამბობს, რომ რუსეთი არ აპირებს სლავური მოსახლეობის გენოციდს ყაზახეთში და რომ სტოლიპინის (იმპერიული რუსეთის პრემიერი 1911 წლამდე) პერიოდის ეთნო შემადგენლობა (ანუ რუსიფიკაცია) დაბრუნდებაო.
ესაა გაცხადებული გეგმა და მუქარა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების წინააღმდეგ. მეტიც, თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ეს საბჭოთა კავშირის პროექტის დაანონსებაა – ცდება. სინამდვილეში კრემლი მედვედევის ხელით იმპერიულ პროექტს რუსიფიკაციას და სახელმწიფოების რუსეთის შემადგენლობაში ისეთ ათქვეფას გულისხმობს, სადაც ნაციონალური იდენტობა მხოლოდ რუსული იქნება. სწორედ ამიტომ იყო ნახსენები სტოლიპინი, რომელიც რუსიფიკაციის აქტიური მომხრე იყო და სწორედ ამიტომ გაუსვა ხაზი მედვედევმა დაშლილ და დაქუცმაცებულ საქართველოს. ესაა დეკლარირებული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ამ დროს თბილისში ვიღაცები სიმხდალეშერეული ტონით კანკალებენ – აბა ომი გინდათო?!
და ბოლოს, არავინ დაივიწყოს ის ფაქტი, რომ კრემლის იმპერიული აზროვნება მეცხრამეტე საუკუნეშია ჩარჩენილი, რაც სიტუაციას კი არ ამსუბუქებს, არამედ ბევრად საშიშს ხდის.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება
თეგები: გიორგი კობერიძემედვედევირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved