• რეკლამა
  • კონტაქტი
02:23, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მე მზად ვარ ჩავუდგე სათავეში ინტელიგენციას, ქართველ ხალხს, საფუძვლიანი შიში და სიმართლე გითხრათ – ოქიტაშვილი დეგნანს

ალია ავტორი - ალია
20:03 07-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
878

 

კულტურის პალატის თავმჯდომარე, დავით ოქიტაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აშშ–ს  ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს :

“ღია წერილი ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს
მოგესალმებით ქალბატონო ელჩო,
მივესალმები ამერიკელ ხალხს!
ჩემი პატივისცემა იმ სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც წლების განმავლობაში არ წყვეტდა ქართველი ერის დახმარებას, ევროკავშირისა და ცივილიზებული სამყაროს ქვეყნებთან ერთად.
ჩემი ქვეყნის იდენტობა გადის მრავალსაუკუნოვან კულტურაზე, მეც ერთ-ერთი მისი წარმომადგენელი გახლავართ. მინდა, ჩემი და ჩემი თანამოაზრეების სახელით მოგმართოთ. ბევრჯერ ყოფილა ჩემი ქვეყანა უზარმაზარი საფრთხის წინაშე, აურაცხელი მტერი გვედავებოდა ჩვენს ტერიტორიას, კულტურას, თუმცა, სწორედ გონივრული პოლიტიკის წყალობით, დღემდე მოვედით, ქართული სიტყვით და ქართული სულით. დღესაც, როდესაც ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ჩვენს კონტინენტზე კი ცხარე ომია, ჩემი ქვეყნის მთავრობამ, გონივრული და სწორი პოლიტიკით, შეძლო ომის თავიდან აცილება, მადლობა მათ ამისთვის!
რაც შეეხება თქვენს რიტორიკას (რომელიც ასე ემთხვევა ჩვენი ქვეყნის შიდა მტრების ნარატივს), ღრმად მაფიქრებს და ამიტომ, გადავწყვიტე მოგმართოთ.
ქალბატონო ელჩო, არ გამოიყენოთ ჩვენი ქვეყანა იმპერიალისტური ზრახვებისთვის, საზარბაზნე ხორცად არ გვაქციოთ, არ მოიტყუოთ, რომ არ შეხვედრილხართ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, არ ითამაშოთ ჩვენი პატრიტული ემოციების ხარჯზე! მეცენატები ეხმარებოდნენ კულტურას, კულტურა ქმნიდა პოლიტიკას ჩვენში, სწორედ ამ ტიპის მოღვაწეა
ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ის გავიდა პოლიტიკიდან მას მერე, რაც ქვეყანას სწორი განვითარების გზა გამოუჩნდა, ახლა კი შიდა და გარე მტრები ცდილობენ ჩვენი რელსებიდან ჩამოგდებას. ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილი აქ მთავარ მტრად წარმოგიდგათ, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ ასე არ არის …
ქალბატონო ელჩო, მე მზად ვარ ჩავუდგე სათავეში ინტელიგენციას, ქართველ ხალხს, თქვენ მიერ შერჩეულ ადგილას შეგხვდეთ სასაუბროდ, ჩვენი საფუძვლიანი შიში და სიმართლე გითხრათ, თქვენ – დიდი ქვეყნის შვილს, ჩემი 1800 წლოვანი და კიდევ ბევრად მეტი პატარა ქვეყნის ტკივილი და წარმატება მოგიყვეთ, ეგებ, დაგარწმუნოთ, როგორ არ უნდა ჩავერთოთ ჩვენ ამ ომში, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებისთვის, ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის.
პატივისცემით,
დავით ოქიტაშვილი,
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი.”
თეგები: დავით ოქიტაშვილიკელი დეგნანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved