მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის ინფორმაციით, ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები კორონავირუსთან დაკავშირებით სანდო არ არის. ამის შესახებ „The New York Times“,-ი წერს.
უცხოური მედიის ცნობით, სანდო ასევე არ არის რამდენიმე ქვეყნის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
ასოციაციის ხელმძღვანელის, ფრანკ ულტრიხ მონტგომერის თქმით, აღნიშნული მონაცემები სრული სისულელეა.
„ჩინეთი გამიზნულად მალავდა რეალურ ინფორმაციას და ყალბ მონაცემებს გვაწვდიდა. ზოგიერთი ქვეყნის მონაცემიც ასევე გაუგებარია და ხშირად რეალობის დადგენა რთულია“,- აღნიშნავს ასოციაციის ხელმძღვანელი.
ბოლო მონაცემებით ჩინეთში 82 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. აქედან გარდაცლილა 3 322.
კომენტარები