სამართლიანი იქნება, რომ იგემოს სოსომაც და მისმა მეუღლემაც, დღეს რასაც მე და ჩემი ოჯახი გავდივართ, – ასე გამოეხმაურა თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის დაკავებას.
ტყუილ უბრალოდ რომ შემომიცვივდნენ შუაღამეს და მძინარე ბავშვი რომ ჩამიცხრილეს ლოგინში, სამართლიანი იქნება, რომ იგემოს სოსომაც და მისმა მეუღლემაც, დღეს რასაც მე და ჩემი ოჯახი გავდივართ, მანამდე ვერ გაიგებენ ჩვენს ტკივილს. ტერორისტი მაგის მეუღლეა, რომ ტყუილ უბრალოდ მომიკლეს შვილი, არაფრის გამო”, – აცხადებს მაჩალიკაშვილის დედა.
ცნობისთვის, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი წუხელ დააკავეს.














კომენტარები