• რეკლამა
  • კონტაქტი
23:35, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს უკვე ზედმეტია, ეს აღარ უნდა ექნათ“ – ვალერი გელბახიანი სოსო გოგაშვილის საქმეზე

ალია ავტორი - ალია
20:52 07-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,074

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება იურისტი, ვალერი გელბახიანი.

– გრიფით „საიდუმლო„ და „სრულიად საიდუმლო“ მასალები უპოვნეს სოსო გოგაშვილს სახლში, „ფლეშკაზე“ გადაწერილი და პროკურატურაც მიანიშნებს, რომ ეს მასალები სუს-იდან არის გატანილი.

– არ ვიცი, თვითონ ამბობს გავიტანეო და ჩვენ ხომ არ ვიცით, მართლა გაიტანა თუ არა. არც ის ვიცით, ჩხრეკისას ის მასალები ამოიღეს, რომლებზეც ამბობდა, უნდა გავასაჯაროო. თუ გაიტანა, არც ის ვიცით, რა გაიტანა და რა დონის საიდუმლო ინფორმაციებია. ლოგიკურად, საიდუმლო მასალები სახლში არ უნდა შეენახა. პოსტი, რომელიც გოგაშვილს ეკავა, ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი. კი, ბატონო, ხელი მოუწვდებოდა თითქმის ნებისმიერი სახის საიდუმლო ინფორმაციაზე. სახლში რა წაიღო და რა არა, ეგ არ ვიცი. იმედია, მალე გაირკვევა. ის ვიცი, რომ აგენტურა ერთია და არის კიდევ სადაზვერვო ინფორმაცია, რომელთა გახმაურებაც ისჯება კანონით. უზარმაზარი ფული იხარჯება ნებისმიერ სახელმწიფოში და მათ შორის საქართველოშიც, ამ ინფორმაციის უსაფრთხოდ შესანახად. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ათამდე სახელმწიფოს ჰყავს სადაზვერვო რეზიდენტურა საქართველოში. ამ ყველაფერს სჭირდება თვალთვალი, გამოვლინება. ეს უზარმაზარ თანხებთან არის დაკავშირებული. ამის გამოტანა და გამომზეურება ნიშნავს, რომ თავზე ჩამოვიმხოთ ყველაფერი. ამიტომ, წინასწარ უნდა სცოდნოდა ყველას, რომ გოგაშვილის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაედებოდა და სასამართლოს სხდომებიც დაიხურებოდა. შესაბამისად, გამოძიების პროცესიც დახურული იქნება. გამოძიების მიერ მოპოვებული ყველა მასალა ხელმიუწვდომელი იქნება მედიისთვის, დაინტერესებული პირებისთვის, საზოგადოებისთვის… მხოლოდ ადვოკატს ეცოდინება, მაგრამ ადვოკატს ხელწერილს დააწერინებენ, რომ არ გაახმაუროს მასალები. ასე ხდება ამგვარი საქმეების გამოძიება.

– საკუთარ სახელზე რეგისტრირებული 13 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა გოგაშვილს და ჩხრეკისას კიდევ ორი უპოვეს. ეს უკვე მერამდენე ამგვარი შემთხვევაა? ფაქტია, ჩაუდეს ორი იარაღი.

– მერამდენეა, ეს არ ვიცი, მაგრამ ამას ბოლო არც ერთი ხელისუფლების დროს არ მოეღო… ეს უკვე ზედმეტია, ეს აღარ უნდა ექნათ. თუ მეტი არაფერი აქვთ გოგაშვილის ციხეში ჩასასმელად, სასაცილოა, საძინებელში, საწოლის ლეიბის ქვეშიდან იარაღი გამოიღო. კაცს 13 იარაღი ჰქონდა სახლში კანონიერად შენახული და რად უნდოდა უკანონო ავტომატი ან სხვა სახის იარაღი? ეს სისულელეა. დავუშვათ და გოგაშვილს მართლა ჰქონდა არარეგისტრირებული იარაღი და რაღაც უკანონობის ჩადებას აპირებდა. იმათ სახლში არც ერთ ვარიანტში არ შეინახავდა, რადგან უკვე ისეთი ფონი იყო შექმნილი, გოგაშვილი დაკავებას თუ არა, მინიმუმ სახლის ჩხრეკას ელოდებოდა. ვფიქრობ, ეს იარაღები ამოვარდება საქმიდან. იარაღებზე დნმ-ი უნდა ამოვიდეს, ექსპერტიზები უნდა ჩატარდეს. მთლად ეგრე არ არის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, ჩხრეკა როგორ ტარდება ასეთ შემთხვევაში და ეს კანონიც დარღვეულია. ეს საქმე „თავს ვერ დაიჭერს“ სასამართლოზე, თუ სხვა მტკიცებულებები არ ექნებათ გოგაშვილის წინააღმდეგ. სამარცხვინოა, ამ ხელისუფლებამაც რომ ვერ მოიშალა ეს მეთოდი. ესენი იმასაც ამბობდნენ, ნარკოტიკის და იარაღის ჩადება და ხალხისთვის სროლა ჩვენი ხელწერა არ არისო და ხალხსაც ესროლეს 2 წლის წინ, 20 ივნისს, ხომ ნახე. იარაღი ბევრს ჩაუდეს და ელისო კილაძის შვილს ჩაუდეს ნარკოტიკი, ხომ დადასტურდა და გამოუშვეს, აღიარეს მისი უდანაშაულობა და ამით ნარკოტიკის ჩადების ფაქტი. ჩადება და სროლა ამ ხელისუფლების ხელწერაა.

– ბევრი ვარაუდობს, რომ საქმე საპროცესო გარიგებით დასრულდება, გოგაშვილს პირობითი სასჯელით გამოუშვებენ და სანაცვლოდ, ის არანაირ ინფორმაციას არ გაასაჯაროებს. თქვენ რა ვერსია გაქვთ?

– გამორიცხული არაფერია, მაგრამ ეს იმდენად ხმაურიანი დაჭერა იყო, არა მგონია საპროცესოთი გამოუშვან. შეეცდებიან, სოსო გოგაშვილი სამაგალითოდ და მაქსიმალურად დასაჯონ.

თეგები: ვალერი გელბახიანისოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved