• რეკლამა
  • კონტაქტი
21:11, ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გოგაშვილი რუსებმა მოიყვანეს მაღალ პოსტზე – ამას ფაქტობრივი გარემოებები გვკარნახობს“ – გოგიტა დალაქიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:05 07-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,225

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება უსაფრთხოების ექსპერტი, გოგიტა დალაქიშვილი.

– სოსო გოგაშვილის მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა ტელეფონით გადაიღო მისი დაკავების, დაახლოებით 2 წუთიანი ვიდეო და მისი სოც-ქსელში ატვირთვაც მოასწრო. ბევრი ამბობს, რომ მას ამის გაკეთება სპეციალურად არ დაუშალეს, რათა ხალხს ენახა, თუ როგორ ექცევა ყოფილ ურჩ თანაგუნდელებს ეს ხელისუფლება და ენახათ პირველ რიგში, ხელისუფლების წარმომადგენლებს. მოკლედ, გოგაშვილის მეუღლის ხელით გაუგზავნეს მესიჯი ყველას, ვინც მათ წინ გადაეღობება – თუ ამას დააპირებთ, ასეთ დღეში აღმოჩნდებითო. უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდი და რამდენად მართებულია ეს მოსაზრება?

– აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. სპეცრაზმი ვიდრე შევიდოდა სოსო გოგაშვილის ოჯახში, მისი მეუღლე უკვე იღებდა ტელეფონით მის სახლთან მისულ სუს-ის მანქანებს თუ თანამშრომლებს. ქუჩაში როდესაც იყვნენ, უკვე იღებდა და მერე სახლში რომ შევიდნენ, გააგრძელა გადაღება და მერე უცებ ატვირთა. არა მგონია, სპეციალურად მიეცათ ამის ნება.

– ტელეფონი რომ წაერთმიათ, ვერც ატვირთავდა, ჩანაწერსაც წაშლიდნენ და ვერავინ ვერაფერს ნახავდა. რატომ ასე არ ქნეს? მით უმეტეს, ხედავდნენ, რომ იღებდნენ. ასეთ დროს, ჯიბეებიდან, ჩანთებიდან აცლიან და მაგიდების უჯრებიდან იღებენ ტელეფონებს, რომ ვინმემ რაიმე არ ჩაწეროს ან არ გადაიღოს. მერე,  იქ უნიღბოდ იყვენ სუს-ის თანამშრომლები და იდეაში, არც მათ კონფიდენციალურობაზე იზრუნეს.

– დავალების შესრულების მომენტში, მთავარია, ობიექტი აიყვანო უსაფრთხოდ და უვნებლად, არ დაზიანდნენ ობიექტის ოჯახის წევრები და საერთოდ, ვინც ოპერაციის ადგილზე იმყოფება და თავად ოპერაციის მონაწილენი. დანარჩენი არის მეორეხარისხოვანი. ვფიქრობ, განსაკუთრებული არაფერი მოხდა. ბევრი სპეცოპერაცია გვინახავს,რომელიც გადაუღიათ და ბევრი ისე ჩატარებულა, გადაღება ვერ მოუხერხებიათ. ხან ისე ხდება, ხან ასე. მთავარია, ძალის პროპორციული გამოყენებით აიყვანეს. ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა. არ მგონია, გოგაშვილის მეუღლეს სპეციალურად დააცადეს ვიდეოს გადაღება და გავრცელება. ერთადერთი, რაც ცუდად მომხვდა, ეს სპეცრაზმელების რაოდენობა იყო, ერთი კაცის დაკავებას მაგდენი ხალხი არ სჭირდებოდა. წყაროს ვერ დავასახელებ, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ გოგაშვილი მეორე დღეს აპირებდა უცხოეთში წასვლას და იქიდან განცხადებების გაკეთებას. იმიტომ ჩატარდა ეს ოპერაცია იმ დღეს.

– მარტო განცხადებების გასაკეთებლად მიდიოდა გოგაშვილი უცხოეთში თუ ხელისუფლების წევრთა მამხილებელი მტკიცებულებებიც მიჰქონდა?  

– ეს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ არა მგონია, მარტო განცხადებები ეკეთებინა იქიდან. შესაძლოა, მიჰქონდა კომპრომატები, მაგრამ გამოძიება ამას არასდროს იტყვის. გამოძიება იტყვის, თუკი დასჭირდა, რომ დავაკავეთ სასწრაფოდ, რადგან საიდუმლო ინფორმაციის გატანას აპირებდა უცხოეთში, რომელიც სახელმწიფოს დიდ ზიანს მოუტანდაო. ვინ იტყვის, ჩვენზე გაჰქონდა კომპრომატები და იმიტომ დავიჭირეთო? მე ორივე ვარიანტს ვუშვებ. შესაძლოა, მხოლოდ კომპრომატების გატანას აპირებდა და შესაძლოა, მათთან ერთად, საიდუმლო ინფორმაციაც უნდა გაეტანა. დარწმუნებული ვარ, თავის დროზე გოგაშვილი რუსებმა დანიშნეს ამ მაღალ პოსტზე, მისი რეკომენდატორი ვინ იყო, ჯერჯერობით ეს არ ვიცი. ნებისმიერი ლოგიკური და ფაქტობრივი ანალიზი, ფაქტობრივი გარემოებები გვკარნახობს იმას, რომ მე ვივარაუდო, რომ რუსებმა მოიყვანეს მაღალ თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, არსებობდა საფრთხეები, რომ გოგაშვილი აძლევდა რუსეთის სპეცსამსახურებს ინფორმაციას. სავარაუდოდ, ესენიც ასე ფიქრობდნენ და ამიტომაც დაიჭირეს.

თეგები: გოგიტა დალაქიშვილისოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკი – აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება

14:16 10-23-2025
ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

16:47 10-22-2025
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
ახალი ამბები

კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება

15:51 10-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved