• რეკლამა
  • კონტაქტი
22:04, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამ კვირაში 5 გეომაგნიტური დღეა, გაუფრთხილდით გულსისხლძარღვთა სისტემას – მიხეილ ცაგარელი

ალია ავტორი - ალია
16:49 07-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,526

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა – დღევანდელ დღეს ზოგიერთს პროფესიონალური წინსვლის პერსპექტივა გაუჩნდება. 

„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ორი მნიშვნელოვანი რამ ხდება, სატურნი-კარიერა და თეთრი მთვარე – მფარველი ანგელოზი ხვდებიან ერთმანეთს მერწყულის ზოდიაქოში. ეს შეხვედრა ნიშნავს იმას, რომ დღეს შეიძლება ზოგიერთმა პროფესიონალური წინსვლის პერსპექტივა დაინახოს ან დააწინაურონ. დღეს შეიძლება ძალიან საინტერესო მოლაპარაკებები იყოს ხელმძღვანელ პირებთან და აქედან გამომდინარე სექტემბრისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები დაისახოს.

მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა ამ კვირაში ახალმთვარეობას უკავშირდება, რომელიც 28-ში გველოდება. გაითვალისწინეთ, რომ ცოტა ფრთხილად გავდივართ ამ დღეს, არავითარი საქმეების გარჩევა, ნერვიულობა, გაღიზიანება. გაუფრთხილდით გულსისხლძარღვთა სისტემას და ზედმეტი სიმძიმეები არ აწიოთ 28-ში და არც ახალი საქმე დაიწყოთ. თუ გვექნება პოზიტიური განწყობა, იუმორი, ხელოვნებასთან ურთიერთობა, ეს იქნება ძალიან კარგი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება პარასკევს. იუპიტერი, გამარჯვების მმართველი პლანეტა შუამავალი ხდება, რეტროგრადული, თითქმის, 24 ნოემბრამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ სირთულეებს შექმნის იურიდიულ, იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებში. ასევე შესაძლოა მოგზაურობის დროს სირთულეები შეიქმნას. სხვადასხვა სახის ცოტა ხელისშემშლელი ფაქტორები იჩენს თავს. სპორტსმენებს ვთხოვ, ცოტა ფრთხილად იყვნენ, ტრავმულობა მოიმატებს ვარჯიშებისა და პაექრობების დროს. ეს ყველაფერი სწორედ ამ იუპიტერის უკუსვლასთან იქნება დაკავშირებული“, – აღნიშნა ცაგარელმა.

მანვე მოუწოდა მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც გულსისხლძარღვთა პრობლემები აქვს, რომ უიშვიათესი შემთხვევაა და ამ კვირაში 5 გეომაგნიტური დღეა, ოთხშაბათიდან და აუცილებელია ყურადღება მიაქციონ.

თეგები: ასტროლოგიამიხეილ ცაგარელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved