• რეკლამა
  • კონტაქტი
11:23, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დასავლეთს დემოკრატია არ გახსენებია მაშინ, როცა ჩვენი სასამართლები 99.99%-იან გამამტყუნებელ განაჩენებს დებდნენ და ციხეებში საეჭვოდ ბევრი ადამიანი კვდებოდა“

ალია ავტორი - ალია
18:35 07-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
469

ანი დვალიშვილი

ხელისუფლება დასავლეთს სერიოზულად რომ წაეკიდა, ყველა ვხედავთ. ყველაზე სასასცილო, სატირალი რომ არ იყოს, ის არის, რომ ოფიციალურად, ამ ყველაფერს კულუარებში „დასავლური მონობის უღლის გადაგდება“ ჰქვია, ანუ პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ დრო არის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველომ დამოუკიდებელი თამაში დაიწყოს და ეს იდეა ისე მოსწონთ, გიჟდებიან! თავს მხრივ, „ოცნების“ მხარდამჭერები ამ თემას სოცქსელებში შლიან და დაახლოებით ერთიდაიგივე მესიჯებს ახმოვანებენ. მოკლე შინაარსი და „არგუმენტები“ ასეთია – დასავლეთს, რომელსაც ქართულ დემოკრატიაში მილიარადები აქვს „ჩასხმული“, საქართველოს დათმობას არ აპირებს, ყველაზე მეტად დასავლეთს ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა აინტერესებს ვიდრე სხვა რამ… დასავლეთს მოსახლეობა და დემოკრატია არ გახსენებია მაშინ, როცა სასამართლები 99.99%-იან გამამტყუნებელ განაჩენებს დებდნენ, არც მაშინ, როცა ციხეებში საეჭვოდ ბევრი ადამიანი კვდებოდა, არც მაშინ, როცა სამართალდამცავები პროპორციულ ძალას არ იყენებდნენ მიტინგების დაშლის დროს და არც მაშინ, როცა სპეც-ოპერაციების სახელით, ქუჩაში ხალხს ხვრეტდნენ. მაშინ, ხელისუფლება იყო ძალიან მორჩილი და დასავლეთის ყველა მითითებას უსიტყვოდ ასრულებდა, რისი კულმინაციაც ჯერ 2008 წლის ომი იყო, შემდეგ 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებაო. სავარაუდოდ, დასავლეთმა არ იცოდა, რომ თვალს რაზეც ხუჭავდა, იმაზე მეტი ხდებოდა, ბევრად მეტი და ეს მეტი მოსახლეობის უმეტესობას დღემდე მწარედ გვახსოვსო. სწორედ ამიტომ არ გვინდა დასავლეთი და სრულად დამოუკიდებლები უნდა ვიყოთო. მოკლედ, რუსეთსა და ნეიტრალიტეტს არ ახსნებენ , მაგრამ ვისაც ოდნავი ლოგიკა შემორჩენია, ყველა მიხვდება, საით ქრის „ოცნების“ ლიდერების და მხარდამჭერების გონება.

ჰოდა, იმას ვამბობდით, ხელისუფლებას დასავლეთზე შტურმი აქვს მიტანილი, მთავარი მიზეზი კი ივანიშვილის საკითხია. ევროპაც ჯერჯერობით უკან არ იხევს და ცდილობს, ხელისუფლება აზრზე მოიყვანოს ან როგორმე შეცვალოს. „ოცნებაც“ ვა-ბანკზე წავიდა და გაბზარულს გატეხილი არჩია. სწორედ ამიტომ, ეპისტოლურ ანრში გადავიდა – ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის ღია კრიტიკა, წერილები კელი დეგნანისა და ევროკომისიის სახელზე და ზოგადად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დასავლეთის ლანძღვაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. სამაგიეროდ, ქვეყანა იქცევა და  არაფერს ამბობენ რუსეთზე და ეს „არგაღიზიანების პოლიტიკა“ საუბედუროდ, ძალიან ჰგავს ვექტორის შეცვლის მცდელობას. ეს ყველაფერი იმის ფონზე, როცა ბანკებმა თუ საფინანსო ორგანიზაციებმა, რუსეთის მოქალაქეების მიმართ მიდგომა ძალიან გაამკაცრეს. საუბარი არ არის ანგარიშების გახსნის დაბლოკვაზე, რუსეთის მოქალაქემ იურიდიული კომპანიისთვის ანგარიშის გახსნა რომ მოითხოვოს, მხოლოდ განაცხადის განხილვა 500 ლარი ღირს და 98%-ზე მეტი უარყოფითი პასუხია. რაც შეეხება პირად ანგარიშს, პირად საბანკო ბარათს უფრო მარტივად იძლევიან, მაგრამ ამ ბარათით გამორიცხულია საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება, აკრძალულია ლარის გარდა ნებისმიერი სხვა ვალუტის გადარიცხვა, ანუ აღნიშნული ბარათით მხოლოდ მაღაზიაში შეგიძლიათ სიარული და… ბარათზე სამი ათას ლარზე მეტი არ უნდა იყოს. ანალოგიური „სერვისით“ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები სარგებლობენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved