• რეკლამა
  • კონტაქტი
00:54, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 17 შემთხვევა დაფიქსირდა

ალია ავტორი - ალია
12:38 01-19-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 17 შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვი 62-ს შეადგენს. ვირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა.

ვუჰანის ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით, 17 ახალი შემთხვევიდან 12 ინფიცირებული მამაკაცია, ხუთი კი ქალი. მათი ასაკი 30-დან 80 წლამდე მერყეობს. მათ სიმპტომების გამოვლენა 13 იანვრიდან შენიშნეს და ძირითადად მაღალი ტემპერატურითა და ხველით გამოიხატებოდა. სამი პაციენტის მდგომარეობა რთულია.

ქალაქ ვუჰანში უცნობი წარმომავლობის პნევმონიის ეპიდემია დეკემბერში დაიწყო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი გახდა. ახალი ვირუსიც კორონავირუსების იმავე ოჯახიდანაა, როგორც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (მმრს), რომელმაც 2002-2003 წლებში, მსოფლიოს მასშტაბით 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა. მაშინაც ეპიდემიის გავრცელება ჩინეთიდან დაიწყო. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახალი ვირუსი ისეთივე ლეტალური არ ჩანს, როგორც მმრს-ია, თუმცა ამ ეტაპზე მისი წარმოშობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, ასევე უცნობია, თუ რამდენად მარტივად ვრცელდება ვირუსი.

ფართო ეპიდემიის გავრცელების საფრთხის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებული გაფრთხილების შემდეგ, აშშ-მა და აზიის უმეტესობა ქვეყნებმა, მათ შორის ტაილანდმა, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, სინგაპურმა და მალაიზიამ ვუჰანიდან ჩასული მგზავრების აეროპორტში შემოწმება დაიწყეს.

ახალი ვირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ტაილანდსა და იაპონიაშიც. ორივე შემთხვევაში, დადასტურდა, რომ ინფიცირებულები ვუჰანიდან ჩასულ პირებთან არიან დაკავშირებული.

ლონდონის იმპერიალ კოლეჯის გლობალური ინფექციების დაავადებების ანალიზის ცენტრის სპეციალისტების ანგარიშში საუბარია, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ამას ვუჰანის ხელისუფლება ასაჯაროებს. მათი შეფასებით, სულ მცირე 1723 შემთხვევა უნდა იყოს დაფიქსირებული 12 იანვრის მონაცემებით.

ახალი ვირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია სწრაფად ვრცელდებოდა ჩინეთის ადგილობრივ სოციალურ ქსელს „ვეიბოში“, თუმცა როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მიკრობლოგს მსგავსი ტიპის ინფორმაციაზე ცენზურა აქვს დაწესებული და ფილტრავს. ასევე „როიტერთან“ საუბრისას ორმა პირმა დაადასტურა, რომ პოლიციამ მათ მოსთხოვა, წაეშალათ სოციალურ ქსელში ვირუსთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაცია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved