დღეს, 18 ივლისს სასამართლო სოსო გოგაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.
პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი – 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
საქმეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი განიხილავს.
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს სპეცოპერაციით დააკავეს.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით.
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, გამთენიისას სპეცოპერაციით დააკავეს.














კომენტარები