• რეკლამა
  • კონტაქტი
23:25, ხუთშაბათი, 14 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა დაახლოებით 10 პროცენტით გაიზრდება – ლაშა ხუციშვილი

ალია ავტორი - ალია
14:05 07-18-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
799

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ 2026 წლამდე, ყოველწლიურად, საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა დაახლოებით 10 პროცენტით გაიზრდება. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხუციშვილის განცხადებით, საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე 74 პროცენტიდან 90 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს.

„გასულ წელს, როდესაც დამტკიცდა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი, განსაზღვრული იყო გარკვეული პრინციპები, როგორ უნდა მოწესრიგებულიყო საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების ნაწილი. შესაბამისად, დაევალა საქართველოს მთავრობას, წარედგინა პარლამენტისთვის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საჯარო სამსახურში ხელფასების მოწესრიგება და ეს გარკვეულ პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული. მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელეთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და განისაზღვრა ის ძირითადი პრინციპები, როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის დარეგულირება უკვე გრძელვადიან პერიოდში.

შესაბამისად, განისაზღვრა გარკვეული მიმართულებები, რას უნდა ეფუძნებოდეს საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების ნაწილი. ეს მიმართულებები შემდეგია:

2026 წლის პირველი იანვრიდან საბაზისო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს იმ პროცენტული მაჩვენებლით, რა პროცენტულადაც ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში გაიზრდება არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი. ასევე, 2026 წლიდან საბაზისო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში არ იყოს არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80 პროცენტზე ნაკლები და 90 პროცენტზე მეტი. განისაზღვრა დიაპაზონი, რა დიაპაზონშიც უნდა იყოს საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე შედარებით კერძო სექტორთან მიმართებით. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად, დღევანდელი მოცემულობით, გვაქვს ვითარება, რომ საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე დაახლოებით 74 პროცენტს შეადგენს კერძო სექტორთან მიმართებით, რაც ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი გარკვეულწილად იცვლებოდა, 93-94 პროცენტიც კი იყო, თუმცა 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი შემცირებულია 74 პროცენტამდე.

კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა გაიზრდება დაახლოებით 10 პროცენტით ყოველწლიურად, რათა მიღწეული იქნას ის პარამეტრები, რაზეც ვისაუბრე. ეს დიაპაზონი უნდა იყოს 80-დან 90-მდე დიაპაზონში კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასისა, რაც შინაარსობრივად ნიშნავს, რომ 2023-2024-2025 წლებში საბაზისო ხელფასი უნდა გაიზრდოს დაახლოებით 10 პროცენტით ყოველწლიურად საჯარო სექტორში. აღნიშნული პარამეტრები განიხილება კანონმდებლობის დონეზე, როდესაც წარდგენილი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი. შესაბამისად, აღნიშნულ კანონში აისახება მთავრობის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება

18:37 05-13-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა

18:02 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved