• რეკლამა
  • კონტაქტი
22:24, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორც ჩანს, კელი დეგნანმა მისგან ვერ მიიღო “რაღაც მნიშვნელოვან” საკითხებზე სათავისოდ “მისაღები პასუხები” – ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:35 07-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,683

ექსპერტი დავით ქართველიშვილი, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ წერილს ასე ეხმიანება :

 

“პირველ რიგში, საზოგადოების სახელით მადლობის გადახდა გვმართებს ბატონი ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პირველ რიგში ის არის ქვეყნის მოქალაქე და საზოგადოებაში დაგროვებულ პასუხგაუცემელ მნიშვნელოვან კითხვებზე ფარდის ახსნას საკუთარ მოქალაქეობრივ მოვალეობად თვლის. ეხლა კი გავყვეთ მოვლენების ძალზე საინტერესო ფაქტოლოგიურ ქრონოლოგიას.
2022 წლის 5 თებერვალი: “ბატონი ივანიშვილი, ცხადია, ძალიან გავლენიანი ქართველია, მან საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესში, განათლებაში, არის ფილანტროპი და დააარსა პარტია, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. ბევრი ქართველი პატივს სცემს მის კონტრიბუციას. მან გადაწყვიტა, რომ პოლიტიკიდან გასულიყო და შედეგად, ჩვენ მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს, მისი პერსონალური გადაწყვეტილების გამო, რომ გასულიყო პოლიტიკიდან”, – განაცხადა კელი დეგნანმა.
2022 წლის 21 მარტი: “რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. საინტერესოა, კელი დეგნანის ივანიშვილთან შეხვედრა რა მოტივაციით იყო განპირობებული? მას შეხვდა, როგორც გავლენიან ქართველს, ფილანტრობს, კონტრიბუციონერს, “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა თუ პოლიტიკიდან გასულ მოქალაქეს?
აღნიშნული შეხვედრის მიზანს, მის შინაარსს და ზოგადად, თავად შეხვედრის ფაქტს, მიუხედავად არაერთხელ დასმული მარტივი შეკითხვებისა – ქალბატონი დეგნანი ამ მომენტამდე არც ადასტურებდა და არც უარყოფდა. დღეს ჩვენ უკვე ვიცით მთავარი – შეხვედრა შედგა! ამ ეტაპზე, შეხვედრის მიზნებსა და შინაარსზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება მართებს ინიციატორს – აშშ-ს ელჩს! ამჟამად – “ბურთი” მის “საინფორმაციო მოედანზეა”. დაველოდოთ. დუმილის გაგრძელების შემთხვევაში – დარწმუნებული ვარ, ბატონი ივანიშვილის მხრიდან ინფორმაციას ამის შესახებაც მივიღებთ.
მანამდე კი შეგვიძლია გამოვთქვათ არგუმენტირებული ვარაუდები. ბიძინა ივანიშვილის სანქციების ქვეშ აყვანის თემის გააქტიურება და მისი შემდგომი “დეოლიგარქიზაციის” იდეა-ფიქსი გაჩნდა და გააქტიურდა სწორედ ამ შეხვედრის შემდგომ პერიოდში. როგორც ჩანს, კელი დეგნანმა მისგან ვერ მიიღო “რაღაც მნიშვნელოვან” საკითხებზე სათავისოდ “მისაღები პასუხები”. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ შეხვედრის შედეგების შესახებ როგორც ჩანს, ქალბატონი ელჩის მხრიდან ინფორმირებული იყო ყველა: აშშ-ს პოლიტიკური წრეები (თუნდაც – მაკფოლი), უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები (იგივე – არახამია), ნაცმოძრაობის წარმომადგენლები. ყველა – საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული საზოგადოების გარდა, რომელთა წინაშე ქ-ნი კელი დეგნანი საკუთარ პასუხისმგებლობას აღარც გრძნობს და აღარც თვლის თავს ვალდებულად. ღმერთმა ქნას – ვცდებოდეთ. ამიტომაც, მოულოდნელად ველით თქვენგან განმარტებას, ქალბატონო ელჩო!”
თეგები: ბიძინა ივანიშვილიდავით ქართველიშვილიკელი დეგნანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved