• რეკლამა
  • კონტაქტი
03:21, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტების იმპორტის ნომერი 1 ბაზარი გახდა

ალია ავტორი - ალია
19:27 07-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
357

bm.ge-ს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია საქართველოსთვის საწვავის იმპორტის №1 ბაზარი გახდა. 2021 წელს ამ პოზიციას თურქმენეთი იკავებდა, თუმცა წელს საწვავის ფასის რეკორდული ზრდის გამო, ქართველი ნავთობიმპორტიორები ფასდაკლებულ რუსულ საწვავზე გადაერთნენ.

2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველომ $577 მილიონის ღირებულების 597,537 ტონა საწვავი შეიძინა. თანხობრივად იმპორტის ღირებულება 76%-ით, იმპორტირებული ნავთობის მოცულობა კი 4%-ით არის მომატებული. უშუალოდ რუსეთიდან იმპორტის ღირებულება 208%-ით გაიზარდა.

იმპორტის ფასების მიხედვით, ივნისში რუსეთიდან შემოტანილი საწვავის საშუალო ღირებულება ტონაზე 1,005 დოლარს შეადგენდა, ბულგარეთიდან იმპორტის საშუალო ფასი – 1,167 დოლარს, რუმინეთიდან კი – 1,265 დოლარს.

ქვეყნების მიხედვით, ნავთობპროდუქტების იმპორტი ასე ნაწილდება (თანხობრივად):

1) რუსეთი – $184 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 208%;
2) რუმინეთი – $124 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 71%;
3) თურქმენეთი – $98 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 23%;
4) ბულგარეთი – $77.5 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 131%;
5) აზერბაიჯანი – $48.5 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 44%.

ნავთობპროდუქტების იმპორტი მოცულობების მიხედვით:

1. რუსეთი – 198,242 ტონა, მატება 77%, წილი მთლიან იმპორტში 33%;
2. რუმინეთი – 127,221 ტონა, მატება 1.2%, წილი მთლიან იმპორტში 21%;
3. თურქმენეთი – 98,193 ტონა, კლება 12%, წილი მთლიან იმპორტში 16%;
4. ბულგარეთი – 79,378 ტონა, კლება 18%, წილი მთლიან იმპორტში 13%;
5. აზერბაიჯანი – 56,854 ტონა, კლება 1%, წილი მთლიან იმპორტში 10%.

რუსეთიდან ნავთობის იმპორტი განსაკუთრებულად დიდი ივნისში იყო, როდესაც ქვეყანაში $59.7 მილიონის ღირებულების 59,393 ტონა საწვავი შემოვიდა.

მაისში საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საუბარი იყო, რომ რუსული საწვავი ევროპულზე იაფი იყო. სავარაუდოდ, სწორედ დაბალი ფასის გამო, ბიზნესმა რუსეთიდან იმპორტი გაზარდა.

ამჟამად, ერთი ტონა ბენზინის (platts) ფასი 1,134 დოლარია. ამ ფასთან შედარებით რუსული საწვავი რამდენიმე პროცენტით უფრო იაფია.

 

თეგები: ნავთობპროდუქტები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved